საბუნებისმეტყველო §12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2015, 30 ნოემბერი, 14:53 იმას, რომ დედამიწას სფროს ფორმა აქვს, ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, ძვ. წ. აღე. V ს. მიხვდნენ. დედამიწის სფეროსებურობის იდეის ფუძემდებლად ცნობილი მათემატიკოსი პითაგორი (ძვ. წ. აღრ. 570-490 წწ.) ითვლება. ამ იდეას ხორცი არისტოტელემ (ძვ. წ. აღრ. 384-322 წწ.) შეასხა. თავის ნაშრომში “ცაზე", ის წერდა: “ცაზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ დედამიწა სფეროსებური და მცირე ზომის არის. საკმარისია ჩრდილოეთით ან სამხრეთით გადავინაცვლოთ, რომ ჰორიზონტი* შეიცვალოს: ცაზე ერთი და იგივე ვარსკვლავები არ მოჩანს. ხოლო მისი მცირე ზომა იმით მტკიცდება, რომ დიდი ზომის შემთხვევაში, გადაადგილებისას, ცვლილება შესამჩნევი არ იქნებოდა". გარდა ამისა, დედამიწის სფეროსებურობას, არისტოტელე, მთვარის დაბნელებითაც ხსნიდა. დედამიწის სფეროსებურობის სხვა მტკიცებულობებიც არსებობს. მაგ., სიმაღლეზე ასვლისას, ჰორიზონტი ფართოვდება, ზღვაზე, ნაპირისკე მომავალი გემის, ჯერ ანძა ჩანს, შემდეგ – კორპუსი. დედამიწის სფეროსებურობის პირველი მტკიცებულება, მაგელანის მიერ მსოფლიოს გარშემო მოწყობილი ექსპედიციის (1519-1522) შემდეგ მიიღო კაცობრიობამ. მაგელანი მოგზაურობის დროს დაიღუპა და ექსპედიცია ხუან სებასტიან ელკანომ დაასრულა. სამშობლოში დაბრუნებული ელკანო, ესპანეთის მეფემ გულუხვად დააჯილდოვა. მას აზნაურობა და ჰერბი უბოძა, რომელზეც დედამიწა იყო გამოსახული და მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: “შენ პირველი ხარ, ვინც შემომიარა". ის, რაც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ გარე სამყაროზე დაკვირვებით მტკიცდებოდა, ხილული, ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების შემდეგ გახდა (1961 წ. 12/IV). კოსმოსიდან დედამიწას სფეროსებური ფორმა აქვს. მაგრამ, სინამდვილეში, ის იდეალური სფეროს ფორმის არ არის. XVII საუკუნის II ნახევრამდე თვლიდნენ, რომ დედამიწა მრგვალი იყო. მაგრამ, შემდეგ აღმოაჩინეს ფაქტები, რომლებმაც ამ მოსაზრებაში ეჭვი შეიტანა. სამეცნიერო კამათი, დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, 50 წელი გრძელდებოდა, ინგლისელ მეცნიერს ი. ნიუტონსა და საფრანგეთის ოფსერვატორიის დირექტორს და მის ვაჟს, ჯოვან და ჟაკ კასინებს შორის. დედამიწის პარამეტრები:
ეკვატორული რადიუსი - 6 378, 16 კმ. განმარტებები:
ჰორიზონტი* (ბერძ. horizon- შემოვსაზღვრავ) - დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი არის, რომელსაც დამკვირვებლის თვალი მისწვდება ღია გარემოში, ხოლო ამ ზედაპირის შემომფარგვლელ ხაზს, ჰორიზონტის ხაზი ეწოდება. ეს ის ადგილი არის, სადაც ხმელეთი ცას უერთდება. თუ ამ ხაზს არაფერი არ კვეთს, იქმნება ღია ჰორიზონტი, ხოლო თუ ის ხეებით ან შენობა-ნაგებობებით იკვეთება, დახურული. დამკვირვებლის თვალიდან გამოსული სხივების მიერ ჰორიზონტის ხაზთან შექმნილ სიბრტყეს, ჰორიზონტის სიბრტყე ეწოდება. ერათოსთენე ქალაქ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ალექსანდრიის სამხრეთით, იმავე მერიდიანზე მდებარე, ქ. სიენაში (დღევანდელი ასუენა) ცხოვრობდა. მან შეამჩნია, რომ 22 ივნისს, როდესაც მზე ზენიტში (მზის სხივის დაცემის კუთხე 90 გრადუსის ტოლია) იმყოფებოდა, სიენაში საგანი ჩრდილს არ იკეთებდა, ხილო ალექსანდრიაში, მზის სხივები გარკვეული კუთხით ეცემოდნენ დედამიწას და საგნებს ჩრდილი ჰქონდა. ერათოსთენემ მზის სხივის დახრის კუთხე სკაფისით (იმ დროინდელი ხელსაწყო) გაზომა. აღმოჩნდა, რომ კუთხე 7 გრადუსი და 12 მინუტი იყო, რაც წრიულ 360 გრადუსის 50-ედი ნაწილია. ე. ი. 50 თუ გაამრავლებდა ქალაქებს შორის მანძილზე, დედამიწის გარშემოწერილობას მიიღებდა. გამოთვლების შედეგად, თანამედროვე ზომებზე გადმოანგარიშებით, 36 500 კმ. მიიღო, რაც თითქმის ემთხვევა თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით მიღებულ შედეგს (40 008 კმ.). §11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/ // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e 2948 7-ს მოსწონს 1-ს არა
|