x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138969
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

პროტეროზოური ერაპროტეროზოური ერის (2500 – 551 წწ.) დასაწყისში, დედამიწას უკვე ჰქონდა მყარი ბირთვი, მაგნიტური ველი, თითქმის ჩამოყალიბებული ქერქი, კონტინენტების ჩანასახები, მსოფლიო ოკეანე და ჟანგბადი ოკეანეში, რომელსაც ციანობაქტერიები წარმოქმნიდნენ. თუ როგორ გაჩნდნენ ბაქტერიები დედამოწაზე უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მილიონობით წლის მანძილზე, ამ პატარა არსებებმა, ტრილიონი ტონა ჟანგბადი გამოიმუშავეს.

დედამიწაზე ჟანგბადის გაჩენამდე, პირველი ოკეანე მწვანე ფერის იყო, იმიტომ რომ წყალი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავდა. წყალში ჟანგბადის გაჩენის შემდეგ, რკინა სუფთა ჟანგბადთან შეხებისას, იწვებოდა და ფსკერზე ილექებოდა. წყლის რკინისგან გაწმენდის შემდეგ, ოკეანე ლურჯი ფერის გახდა. ეს მოხდა 1, 5 მილიარდი წლის წინ. ამ დროისთვის, დედამიწამ ისეთი სახე მიიღო, როგორიც ის კოსმოსიდან ჩანს. მაგრამ, ჯერ კიდევ წინ იყო კონტინენტების დრეიფი.
 პროტეროზოური ერადედამიწის ქერქი ერთიანი არ არის, ის შედგება ფილებისგან რომლებიც თხევად მანტიაზე მოძრაობენ. შესაბამისად, ხმელეთის ნაწილები ხან ერთდებიან, ხანაც იშლებიან. პირველი სუპერკონტინენტი, როდინია და ოკეანე მიროვია, 1 მლრდ. წლის წინ ჩამოყალიბდა. ერთიანმა კონტინენტმა შეაჩერა თბილი ეკვატორული დინება, რომელსაც პოლუსებისკე სითბო მიჰქონდა. ამის გამო, მოხდა პოლუსების გაყინვა. გაყინული პოლუსები უფრო მეტ სხივებს აირეკლავდნენ და თანდათანობით მთელი პლანეტა ყინულით დაიფარა. ჰაერის ტემპერატურა –40 გრადუსამდე დაეცა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური განყინვარება დედამიწის ისტორიაში.

როდინიამ, დაახლოებით, 300 მლნ. წელი იარსება (დაახლოებით, 850—635 მლნ. წწ. წინ) და ვულკანური პროცესების შედეგად დაიშალა.

 პროტეროზოური ერაგააქტიურებული ვულკანიზმის შედეგად, დედამიწის სიღრმიდან დიდი რაოდენობით ამოსულმა ნახშირორჟანგმა სითბური ეფექტი გამოიწვია და ყინული გადნა. ყინულის აბჯრისგან გათავისუფლებულმა კონტინენტებმა დრეიფი დაიწყეს.

სუპერკონტინენტის დაშლის შემდეგ, კონტინენტების სანაპიროები წყალმარჩხი იყო, ხოლო ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობა 1%-ს შეადგენდა, რაც საკმარისი იყო ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ოკეანეში იმ პერიოდში, უკვე იყო ლურჯი და მწვანე მრავალუჯრედიანი წყალმცენარეები, ხოლო ფაუნის წარმომადგენლებიდან: მედუზები, მოლუსკები და ჭიაყელები. პროტეროზოუროი ერის ბოლოს, ცოცხალ ორგანიზმებს უკვე განვითარებული ჰქონდათ სუნთქვის ორგანოები, ორგანიზმის ორმხრივი სიმეტრია და სქესი.

პროტეროზოური ერა

0
176
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0