x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
§17. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი I – მზის ქარი და მაგნიტური ველი) . თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

მზის სისტემის პლანეტების უმრავლესობას და მათ თანამგზავრებს აქვს განვითარებული მაგნიტური ველი. ზოგს ეს ველი ძლიერ აქვს განვითარებული, ზოგს ნაკლებად. მაგ., ვენერას და მარსს მაგნიტური ველი საერთოდ არა აქვთ. რაც შეეხება დედამიწას, ის იმ პლანეტების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც კარგად აქვთ განვითარებული ეს ველი.

დედამიწის მაგნიტური ველი 20 000-ჯერ აღემატება პლანეტათაშორის მაგნიტურ ველს და 20-ჯერ აღემატება იმ ველს, რომელიც დედამიწიდან, 10 დედამიწის რადიუსის დაშორებით ვრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის მაგნიტური ველის გავლენა, პლანეტიდან საკმაოდ მოშორებულ მანძილზე ვრცელდება. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწა ერთი დიდი მაგნიტია, რომლის ირგვლივ, მაგნიტური ველი არის შექმნილი.

დედამიწის მაგნიტური პოლუსები არ ემთხვევა მის გეოგრაფიულ პოლუსებს. დედამიწის წარმოსახვით ღერძს და მაგნიტური ველის ღერძს შორის გადახრა 11, 5 გრადუსის ტოლია. ამ კუთხეს მაგნიტური გადახრის კუთხე ეწოდება.

image

მაგნიტური პოლუსები მუდმივად ერთსა და იმავე ადგილზე არ არის. ისინი მუდმივად, წელიწადში 20 კმ-ით გადაადგილდებიან. დედამიწის მაგნიტური პოლუსები ერთმანეთს მაგნიტური მერიდიანებით უკავშირდებიან, რომლებიც დედამიწის ირგვლივ მაგნიტურ სარტყლებს ქმნიან. image

მაგნიტური სარტყელი ორია: ერთი დედამიწის ზედაპირიდან 400 კმ-ით არის დაშორებული, ხოლო მეორე – 100 ათასი კმ-ით. მაგნიტურ სარტყლებს, რადიაციულ სარტყლებსაც ეძახიან, რადგან ისინი იცავენ დედამიწას კოსმოსში გაბნეული მყარი სხეულებისა და მზის გამოსხივებისგან. რადიაციულ სარტყლებსა და დედამიწის ზედაპირს შორის მოთავსებულ სივრცეს, რომელშიც დამუხტული ნაწილაკები მოძრაობენ, დედამიწის მაგნიტური ან გეომაგნიტური სფერო ეწოდება, რომელიც ჩვენი პლანეტისთვის, დამცავი ფარივით არის და რომლის გარეშე, დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა.

imageმზე დედამიწაზე დიდი რაოდენობით ენერგიას გზავნის, რომლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აღწევს ჩვენამდე, დანარჩენს მაგნიტური ველი აკავებს.

მზიდან წამოსული ენერგია ორი სახის არის: ელექტრომაგნიტური (მზის რადიაცია) და

კორპუსკულარული (მზის ქარი).

მზის რადიაციული ენერგია, რომელსაც თან სინათლე და სითბო მოაქვს, დედამიწამდე მანძილს 8 წთ-ში გადის, ხოლო მზის ქარებს, აქამდე მოსაღწევად, რამოდენიმე დღე ესაჭიროება.

მზის ქარი წარმოადგენს დამუხტული ნაწილაკების (ელექტრონები, პროტონები, წყალბადისა და ჰელიუმის იონები) ერთობლიობას, რომელიც 1 000 - 3 000 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ. დედამიწის მაგნიტურ ველთან შეჯახებისას, ამ ნაწილაკების ასხლეტა და მათი გადამისამართება ხდება პოლუსებისკე. დამუხტული ნაწილაკების გარკვეული ნაწილი, ატმოსფეროში იჭრება და ეჯახება ატმოსფეროს ზედა ფენების (90

– 1000 კმ) აირის ატომებს და მოლეკულებს. შეჯახების დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ენერგია, დაახლოებით ისეთი, როგორიც 5-6 ბალიანი მიწისძვრის დროს. ჭარბი რაოდენობის ენერგიის გამოყოფას, თან ახლავს ნათება, რომლის ინტენსიობა და ფერი, ატმოსფეროში შემოჭრილი ნაწილაკების რაოდენობაზე და ატმოსფეროს აირების ქიმიურ შემადგენლობაზე არის დამოკიდებული. თუ შეჯახება ზედა ფენებში ხდება, ნათები ყვითელი და მწვანე ფერის არის (200-400 კმ. და ზევით), ხოლო შედარებით ქვევედა ფენებში შეჯახებისას (110 კმ.), სადაც ჟანგბადთან ერთად აზოტის მოლეკულებიც არის, ნათება წითელი და იისფერია. ამ ნათებას ჩრდილოეთის ციალი ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ ნათება ორივე ნახევარსფეროს პოლარული რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი. ის მაგნიტური პოლუსების ოვალურ სარტყლებში, 3000 კმ-იანი დიამეტრის ფარგლებში, დაახლოებით, 67-70º პარალელზე გადის. მზის აქტიურობის პერიოდის დროს, საზღვარი ქვევით იწევს და დაახლოებით, 47º პარალელზეა.

ამრიგად, პოლარული ციალი არის ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება, რომელიც მზის ქარის დამუხტული ნაწილაკების და დედამიწის ატმოსფეროს ურთიერთობის შედეგად წარმოიქმნება.

image

მაგნიტურ ველს, დედამიწის დაცვის გარდა, პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. უძველესი დროიდან, ადამიანები მას ნავიგაციაში იყენებენ. ის ასევე გამოიყენება დედამიწის შინაგანი აგებულების შესწავლისას, რაც თავის მხრივ, წიაღისეულის მოძიებასაც გულისხმობს.

image

image

image

§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/

§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68720-§14-სამყაროს-მოწყობის-ორი-სისტემა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეო/88/

§15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69007-§15-დედამიწის-დღე-ღამური-და-წლიური-მოძრაობა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი. თავი III - პლანეტა დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/69945-§16-სასაათე-სარტყლები-და-თარიღთა-ცვლის-ხაზი-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

0
454
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0