x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

 მეზოზოური ერა

საზღვარი პალეოზოურ და მეზოზოურ ერას (245-65 მლნ. წწ.) შორის ვულკანიზმის მორიგ ციკლზე გადის, რომელიც მრავლად იყო დედამიწის განვითარების ისტორიაში. პალეოზოურის ბოლოს დაწყებული ვულკანური პროცესები, რომელიც 1 მილიონი წელი გაგრძელდა და პალეოზოური ერის დასაწყისში დასრულდა.

მეზოზოურ ერაში, მიუხედავად ვულკანური პროცესებისა და პანგეას დაშლისა, წინა ერებთან შედარებით, უფრო მშვიდი გარემო იყო ცოცხალი ორგანიზმების ზრდა-განვითარებისთვის.

200 მილიონი წლის წინ, პანგეამ, რომელიც ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსამდე იყო გადაჭიმული, დაშლა დაიწყო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წარმოიქმნა ლავრაზიის კონტინენტი, ხოლო სამხრეთში - გონდვანა. ორ კონტინენტს შორის გაჩნდა თეტისის ოკეანე.

150 მილიონი წლის წინ, ორ ნაწილად გაიყო გონდვანც. პირველ ნაწილში შედიოდა დღევანდელი სამხ. ამერიკა და აფრიკა, ხოლო მეორე ნაწილში - ავსტრალია, ანტარქტიდა და ინდოსტარის ნახევარკუნძული.

ორ ნაწილად გაიყო ლავრაზიაც. 135 მლნ. წლის წინ, დაშლილ კონტინენტებს შორის, გაჩნდა ატლანტის ოკეანე.
პანგეას დაშლის შემდეგ, კონტინენტები წელიწადში 2 სმ-ით შორდებოდნენ ერთმანეთს და 100 მილიონი წლის წინ, დედამიწამ, თითქმის, თანამედროვე სახე მიიღო.

მეზოზოური ერამეზოზოური ერა

მეზოზოური ერა სამ პერიოდად იყოფა:

I. ტრიასული (245-205 მლნ. წწ.);

II. იურული (205-144 მლნ. წწ.);

III. ცარცული (144-65 მლნ. წწ.);

ტრიასული პერიოდი. პერმული პერიოდის ბოლოს, ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი ამოწყვეტის შემდეგ, გაქრნენ ბიოსფეროს უმარტივესი ფორმები და ადგილი უფრო რთულ სახეობებს დაუთმებს.

ტრიასული პერიოდის დასაწყისში კლიმატი ყველგან ერთნაირად თბილი და ნოტიო იყო. მოგვიანებით, ზღვამ დაიწია და ჰავა შედარებით მშრალი გახდა. კონტინენტის შიდა ნაწილებში უდაბნოები გაჩნდა. პოლუსებთან კი აცივდა.

კლიმატის ცვლილებამ, ცვლილება გამოიწვია ბიოსფეროშიც: გვიმრები მხოლოდ ეკვატორულ სარტყელში დარჩა. კონტინენტის დანარჩენ სარტყლებში, პალმები და შიშველთესლიანები (წიწვოვანები) ხარობდნენ.

ტრიასული პერიოდი ქვეწარმავლების ბატონობის ხანა იყო: ხმელეთი ხმელეთის ხვლიკებმა (დინოზავრებმა) დაიპყრეს, ცა – მფრინავმა ხვლიკებმა (პტეროზავრებმა), ზღვა – წყლის ხვლიკებმა (იხტიოზავრებმა). ხვლიკების და ჯავშნიანი ამფიბიების სიგრძემ, იმ პერიოდში, 5 მეტრს აღემატებოდა.

225 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ დინოზავრები, რომლებიც 160 მილიონი წელი ბატონობდნენ. ამდენი ხნის მანძილზე, ფაუნის არცერთ სახეობას არ უცხოვრია დედამიწაზე, თუ არ ჩავთვლით ტარაკანებს და ზვიგენებს, რომლებიც დღესაც არიან.

მეზოზოური ერა

ტრიასულ პერიოდში ასევე გაჩნდნენ ბაყაყები, ზღვის და ხმელეთის კუები, მარჯნები. მტკნარ წყალსაცავებში ბინადრობდნენ ნიანგების წინაპრები, ხოლო ოკეანის ფსკერზე გაჩნდნენ თავფეხიანი მოლუსკები, 5 მეტრიანი დიამეტრის ნიჟარებით (დღეს ამ სახეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიგანტური კალმარია, რომლის სიგრძე 18 მ. აღწევს).

 მეზოზოური ერაამავე პერიოდში გაჩნდნენ პირველი ძუძუმწოვრები – დრომატერიუმები. გარეგნობით ისინი მღრღნელებს ჰგავდნენ და სიგრძით 12 სმ-ს არ აღემატებოდნენ. მრავლდებოდნენ კვერცხით. კვერცხიდან გამოსულ განუვითარებელ ნაშიერებს რძით კვებავდნენ და ქვეწარმავლებისგან განსხვავებით, მათზე ზრუნავდნენ.

ტრიასული პერიოდის ბოლოს ბიოსფეროს კიდევ ერთი მასობრივი განადგურება მოხდა. ხმელეთზე და ოკეანის ფსკერზე გააქტიურებულმა ვულკანბმა ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი და სხვა სითბური ეფექტის გაზები ამოიტანეს. გაზი წყალს შეერია და დედამიწაზე მჟავა წამოვიდა წვიმის სახით, რომელიც ყველაფერს წვავდა, რასაც ზემოდან ეცემოდა. მცენარეული საფარის ნახევარი და ცხოველთა სამყაროს ნაწილი განადგურდა.

იურული პერიოდი. ამ პერიოდს “დინოზავრების საუკუნესაც" ეძახიან, რადგან მათ მთელი დედამიწა დაიპყრეს. მათი წონა რამოდენიმე კილოგრამიდან იწყებოდა და 100 ტონას აღწევდა, სახეობების მიხედვით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პატარა ზომის დინოზავრები მტაცებლები იყვნენ, ხოლო დიდები, ისეთები როგორიც, მაგალითად, 33 მეტრიანი სუპერზავრი იყო, ბალახით იკვებებოდნენ. მათ დღეში 500 კგ. საკვები ესაჭიროებოდათ და 100 წელს ცხოვრობდნენ.

ამავე პერიოდში, ცაში არქეოპტერიქსი (არქაული ფრინველი) გამოჩნდა, რომელიც გარდამავალი სახეობა იყო ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის.

წყალში გიგანტური კუები გაბატონდნენ. იყვნენ დინოზავრებიც, რომლებიც წყალ-ხმელეთა ცხოვრებას ეწეოდნენ.

იურული პერიოდის კლიმატი თითქმის არ განსხვავდებოდა წინა პერიოდის კლიმატისგან და მცენარეული საფარიც თითქმის ანალოგიური იყო. ამ პერიოდში გაჩდა ყვავილები. მაგალითად, მაგნოლია დინოზავრების დროინდელი მცენარეა.

მეზოზოური ერა

ცარცული პერიოდი. ამ პერიოდის დასაწყისში, კლიმატი ნოტიო და თბილი იყო. მოგვიანებით, იმდენად აცივდა, რომ ზომიერ სარტყელში თოვლიც კი წამოვიდა. მცენარეთა სამყაროოს წარმომადგენლებმა ხმელეთი გადაინაწილეს: ცივ სარტყლებში წიწვოვანი მცენარეები ხარობდა, ეკვატორულ სარტელში გაბატონებულ გვიმრებსა და წიწვოვან მცენარეებს შორის, ფარულთესლიანი ფოთლოვანი მცენარეების და მარცვლოვანი კულტურების ზონა იყო. იმავე პერიოდში გაჩნდა ბალახიც.

დინოზავრების ზომამ მაქსიმუმს მიაღწია. პატარა მტაცებლები, რომელთა ზომა წინა პერიოდში სულ რამოდენიმე კგ. იყო, გიგანტურ, 14 მეტრიან ტირანოზავრებად იქცნენ, ხოლო მტკნარი წყლის სანაპიროებთან, მსხვერპლს 12 მ-იანი ნიანგები ელოდებოდნენ.მეზოზოური ერა

ცარცული პერიოდის II ნახევარში გაჩნდა ფრინველების 20 ახალი სახეობა, მათ შორის ყველაზე გავრცელებული იყო იხტიორნისი (უძველესი თოლია) და ჰესპერორნისი “დასავლეთის ფრინველი", ხოლო არქეოპტერიქსები გაქრნენ.

გაჩნდნენ გიგანტური გველები, ჩანთოსანი (განუვითარებელი ნაყოფი, განვითარების ბოლო სტადიას ჩანთაში გადის) და პლაცენტიანი (ნაყოფი ბოლომდე განვითარებული იბადება) ძუძუმწოვრები.

100 მლნ. წლის წინ გაჩნდნენ პეპლები და ფუტკრები, ხოლო 80 მლნ. წლის წინ – ჭიანჭველები.

მეზოზოური ერა

ძუძუმწოვრები დინოზავრებთან ერთად გაჩნდნენ მეზოზოურ ერაში, მაგრამ მათ განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ დინოზავრები. შიშის გამო, ეს პატარა ცხოველები, გამუდმებით იმალებოდნენ და სოროებიდან მხოლოდ ღამე გამოდიოდნენ. და ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, რომ არა, 65 მილიონი წლის წინ, დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, ჩამოვარდნილი უზარმაზარი მეტეორიტი, რომელმაც 5 მილიარდი ატომური ბომბის (ისეთი, როგორიც ჰეროსიმაში იყო) აფეთქების ეფექტი გამოიწვია. დედამიწაზე, დარტყმის ადგილზე, ტემპერატურამ 5 000 გრადუსამდე აიწია, წარმოიქმნა 200 კილომეტრიანი ფერფლისა და მტვრის ღრუბელი, რომელიც ჯერ ზემოთ აიტყორცნა (ატმოსფეროდან გავიდა), შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოვიდა და მთელს დედამიწას ზემოდან გადაეკრა. ჰაერის ტემპერატურა 1 500 გრადუსამდე ავიდა, ხოლო ხმელეთის ზედაპირი 200 გრადუსამდე გახურდა. ტყეებში ხანძარი გაჩნდა და დედამიწა ცეცხლის ალში გაეხვია. მეტეორიტის ძლიარმა დარტყმამ, ცუნამი გამოიწვია და კონტინენტები წყალმა გადარეცხა. ყველა დაიღუპა, ვისი წონაც 10 კგ-ს აღემატებოდა და დამალვა ვერ მოასწრო. ეს იყო ბოლო დღე დინოზავრების არსებობის ისტორიაში.

მეზოზოური ერა
ამ კატასტროფისთვის დინოზავრებს რომ გაეძლოთ, მოგვიანებით მაინც დაიღუპებოდნენ, რადგან ატმოსფეროში დაგროვილმა ფერფლმა მზე საერთოდ დაფარა და დედამიწაზე ატომური ზამთარი დაიწყო. მთელი პლანეტა თოვლით დაიფარა.
ატმოსფეროს, ფერფლისაგან გასაწმენდად, რამოდენიმე წელი დასჭირდა. დინოზავრები ამ პერიოდში, შიმშილით დაიხოცებოდნენ.

მეზოზოური ერა


§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/


§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/


§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.

http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/


§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.

http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/


§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.

http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.

http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/


§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.

http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

1
591
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
591
  
2018, 3 მარტი, 2:54
უსაინტერესოესი სტატიები გაქვს
0 1 1