სხვა ცნობილი ადამიანების ფრაზები,რომლებიც არასდროს წარმოუთქვამთ 2016, 17 თებერვალი, 16:47 ინტერნეტში დევს ცნობილი ადამიანების ფოტოები, ქვემოთ მიწერილი ციტატებით, ათასობით მოწონებით და მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ფრაზები მათ ეკუთვნით, არა და მათი უმეტესობა ე.წ. "ფეიკია".
ერთ-ერთი ტელედებატების დროს აშშ-ს პრეზიდენტის წინასაარჩევნო კომპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა ბენ კარსონმა წარმოთქვა შემდეგი ფრაზა:"იოსებ სტალინმა განაცხადა, რომ ამერიკის დაშლისთვის საჭიროა სამი რამ:- მათი სულიერი ცხოვრების, პატრიოტიზმის და მორალის განადგურება." საქმე იმაშია, რომ ეს ფრაზა სტალინს არასოდეს წარმოუთქვამს. იგი აღებულია ე.წ. "დალესის გეგმიდან", რომელსაც ზბიგნევ ბზეჟინსკსაც მიაწერენ. უფრო სიმართლე ისაა, რომ ეს ფრაზა არც "დალესის გეგმიდან" არის და არც ბზეჟინსკის ეკუთვნის.ეს ციტატა აღებულია ანატოლი ივანოვის რომანიდან «Вечный зов», რომელსაც ყოფილი რუსი ოფიცერი და იმ მომენტში სს-ის შტანდარტფიურერი ლახნოვსკი წარმოთქვამს. პრეზიდენტობის კანდიდატის ასეთი კაზუსი არცაა გასაკვირი, ინტერნეტში იმდენი ფრაზებია გაფანტული თითქოს და ცნობილი ადამიანების მიერ წარმოთქმული. აი რას წერდა რუსეთის პროლეტარიატის ბელადი ლენინი ამის შესახებ: "ინტერნეტში ციტატების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხალხს სჯერა მათი ნამდვილობა".....თუ გაიკვირვეთ და აღშფოთდით სად ლენინი და სად ინტერნეტიო..მაშინ გილოცავთ..თუმცა არიან ხალხი, რომლებიც ამ ფრაზას სერიოზულად მიიღებენ.. ყველას გახსოვთ, როდესაც მამა გაბრიელი ჯერ მცხეთაში მდებარე სამთავროს დედათა მონასტერში დაასვენეს, ხოლო შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში..აი მაშინ უნდა გენახათ ვის ფრაზებს აღარ მიაწერდნენ ინტერნეტით მამა გაბრიელს, რუსთაველიდან დაწყებული და ილია ჭავჭავაძით დამთავრებული.....და ამ ფოტოებს ათასობით მოწონება ჰქონდა. "არაა ადამიანი, არაა პრობლემა"–ამ ფრაზას ისევ სტალინს მიაწერენ.არ არსებობს არცერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ სტალინმა ეს ფრაზა ოდესღაც წარმოთქვა..და ისევ რომანი ამოტივტივდა..ეს ფრაზა სტალინს ათქმევინა მწერალმა ანატოლი რიბაკოვმა რომანში "Дети Арбата". "სტალინმა რუსეთი ჩაიბარა ხის გუთნით და დატოვა იგი ატომური ბომბით"-ამ ფრაზას უისტონ ჩერჩილს მიაწერენ.მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილი მართლაც დიდად აფასებდა სტალინს, არცერთ გამოსვლაში, არცერთ ჩანაწერში მსგავსი ფრაზა არ მოიძებნება. პირველად ეს ფრაზა ნინა ანდრეევამ მიაწერა ჩერჩილს 1988 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, ხოლო თვითონ ფრაზა აღებულია 1956 წელს გამოშვებული ბრიტანული ენციკლოპედიიდან, სადაც სტალინზე ასე წერია:"სტალინის ისტორიული მიღწევების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტალინმა რუსეთი ჩაიბარა ხის გუთნით და დატოვა ატომური ბომბით." "როდესაც მე მესმის სიტყვა კულტურა, ხელი პისტოლეტისკენ გამირბის"-ამ სიტყვებს იოზეფ გებელსს მიაწერენ.მესამე რეიხის მთავარი პროპაგანდისტი მართლაც არ სწყალობდა იმ კულტურულ ფასეულობებს, რომელიც დიდი რეიხის გემოვნებაში არ ჯდებოდა, თუმცა გებელსს ეს სიტყვები არასდროს წარმოუთქვამს. სინამდვილეში ეს ფრაზა აღებულია გერმანელი დრამატურგის ჰანს იოსტას პიესიდან "შლაგეტერი", რომლიც მოქმედებას პირველი მსოფლიო ომის დროს ხდება და ორი მეგობარი საუბრობს მატარებელში. 815 9-ს მოსწონს 1-ს არა
|