x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შინაური ცხოველების როლი ბავშვის აღზრდაში

image

image

ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მშობლებს ბავშვის აღზრდაში. და ამასთან ერთად, შინაური ცხოველი, ბავშვისთვის შეიძლება გახდეს, ყველაზე პირველი, საუკეთესო და ერთგული მეგობარი, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ნიჭისა და უნარის ყველა მინართულებით განვითარებას. შინაური ცხოველები ყველაზე უკეთესად გრძნობენ და ესმით ბავშვის სურვილების და ამის გამო, ბავშვებიც უკეთესად გრძნობენ თავს მათ გარემოში.

შინაური ცხოველები ეხმარებიან ბავშვებს სამყაროს შეცნობაში – ის ხომ ბავშვისთვის უცხო სამყაროს ნაწილია. ცხოველთან პირველი ურთიერთობის შემდეგ, ბავშვი მოინდომებს მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებას. ყოველდღიურად მასზე დაკვირვებით, ბავშვი ცნობისმოყვარე და დაკვირვებული ხდება ანუ დაკვირვების უნარ-ჩვევები გამოუმუშავდება. ხოლო თუ ბავშვს ცხოველის მოვლა დაევალება (რა თქმა უნდა, თუ თავად ექნება ამის სურვილი), ის დისციპლინას და დამოუკიდებლობას მიეჩვევა, გამოუმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა.

imageბავშვის განვითარება

imageდამტკიცებულია, რომ თუ ბავშვს პატარობიდანვე აქვს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება, ის განვითარების დონით, ბევრად უსწრებს თავის თანატოლებს. ასევე ბავშვები, რომლებიც ხშირად ეფერებიან ცხოველებს, უფრო მზრუნველები, გულკეთილები და მოწესრიგებულები არიან. მშობლებმაც, რა თქმა უნდა, უნდა აუხსნან, რომ ცხოველებისადმი ცუდი და აგრესიული მოპყრობა არ შეიძლება.

როდესაც ბავშვი თამაშობს შინაურ ცხოველთან, ის ამით დამოუკიდებლად, მშობლის ჩარევის გარეშე, თამაშს ეჩვევა, არ ჭირვეულობს და არ ხდება განებივრებული. ცხოველთან თამაშმა, მას შეიძლება რამე წყენა დაავიწყოს, რომელიც თანატოლებისგან ან უფროსებისგან მიიღო. ამ შემთხვევაში, ცხოველი მისთვის, ფსიქოთერაპევტის როლს ასრულებს. მას შეუძლი ბავშვი სტრესისგან გაათავისუფლოს და ოჯახის სხვა წევრებთან, ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმაროს.

imageimage

სოციალური ადაპტაცია

image

შინაური ცხოველები ეხმარებიან ბავშვებს თავდაჯერებულობის გამომუშავებაში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებაში, რაც მათ უადვილებთ ურთიერთობას თანატოლებთან. ასე მაგალითად, ბავშვი რომელიც ძაღლს ასეირნებს, შეიძლება მეგობარი იპოვოს იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ასევე ასეირნებენ ძაღლებს ან უბრალოდ თამაშობენ პარკში. ბავშვებს შორის ურთიერთობა, ყოველგვარი სიმორცხვისა და თავშეკავების გარეშე მყარდება. შეიძლება, ცხოველებზე საუბრით დაწყებული ურთიერთობა, მომავალში დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს.

image

image

ინტელექტუალური განვითარება

imageცხოველებთან ფიზიკური შეხების დროს, ბავშვებს უვითარდებათ მგრძნობელობითი აღქმის უნარი, რის შედეგადაც, ის შეხებით სწავლობს სხვადასხვა ნივთების გარჩევას, მათი ფორმის, ფაქტურის და სუნის აღქმას. ასევე, ცხოველებზე დაკვირვებით, ბავშვი სწავლობს ცხოველების ჩვევებს სხვადასხვა სიტუაციებში (ჩვევის მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს), რაც მას ლოგიკურად აზროვნების უნარს უვითარებს.

image

image

ესთეტიკური აღზრდა

imageშინაურ ცხოველსა და ბავშვს შორის მყარდება ფსიქო-ემოციური კავშირი. საკუთარ შინაურ ცხოველზე დაკვირვებისას, ბავშვი სწავლობს ბუნებრივი სილამაზის აღქმას და შეფასებას. მისთვის თავისი ცხოველი, ყველაზე ლამაზი არის დედამიწის ზურგზე და ის ამ სილამაზის დაცვას ცდილობს. ცხოველებთან ურთიერთობით, მას უყალიბდება სილამაზის აღქმისა უნარი და მისი დაცვის ჩვევა, რომელიც გაჰყვება მთელი ცხობრების მანძილზე.

image

image

ფიზიკური განვითარება

imageროგორც ცნობილია, ცხოველებთან თამაში, ძირითადად, აქტიურობას მოითხოვს. თამაშის პროცესში, ბავშვს უვითარდება მოძრაობის კოორდინაცია და სწრაფი რეაქცია. ძაღლის უბრალო გასეირნებაც კი, დადებითად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

image

image

როგორ უნდა მოხდეს შინაური ცხოველის შერჩევა

image

ყველა ცხოველს, ისევე როგორც ადამიანს, აქვს საკუთარი ხასიათი და ჩვევები, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, ოჯახის ახალი წევრის შერჩევისას.

კატებს შორის, ყველაზე თვინიერი და კარგი ხასიათი, ბრიტანულ და ყურებჩამოყრილ შოტლანდიური ჯიშის წარმომადგენლებს აქვთ. სფინქსებიც მოსიყვარულე კატები არიან, რადგან ბეწვის საფარი არა აქვთ და ყოველთვის უნდათ რომ ვინმემ აიყვანოს და მოეფეროს, რომ ხელის სითბოთი გათბნენ.

არ გამოდგება ბავშვის მეგობრად სიამის კატა და მისი მსგავსი ჯიშები. ასეთ კატებს არ უყვართ, როდესაც სიმყუდროვეს ურღვევენ და შეიძლება, აგრესია გამოხატონ ბავშვის მიმართ. არც სპარსული ჯიშის კატები გამოდგებიან ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ისინი ახირებულები და ჯიუტები არიან და საერთოდ არ უყვართ თამაში.
imageimageძაღლებს შორის, ბავშვის კარგი მეგობარი გახდება: პუდელი, მინიატურული ტაქსა, მოპსი, იორკშირ ტერიერი ან უბრალო ეზოს ძაღლი (ე. წ. უჯიშო) იმ შემთხვევაში, თუ ცნობილია მისი მშობლების ვინაობა, ცხოვრების პირველი თვეების პირობები და ვეტერინარის მიერ არის გამოკვლეული.

დიდი ზომის ძაღლები, განსაკუთრებულად კეთილები არია, კარგი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებისადმი და ადვილად იწვრთნებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამდემი ასაკის ბავშვისთვის, დიდი ძაღლი რეკომენდირებული არ არის. ბავშვის დასაცავად და ძიძად გამოდგება აფჩარკა, ბოქსიორი, ნიუფაუნდლენდი, სენბერნარი, მაგრამ თამაშით, ისინი ბავშვს არ ეთამაშებიან.

არ გამოდგება ბავშვის მეგობრად ტოი ტერიერი, მინიატურული პინჩერი და ჩიხუახუა, რადგან ეს ძაღლები ძალიან ნაზები და ნერვიულები არიან.
imageძაღლების და კატების გარდა, არის შინაური ცხოველების ალტერნატიული ვარიანტებიც. მაგ., წყნარი ბავშვებისთვის აკვარიუმის თევზები გამოდგება. თუ ბავშვი მაინცადამაინც აქტიურ ცხოველს ითხოვს, ხოლო საცხოვრებელი პირობები ამის საშუალებას არ იძლევა, ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი არის ზაზუნა.

imageსაფრთხე ბავშვებისთვის

image

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაზე მეგობრული ცხოველი, შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს ბავშვებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ალერგიულია, შინაური ცხოველის მიყვანა სახლში არ შეიძლება და თუ ცხოველის მიყვანის შემდეგ, გამოაჩნდა ალერგიის ნიშნები, ცხოველზე უარი უნდა ვთქვათ.
ბავშვისთვის ხიფათს წარმოადგენს ინფექციები, რომლითაც შეიძლება დაავადებული იყოს ცხოველი. ამიტომ, ვიდრე სახლში მივიყვანთ მას, ვეტერინართან არის საჭირო კონსულტაცია და ყველა აცრის ჩატარება.
ასევე არა ღირს ბავზვზე დიდი ზომის ცხოველის მიყვან, რადგან მან შეიძლება გაუცნობიერებლად მიაყენოს ფიზიკური ტრამვა ბავშვს.

ტრამვის შესაძლებლობა რომ გამოირიცხოს, ასევე არ შეიძლება, 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის, თუთიყუშის მიყვანა, რადგან თამაშის დროს, თუთიყუშმა შეიძლება ბავშვს ჩაუნისკარტოს. გარდა ამისა, ფრინველები სახლს ანაგვიანებენ, ხოლო პატარები იატაკზე ხოხავენ და ყველაფერს პირში იდებენ.

image

და ბოლოს, თევზები აკვარიუმშე, ძაღლი, კატა, ზაზუნა და თუთიყუში, უბრალოდ შინაური ცხოველი არ არის ბავშვისთვის - ის მისთვის თანამოსაუბრე, ბავშვური საიდუმლოებების მცველი არის. ის, ვისაც ბავშვი უზიარებს თავის ბავშვურ სიხარულს და უბედურებას...

ბავშვებს და ცხოველებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით:

image

image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

imageimage

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

imageimage

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

imageimage

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

imageimage

image

image

image

image

image

imageimageimage

image

image

image

image

image

image

image

imageimage
image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image



5
825
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
825
  
2016, 25 იანვარი, 13:37
ჩემი აზრით მაგასაც ნერვები უნდა, ყოჩაღ თქვენ.
2016, 25 იანვარი, 13:35
პატარა რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა კატა რომ მყოლოდა, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს. ბეწვები იქნებაო, ესაო, ისაო, მოკლედ – არაო. დღეს კატა გვყვავს სახლში და სიმართლე რომ გითხრა, არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნის. თან დღეს კატების მოვლა ადვილია: იყიდება სპეციალური ქვიშა, საჭმელი. მხოლოდ დროდადრო დაბანა და დავარცხნა უნდა. სულ ეს არის.
2016, 25 იანვარი, 13:26
დიდი მადლობა :)
2016, 25 იანვარი, 12:46
ყოჩაღ მაგარია
2016, 25 იანვარი, 11:02
ბავშვობაში მყავდა კურდღელი, ძაღლი და ზაზუნა, ეხლა რომ მომკლან, ვერაფრით ვიყოლიებ სახლში რაიმეს. :(
0 1 5