x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
დედამიწის ფორმა და ზომა

იმას, რომ დედამიწას სფროს ფორმა აქვს, ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, ძვ. წ. აღე. V ს. მიხვდნენ. დედამიწის სფეროსებურობის იდეის ფუძემდებლად ცნობილი მათემატიკოსი პითაგორი (ძვ. წ. აღრ. 570-490 წწ.) ითვლება. ამ იდეას ხორცი არისტოტელემ (ძვ. წ. აღრ. 384-322 წწ.) შეასხა. თავის ნაშრომში “ცაზე", ის წერდა: “ცაზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ დედამიწა სფეროსებური და მცირე ზომის არის. საკმარისია ჩრდილოეთით ან სამხრეთით გადავინაცვლოთ, რომ ჰორიზონტი* შეიცვალოს: ცაზე ერთი და იგივე ვარსკვლავები არ მოჩანს. ხოლო მისი მცირე ზომა იმით მტკიცდება, რომ დიდი ზომის შემთხვევაში, გადაადგილებისას, ცვლილება შესამჩნევი არ იქნებოდა". გარდა ამისა, დედამიწის სფეროსებურობას, არისტოტელე, მთვარის დაბნელებითაც ხსნიდა. დედამიწის სფეროსებურობის სხვა მტკიცებულობებიც არსებობს. მაგ., სიმაღლეზე ასვლისას, ჰორიზონტი ფართოვდება, ზღვაზე, ნაპირისკე მომავალი გემის, ჯერ ანძა ჩანს, შემდეგ – კორპუსი.

დედამიწის სფეროსებურობის პირველი მტკიცებულება, მაგელანის მიერ მსოფლიოს გარშემო მოწყობილი ექსპედიციის (1519-1522) შემდეგ მიიღო კაცობრიობამ. მაგელანი მოგზაურობის დროს დაიღუპა და ექსპედიცია ხუან სებასტიან ელკანომ დაასრულა. სამშობლოში დაბრუნებული ელკანო, ესპანეთის მეფემ გულუხვად დააჯილდოვა. მას აზნაურობა და ჰერბი უბოძა, რომელზეც დედამიწა იყო გამოსახული და მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: “შენ პირველი ხარ, ვინც შემომიარა".

ის, რაც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ გარე სამყაროზე დაკვირვებით მტკიცდებოდა, ხილული, ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების შემდეგ გახდა (1961 წ. 12/IV). კოსმოსიდან დედამიწას სფეროსებური ფორმა აქვს. მაგრამ, სინამდვილეში, ის იდეალური სფეროს ფორმის არ არის.

დედამიწის ფორმა და ზომა

XVII საუკუნის II ნახევრამდე თვლიდნენ, რომ დედამიწა მრგვალი იყო. მაგრამ, შემდეგ აღმოაჩინეს ფაქტები, რომლებმაც ამ მოსაზრებაში ეჭვი შეიტანა. სამეცნიერო კამათი, დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, 50 წელი გრძელდებოდა, ინგლისელ მეცნიერს ი. ნიუტონსა და საფრანგეთის ოფსერვატორიის დირექტორს და მის ვაჟს, ჯოვან და ჟაკ კასინებს შორის.
ი. ნიუტონი ამტკიცებდა, რომ დედამიწა პოლუსებთან შეზნექილი, ხოლო ეკვატორთან გამოზნექილი იყო, ანუ მას ჰქონდა არა სფეროს, არამედ ელიფსის ფორმა, რასაც ის დედამიწის ფორმირების დროს, ბრუნვისას წარმოქმნილი, ცენტრისკენული და ცენტრიდანული ძალების ზეგავლენით ხსნიდა. ნიუტონის ამ მოსაზრებას ფრანგი მეცნიერები ეწინაამღდეგებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმის იყო. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებები ჰქონდა.
ამ კამათის დასასრულებლად, 1735 წ. საფრანგეთის აკადემიამ, ორი ექსპედიცია მოაწყო: ერთი პოლუსზე, მეორე ეკვატორზე. თითოეული ექსპედიცია 8 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ხანგრძლივი დაკვირვებისა და გაზომვების* შედეგად, აღმოჩნდა, რომ ნიუტონი მართალი იყო – დედამიწის ეკვატორული რადიუსი 21, 4 კმ-ით აღემატებოდა მის პოლარულ რადიუსს.
მოგვიანებით, უფრო დეტალური კვლების შედეგად დადგინეს, რომ დედამიწა არც ელიფსის და არც კარდეოიდის (დედამიწას, ერთი პერიოდი, გულის ფორმასაც ადარებდნენ) ფორმა არა აქვს. მას აქვს გეოიდის (ბერძნ. geoeidēs, < gē – დედამიწა და eidos – სახე) ანუ დედამიწისებური ფორმა (ტერმინი ეკუთვნის გერმანელ მეცნიერს, იოჰან ლისტინგს).

დედამიწის ფორმა და ზომადედამიწის პარამეტრები:

ეკვატორული რადიუსი - 6 378, 16 კმ.
პოლარული რადიუსი - 6 356, 777 კმ.
საშუალო რადიუსი - 6 371, 032 კმ.
ზედაპირის ფართობი - 510, 2 მლნ. კვ. კმ.
მოცულობა -1 083 მლრდ. კუბ. კმ.
გარშემოწერილობა:
ეკვატორზე - 40 075, 7 კმ.
პოლუსების გავლით - 40 008, 5 კმ.

დედამიწის ფორმას და ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი ფორმის გამო, პლანეტა არათანაბრად ნათდება და თბება. ყველაზე დიდი რაოდენობით სითბოს ეკვატორი იღებს, პოლუსებისკე სითბოს რაოდენობა თანდათანობით მცირდება. რაც დედამიწაზე სითბური ზონების არსებობას, დღე-ღამის ხანგრძლივობის ცვალებადობას და წელიწადის სეზონურობას იწვევს. ხოლო პლანეტის ზომაზე დამოკიდებულია მიზიდულობის ძალის სიდიდე, რომლითაც დედამიწა ატმოსფეროს და მთვარეს აკავებს.


განმარტებები:


დედამიწის ფორმა და ზომა

ჰორიზონტი* (ბერძ. horizon- შემოვსაზღვრავ) - დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი არის, რომელსაც დამკვირვებლის თვალი მისწვდება ღია გარემოში, ხოლო ამ ზედაპირის შემომფარგვლელ ხაზს, ჰორიზონტის ხაზი ეწოდება. ეს ის ადგილი არის, სადაც ხმელეთი ცას უერთდება. თუ ამ ხაზს არაფერი არ კვეთს, იქმნება ღია ჰორიზონტი, ხოლო თუ ის ხეებით ან შენობა-ნაგებობებით იკვეთება, დახურული.

დამკვირვებლის თვალიდან გამოსული სხივების მიერ ჰორიზონტის ხაზთან შექმნილ სიბრტყეს, ჰორიზონტის სიბრტყე ეწოდება.
ჰორიზონტს გააჩნია მხარეები. მხარე არის ნებისმიერი მიმართულება, ადამიანის დგომის წერტილიდან ჰორიზონტის ხაზის რომელიმე წერტილამდე. ყველა მხარეს თავისი სახელი აქვს, ჰორიზონტის ძირითადი მხარეების მიმართ, მათი მდებარეობის მიხედვით.
ჰორიზონტის ძირითადი მხარე ოთხია: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. მათ შორის მდებარეობს ჰორიზონტის შუალედური მხარეები: ჩრდ-აღმ, ჩრდ–დას, სამხ–აღმ, სამხ–დას.

დედამიწის გაზომვა*. პირველად დედამიწის გარშემოწერილობა, საკმაოდ ზუსტად, ძველმა ბერძენმა მეცნიერმა ერათოსთენემ (ძვ. წ. აღრ. 276-194 წწ.) გაზომა. ეს ძვ. წ. აღრ. 220 წელს მოხდა.

ერათოსთენე ქალაქ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ალექსანდრიის სამხრეთით, იმავე მერიდიანზე მდებარე, ქ. სიენაში (დღევანდელი ასუენა) ცხოვრობდა. მან შეამჩნია, რომ 22 ივნისს, როდესაც მზე ზენიტში (მზის სხივის დაცემის კუთხე 90 გრადუსის ტოლია) იმყოფებოდა, სიენაში საგანი ჩრდილს არ იკეთებდა, ხილო ალექსანდრიაში, მზის სხივები გარკვეული კუთხით ეცემოდნენ დედამიწას და საგნებს ჩრდილი ჰქონდა.

დედამიწის ფორმა და ზომაერათოსთენემ მზის სხივის დახრის კუთხე სკაფისით (იმ დროინდელი ხელსაწყო) გაზომა. აღმოჩნდა, რომ კუთხე 7 გრადუსი და 12 მინუტი იყო, რაც წრიულ 360 გრადუსის 50-ედი ნაწილია. ე. ი. 50 თუ გაამრავლებდა ქალაქებს შორის მანძილზე, დედამიწის გარშემოწერილობას მიიღებდა. გამოთვლების შედეგად, თანამედროვე ზომებზე გადმოანგარიშებით, 36 500 კმ. მიიღო, რაც თითქმის ემთხვევა თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით მიღებულ შედეგს (40 008 კმ.).
დედამიწის ფორმა და ზომა
§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/


§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
2949
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2949
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0