x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
შთამბეჭდავი, საუკუნის ისტორიული ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.

ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში, ხოლო ადამიანები, რომლებიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ გადაღებულ ფოტოებზე არიან, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ დღეს ისტორიული ფოტოების კრებულში მოხვდებოდნენ.

გთავაზობთ თქვენთვის წარმოუდგენელ ისტორიულ ფოტოებს, რომლებიც საუკუნეს ითვლის და ნამდვილად მოახდენს შთაბეჭდილებებს:



1. Bob Marley. მთელი მსოფლიო ერთ დღეს რომ დაბოლდეს, ყველა ომი შეწყდება.

image


2. ტიტანიკის უკანასკნელი ფოტო წყალზე- 1912 წელი და ასევე ტიტანიკის ბილეთი. ყველამ კარგად იცით 1912 წლის აპრილის იმ უსაშინლესი ამბის შესახებ, როდესაც ეს უზარმაზარი გემი აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა და ტრაგედიას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე ტიტანიკის კაპიტანი ედუარდ ჯონ სმიტი.


imageimageimage



3. დედა ტერეზა 7 წლის ასაკში. დედა ტერეზა იყო კათოლიკე მონაზონი, რომელიც ეწეოდა უამრავ ქველმოქმედებას და ეხმარებოდა ობლებსა და ღარიბებს. ის კათოლიკურმა ეკლესიამ სიკვდილის შემდეგ წმინდანად შერაცხა.

image


4. ჯენიფერ კონელი 13 წლის ასაკში- ''ერთხელ ამერიკაში'' კადრს მიღმა, 1984 წელი.

image


5. pier ogiust renuari. 40 წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ფერების დედოფალი - შავია.

image


6. ბიჭუნა პირველად უყურებს ტელევიზორს, რომელიც მაღაზიაში ეს-ეს არის გამოჩნდა, 1948 წელი.

image


7. მარლენ დიტრიხი ართობს მოხალისეებად წასულ ამერიკელ ჯარისკაცებს. მეორე ფოტოზე კი ემთხვევა ხელზე Константин Паустовск-ს. სსრკ, 1963 წელი.

imageimage


8. ფრიდა კალო ბავშვობაში და შემდგომ.

imageimage


9. კურტ კობეინი 18 წლის ასაკში. მეორე ფოტოზე კი მობილურ ტელეფონზე საუბრობს. აშშ, 1980-ნი წლები.

imageimage


10. Ну, погоди!-ის შემქმნელი ვიაჩესლავ კოტიონოჩკინი.

image


11. მერლინ მონრო საყიდლებზე ნიუ-იორკში, 1957 წელი.

image


12. ოდრი ჰეპბერნი ცხენთან ერთად- 1960 წელი. მეორე ფოტოზე კი ის Humphrey Bogart-თან ერთად ფილმი "საბრინას" გადაღებების დროს, 1954 წელი.

imageimage


13. slmsung-ის შტაბი, ტეგუში-კორეა, 1939 წელი.

image


14. ალკოჰოლს ფანჯრებიდან ღვრიან. მშრალი კანონის პერიოდი, აშშ.

image


15. კანადელი პოლიციელი წყალდიდობისას თავის პოსტზე რჩება. 1974 წელი.

image


16. ვარშავა, 1946 წელი.

image


17. აკაკი წერეთლის სამუშაო და საწოლი ოთახი.

image


18. პირველი კოსმონავტი ძაღლები- ბელკა და სტრელკა.

image


19. აღსარების საიდუმლო. მექსიკა, 1960 წელი.

image


20. სულ პირველმა ბომბმა, რომელიც მოკავშირეებმა ბერლინში ჩამოაგდეს, იმსხვერპლა ერთადერთი არესბა, ეს იყო ზოოპარკის ბინადარი სპილო.

image


21. კონკურსი ყველაზე ლამაზი თვალები, ლოს-ანჯელესი, 1934 წელი.

image


22. პლაკატზე წერია "მე დავიცავ მას, იმიტომ, რომ მე ის მიყვარს". ფოტოზე გამოსახულნი არიან ტყუპი ძმები, რომელთაგან ერთ-ერთი(მარცხენა) დაუნის სინდრომითაა დაავადებული.

image


23. ჰოკეისტი მეკარის სახე მანამ, სანამ შლემი თამაშის აუცილებელ აღჭურვილობად წარმოგვიდგებოდა.

image


24. ფრანგი- მაურიციე ტილეტი, დაბადებული 1903 წელს. სწორედ ეს ადამიანი იყო Dreamworks-ის შემოქმედებითი ჯგუფისთვის ინსპირაცია, ყველასთვის ცნობილი მულტფილმის- "შრეკის" შექმნის დროს.

image


25. პარიზელები ცდილობენ სკამების მეშვეობით გადალახონ წყლის ბარიერი წყალდიდობის დროს, 1924 წელი.

image


26. პაბლო პიკასო მეუღლესთან Francoise Gilot-ისთან ერთად 1948 წელს.

imageimage


27. 17 წლის ვინმე Kwame Ajamu ა.შ.შ-ს ქალაქ Cleveland-ში მკვლელობისთვის დააპატიმრეს, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა და პატიმრობაში 27 წელი უსამართლოდ გაატარა. 44 წლის ასაკში მოწმემ შეცვალა ცრუ ჩვენება და ის გაათავისუფლეს.

imageimage


28. ღვთისმშობლის ფეხის ნატერფალი, რომელიც ბელარუსიის ერთ-ერთ ტაძარში ინახება.

image


29. ბილეთი ლედ ზეპელინის კონცერტზე.

image


30. გაბრიელ გარსია მარკესი და ფიდელ კასტრო.

image


31. კოკო შანელი და სალვადორ დალი. მეორე ფოტოზე ასევე სალვადორ დალი ასეირნებს ჭიანჭველაჭამია ცხოველს-1969 წელი. მესამე ფოტოზე კი დალი გალასთან ერთად.

imageimageimage



32. ელვის პრესლი მშობლებთან ერთად.

image


33. ჟურნალ Vogue-ის პირველი ნომერი. 1892 წელი.

image


34. ქალაქ ბრაზილიის მშენებლობა, რომელიც შემდგომში ბრაზილიის დედაქალაქად იქცა, 1960 წელი.

image


35. სასტიკად ნაწამები ჩე გევარა, 1967 წელი.

image


36. შორტებში გამოწყობილი ჰიტლერი. პიტერ უიქმენის მიერ გადაღებული სურათი. მეორე ფოტოზე კი, ჰიტლერის შარვალი მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ- 1944 წელი.

imageimage


37. ჯორჯიო სომერის მიერ, პოპეის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ინსტრუმენტები, ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად.

image


38. ძველი თბილისის მეთევზეები.

image


39. კემბრიჯის კურსდამთავრებულები, 1926 წელი.

image


40. ლონდონი, 1900 წელი.

image

3
3240
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3240
  
2016, 27 იანვარი, 12:33
ახლა გადავიკითხე ხელმეორედ და თავდასხმა რომ მოუწყვეს მაშინდელი ყოფილა.
არა ბესარიონოვიჩი "გააგორეს"...
2016, 27 იანვარი, 12:30
გაიხარე გუჯა. თუმცა ეს შარვალი ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ არაა, ერთ-ერთი, მისი მკვლელობის მცდელობისას... ისე სტალინზეც მაგას ამბობენ სიკვდილი გაითამაშაო და რას გავიგებთ :)
2016, 27 იანვარი, 12:26
საინტერესოა როგორც ყოველთვის, ერთი შესწორებით-უკვე ვარაუდიდან მტკიცებულებაზე გადავიდა ის ხალხი ვინც ჰიტლერზე კვლევებს ატარებდა, მოსკოვში ჰიტლერის თავის ქალაზე ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ჰიტლერს არ ეკუთვნოდა. როგორც ამბობენ ჰიტლერი ოტო სკორცენმა გერმანიიდან არგენტინაში მშვიდობიანად გაიყვანა და იქ ცხოვრობდა ღრმა სიბერემდე.
0 1 3