საბუნებისმეტყველო §18. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი II – სისტემები – მთვარე-დედამიწა და მზე-დედამიწა) თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2016, 12 თებერვალი, 0:29 დედამიწის უახლოესი მეზობლები, მზე და მთვარე, დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს პლანეტაზე. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე მზეზე პატარაა (მზის მასა 27 მლნ-ჯერ მეტია მთვარის მასაზე), იმის გამო, რომ ის ჩვენთან უფრო ახლოს არის, ვიდრე მზე, მისი გავლენა უფრო დიდია.
მთვარისა და მზის გავლენა, ორ მოვლენაში აისახება დედამიწაზე: II - იზრდება დღე-ღამის ხანგრძლივობა დედამიწაზე.I. ის ვინც ოკეანეებს, ზღვების, დიდი წყალსაცავების ან სრუტეებთან ახლოს ცხოვრობს, მთვარისა და მზის გავლენის შედეგებს ყოველდღე აკვირდება, წყლის მოქცევა-უკუქცევის დროს. მაგრამ მთვარე მხოლოდ დედამიწის წყლის მასებზე არ მოქმედებს. ის დედამიწის ქერქის ზედა ფენებზე და ატმოსფეროზეც იგივე გავლენას ახდენს. თუმცა, ამ უკანასკნელზე, მთვარის მოქმედების გავლენის დანახვა, შეუძლებელია. რაც შეეხება დედამიწის ქერქს, მისი მოქცევის ამპლიტუდა, დედამიწის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია და 10-დან 50 სმ-მდე მერყეობს. მაგ., ევროპაში 20 სმ-ია. ხმელეთის მოძრაობას ჩვენ ვერ ვგრძნობთ, მაგრამ სპეციალური ხელსაწყო აფიქსირებს. რაც შეეხება წყლის მასების გადაადგილების დაკვირვებას, აქ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია. ის ვინც წყლის სანაპიროსთან ცხოვრობს, ზუსტად იცის როდის და რა მანძილზე გადაადგილდება სანაპირო ზოლი. მაგ., რომ არა წყლის მოქცევა, შეიძლება I მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ არ შემდგარიყო და მაგელანიც ერთ ჩვეულებრივ მეზღვაურად დარჩენილიყო, მრავალთა შორის. საქმე იმაშია, რომ მაგელანმა უცხო ტომთან ბრძოლის ადგილად სანაპირო აირჩია, რომლის წყლის მოქცევა-უკუქცევის განრიგი არ იცოდა. მას შემდეგ რაც მან და ეკიპაჟის წევრებმა, გემი დატოვეს და ნავებით ნაპირისკე გამოცურეს, დაიწყო წყლის უკუქცევა და ესპანელებმა გემთან კავშირი გაწყვიტეს. ცოტა ხანში, მათ ტყვია-წამალი გაუთავდათ და მტერთან პირისპირ უიარაღოდ დარჩნენ. ამ ბრძოლაში მაგელანი დაიღუპა. ეს ასე რომ არ მოხდარიყო, მაგელანი სანელებლებით დატვირთულ გემს უკან, ისევ წყნარი ოკეანის გავლით წაიყვანდა (ის არ აპირებდა პორტუგალიის წყლებში – ინდოეთის და ატლანტის ოკეანეებში გავლას). მისი გარდაცვალების შემდეგ, ექსპედიციის ახალმა ხელმძღვანელმა, ხუან სებასტიან ელკანომ გეგმა შეცვალა და სამშობლოში აღმოსავლეთის მხრიდან დაბრუნდა, აფრიკის სანაპიროების გავლით. ასე, რომ, მოქცევამ განსაზღვრა მაგელანის და დედამიწის პირველი მოგზაურობის ბედი. რაც უფრო დიდია წყლის მასა, მით უფრო დიდია მოქცევის ტალღა. ყველაზე მაღალი ტალღა ოკეანეების მახლობლად მდებარე ვიწრო ყურეებში არის, რადგან ოკეანეების მოქცევის ტალღას დიდი რაოდენობით წყალი მიაქვს სრუტეში, რაც საგრძნობლად ზრდის წყლის დონეს. დედამიწაზე ყველაზე დიდი მოქცევის ტალღები, 15-18 მ. (6 სართულიანი სახლი) სიმაღლის, კანადის სანაპიროზე, ფანდის უბეში არის. მოქსევის დროს, წყალმარჩხ ადგილებში ან სადაც განიერი წყალსაცავები ვიწრო სრუტეებით გრძელდება, წყლის დონე სწრაფად იცვლება. წარმოიქმნება გიგანტური ტალღები, რომლებსაც შეუძლია მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, საკმაოდ დიდ მანძილზე. ასეთი ტალღებით მდ. ამაზონი (ტალღის სიმაღლე 4 მ. სიჩქარე 25 კმ/სთ.), მდ. ფუჩუნციანი (ტალღის სიმაღლე 9 მ. სიჩქარე 40 კმ/სთ.), კუკის ყურე (ტალღის სიმაღლე 2 მ. სიჩქარე 20 კმ/სთ). შენიშვნა: მოქცევა-უკუქცევის სიდიდე ყოველთვის ერთნაირი არ არის. ეს დამოკიდებულია მთვარესა და დედამიწას შორის მანძილზე, რომელიც 365-სა და 405 ათას კმ-ს შორის მერყეობს. მოქცევის ტალღის მექანიზმი. მოქცევის ტალღას მთვარისა და მზის მიზიდულობის ძალა წარმოქმნის. მთვარის მიერ წარმოქმნილი ტალღა, მთვარეს დაჰყვება და დედამიწას უვლის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ამის თქმა შეიძლება თეორიულად, მოქცევის ტალღის შესახებ, მაგრამ რეალურად, ეს მექანიზმი სულ სხვანაირად მუშაობს: დედამიწა ღერძის ირგვლივ ბრუნს 24 სთ-ს ანდომებს, მთვარეს დედამიწიის ირგვლივ 1 ბრუნის გასაკეთებლად – 27 დღე ესაჭიროება. ორივე მოძრაობს საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. ე. ი. ვიდრე მთვარე დედამიწის ირგვლივ ერთხელ შემობრუნდება, დედამიწის ზედაპირის ერთი კონკრეტული წერტილი, მას 27-ჯერ ჩაუვლის. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტალღა კი არ დაჰყვება მთვარეს, ის მასზე არის “მიმაგრებული" ანუ მთვარე წყლის იმ მასას იზიდავს თავისკე, რომელიც იმ მომენტში, მისი გავლენის ქვეშ არის. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე ერთია და დედამიწას ერთი მიმართულებით იზიდავს, ორი მოქცევის ტალღა წარმოიქმნება: ერთი მთვარის მიმართულებით და მეორე – მის მოპირდაპირე მხარეს. ი. ნიუტონის მიზიდულობის კანონის თანახმად, იქ სადაც არის მიზიდულობა, აუცილებლად გაჩნდება ამ ძალის თანასწორი ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს მას (F=-F). სწორედ ამ ძალის დამსახურებაა, რომ მთვარის მდებარეობის საპირისპირო მხარეს წარმოიქმნება მოქცევის II ტალღა. შენიშვნა: დედამიწა და მთვარე განსხვავებული ზომის ციური სხეულები არიან და მათი მასების გათვალისწინებით, ბრუნვის ანუ მიზიდულობის ცენტრი დაბალანსებულია და ის დედამიწაზე მდებარეობს. ეს ცენტრი დედამიწის გარეთ რომ ყოფილიყო, მოქცევის ტალღა მხოლოდ მთვარის საპირისპირო მიმართულებით წარმოიქმნებოდა.
მოქცევებს შორის ინტერვალი 12 სთ. და 25 წთ-ია. II. წყლის მოქცევის ტალღა, დედამიწის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. რაც ოკეანის ფსკერზე, წყლისა და დედამიწის ქერქის შეხების ადგილზე ხახუნს იწვევს. ხახუნის ენერგია დედამიწის მოძრაობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და აფერხებს მას. ამის შედეგად, ყოველ 100 წელიწადში დღე-ღამის ხანგრძლივობა 0, 002 წამით იზრდება. ერთი შეხედვით, ეს უმნიშვნელო ცვლილება არის, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს პლანეტის მომავლისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რომ 4, 5 მლნ. წლის მანძილზე 6-დან 24 სთ-მდე გაიზარდა დღე-ღამის ხანგრძლივობა.
§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა. 531 9-ს მოსწონს 1-ს არა
|