x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ფაქტები, რომლებიც მარიხუანაზე უნდა ვიცოდეთ

image

image

სტატისტიკის თანახმად, თქვენ ან ვინმეს თქვენი წრიდან, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, გამოუყენებია მარიხუანა, როგორც ნარკოტიკული საშუალება. დღეს როდესაც, სხვადასხვა წრეებში აქტიურად განიხილება მარიხუანას დეკრიმინილიზაციის საკითხი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ამ მცენარესთან დაკავშირებული ზოგიერტი ფაქტი:


image1. მარიხუანას ოფიციალური სახელი კანაფი (Cannabis) არის. ტერმინი «მარიხუანა», ერთი ვერსიის მიხედვით, უცნობი, მექსიკურ-ესპანური ეტიმოლოგიისგან წარმოსდგება და მან 1930 წელს, ტერმინები «კანაფი» და «ანაშა» (სლენგი – მარიხუანა + ჰაშიში (სპარს. «თივა») ჩაანაცვლა.

image

2. მარიხუანა შეიცავს აქტიური მოქმედების ფსიქოტროპულ ნივთიერებას ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC), რომელიც ტვინზე მოქმედებს და სიამოვნების შეგრძნებას იწვევს. იმ შემთხვევაში, თუ მარიხუანას მოხმარება დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, ის აქვეითებს მადას და ადამიანი სწრაფად კარგავს წონას.

image

3. სიამოვნების შეგრძნებას მხოლოდ მდედრობითი სქესის მცენარის გამხმარი ფოტლები იწვევს. მამრობითი სქესის მცენარეები, მხოლოდ დამტვერისთვის გამოიყენება.

image

4. მარიხუანას, II მსოფლიო ომის დროს, აშშ-ში, როგორც «სიმართლის შრატს» ისე იყენებდნენ. მტერს მარიხუანის სიგარეტს აძლევდნენ, მის მოსადუნებლად და ასალაპარაკებლად.

image5. სამედიცინო მიზნებისთვის, მარიხუანა პირველად 1737 წელს ჩინეთში გამოიყენეს. «წამალი» რევმატიზმით და პოდაგრთი დაავადებულ ადამიანებს ენიშნებოდათ, ტკივილის შემცირების მიზნით.

image6. პირველი კანონი მარიხუანასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში მიიღეს, მის არა აკრძალვას, არამედ მოშენებას ეხებოდა. კოლონიაში, კანაფის ფერმებში აშენებდნენ, რომ მისგან ქსოვილი, იალქნები და თოკი დაემზადებინათ.

image7. კანაფის ფერმები ჰქონდათ ჯორჯ ვაშინგტონს და თომას ჯეფერსონს. აღსანიშნავია, რომ ჯეფერსონმა «დამოუკიდებლობის დეკლარაცია» კანაფისგან გაკეთებულ ქაღალდზე დაწერა.

image8. პარაგვაი და ურუგვაი – მარიხუანას ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან მსოფლიოში. მარიხუანა ლეგალურად მოჰყავთ ამერიკაშიც. მართალია, მისი მოხმარება კანონით აკრძალულია, მაგრამ ამავ დროს, 20 შტატში (Connecticut, Delaware, Hawaii, Illinois, Maine, Massachusetts, Michigan, Montana, Nevada, New Hampshire, New Jersey, New Mexico, Oregon, Rhode Island, Vermont, Washington) დაშვებულია, როგორც სამკურნალო საშუალება.

2014 წლიდან მარიხუანა ლეგალიზებულია ვაშინგტონი, ორიგონის და ალასკას შტატებში.

image9. ქვეყნების უმრავლესობაში მარიხუანის მოხმარება აკრძალული არის და მისი მოხმარება კანონით ისჯება. მაგრამ არის ქვეყნები, რომლებშიც მარიხუანა დეკრიმინილიზირებული ან ლეგალიზებული არის:

I. ქვეყნები, რომლებშიც მარიხუანა დეკრიმინილიზირებულია: ავსტრალია, ჩეხეთის რესპუბლიკა, მაკედონია, ფინეთი, ჰოლანდია, გერმანია, პორტუგალია, კანადა, მექსიკა, კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორი და ჩილე.

imageII. ქვეყნები, რომლებშიც მარიხუანა ლეგალიზებულია: ბელგია, ინდოეთი (რეგულირდება სახელმწიფოს მიერ), პაკისტანი, ირანი (შეიძლება წარმოება და არა მოხმარება. მაგრამ არავინ აკონტროლებს), არგენტინა (შეიძლება მხოლოდ მოხმარება), პერუ და ურუგვაი.

image

10. კარცეროგენური ნივთიერება მარიხუანაში იმდენივეა, რაც სიგარეტში. მაგრამ, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მარიხუანა არ ზრდის ფილტვის კიბოს რისკს და ის არ იწვევს ისეთ სწრაფ შეჩვევას, როგორსაც სიგარეტი.

image11. მარიხუანის ჭარბი დოზით მოხმარება შეუძლებელია. იმისათვის რომ ადამიანი ნარკოტიკის ამ სახეობით გარდაიცვალოს, მან 800-ჯერ უნდა ჩაისუნთქოს კვამლი და ამ შემთხვევაშიც, ის ნახშირჟანგით (CO) იწამლება და არა THC-ით.

image12. მას შემდეგ, რაც ამერიკის 3 შტატში მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა, Philip Morris-მა ბაზარზე მარლბოროს ახალი მარკა – Marlboro M ანუ მარლბორო მარიხუანით გამოიტანა.

imageსიგარეტის ეს სახეობა, ჯერჯერობით მხოლოდ ორ შტატში იყიდება და 89 დოლარი ღირს.

image

13. მარიხუანას ხშირი და სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება და დროთა განმავლობაში ის იწვევს:

I. თავის ტკივილს, რომელიც თვეების მანძილზე, შეუჩერებლად გაგრძელდება. ხასიათის მიხედვით, ეს ტკივილი ძალიან ჰგავს შაკიკს. მისი ინტენსივობა ხან იზრდება, ხან მცირდება.
II. ძლიერ ოფლიანობას, რომელიც ღამის საათებში ძლიერდება. ორგანიზმიდან ოფლი წყაროსავით მოედინება. თეთრეული მთლიანდა სველდება და ოფლს საშინელი სუნი აქვს. ექიმები ამას იმით ხსნიან, რომ ორგანიზმი ცდილობს მავნე ნივთიერებისგან გათავისუფლებას და ის ტოქსინებს ოფლთან ერთად დევნის. ოფლიანობა თვეების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს.

III. ხველებას, რომელიც ასევე ემსახურება ადამიანის ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას. ხველება 6-7 თვე გრძელდება, მანამ, ვიდრე ფილტვები და სასუნთქი გზები არ გათავისუფლდება მავნე ნივთიერებისგან.
IV. საჭმლის მონელების სისტემის მოშლას, რაც მადის დაქვეითებას იწვევს. ადამიანი უბრალოდ უარს ამბობს საკვებზე, რადგან მისი მიღება ტკივილებს იწვევს მუცლის არეში.
V. ტკივილებს წელის არეში, რომელიც დიდი ხნით ფეხზე დგომის შემთხვევაში ვითარდებ. დასვენების შემდეგ, ტკივილი ქრება.
VI. მხედველობის დაქვეითებას.
VII. იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც თავის მხრივ, ადამიანის გრიპითა და სხვა ინფექციებით ხშირ ავადმყოფობას იწვევს.
VIII. ჰორმონალური ბალანსის დარღვევას და პოტენციის დაქვეითებას.
IX. არასრულწლოვანებში, ზრდა–განვითარების შეფერხებას.

X. ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას და მეტყველების პრობლემებს.

და ეს, სრული სია არ არის...

imageimage

2
2764
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2764
  
2017, 5 მაისი, 8:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 17 იანვარი, 18:46
რამდენიმე ვიცოდი მაგრამ ყველა არა...
0 1 2