x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

პალეოზოური ერა (551 - 245 მლნ წწ.) ერთ-ერთი ხანგრძლივი პერიოდია დედამიწის განვითარების ისტორიაში. ამ ერის დროს, ყველაზე დიდი რაოდენობის დანალექი ქანი დაგროვდა, ზოგიერთ ადგილებში, ქანების სიმაღლე 30 ათას მეტრს აღემატებოდა. აღნიშნული ერა თითქმის 300 მლნ. წელი გრძელდებოდა და ამ ხნის მანძილზე უამრავი მოვლენა მოხდა, როგორც დედამიწის გეოლოგიური, ისე ცოცხალი ორგანიზმების განვითარების ისტორიაში. დედამიწის განვითარების ისტორია ამ ერაში იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ მოვლენების მიხედვით, ერა ორ ნაწილად გაყვეს:

პალეოზოური ერაI. ადრე პალეოზოური: კამბრიული, ორდოვიციული, სილურული.

II. გვიანი პალეოზოური: დევონური, კარბონული, პერმული.

პალეოზოური ერის ტექტონიკური პროცესებიდან აღსანიშნავი ის არის, რომ 400 მლნ. წლის წინ დაიწყო კონტინენტების შეერთების პროცესი და 300 მლნ. წლის წინ, სუპერკონტინენტის – პანგეას ფორმირებით დასრულდა.

 პალეოზოური ერა

პალეოზოური ერა

I. ადრე პალეოზოური.

პალეოზოური ერის დასაწყისში, კამბრიულ პერიოდში, წყალში მცხოვრებმა ცოცხალმა ორგანიზმებმა სწრაფი გამრავლება დაიწყეს. მეცნიერები ფაუნის ასეთ უეცარ გამრავლებას, წყალში დიდი რაოდენობით ჟანგბადის არსებობას უკავშირებენ. მას კამბრიულის დიდი აფეთქება დაარქვეს და თავისი მნიშვნელობით, სამყაროს შექმნის დიდ აფეთქებას შეადარეს, რადგან მას იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ბიოსფეროსთვის, რასაც დიდ აფეთქებას სამყაროს შექმნისთვის. კამბრიულის პერიოდში, ყველაზე მეტი სახეობის ცოცხალი ორგანიზმი იყო დედამიწაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა პერიოდში. ფაქტიურად, ამ პერიოდის ბიოსფეროს წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი ყველა ცოცხალი ორგანიზმის სახეობას დედამიწაზე. თუ საიდან გაჩნდნენ ამდენი სახეობის ორგანიზმები უცნობია, რადგან იმ დრომდე, მხოლოდ რბილტანიანი არსებები ცხოვრობდნენ, რომლებიც ქანებში ნამარხებს არ ტოვებდნენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 500 მილიონი წლის წინ, წყალში სხვადასხვა სახეობის ტრილობიტები ცხოვრობდნენ და მათი სიგრძე 3-დან 90 სმ-მდე მერყეობდა, სახეობების მიხედვით. ისინი იყვნენ პირველი ფეხსახსრიანები დედამიწის ისტორიაში.

პალეოზოური ერა

პირველი ცოცხალი ორგანიზმები ძალიან უცნაურად გამოიყურებოდნენ და პლანქტონის გარდა, ერთმანეთითაც იკვებებოდნენ. ამიტომ, დაიწყო თავდაცვისა და შეიარაღების პროცესი: ზოგიერთ სახეობას, სხეულის გარეთ, გაუჩნდა მინერალური ჩონჩხი (ჯავშანი), ხოლო 430 მილიონი წლის წინ, უკვე გაჩნდნენ სახეობები, შინაგანი მინერალური ჩონჩხებით. 400 მილიონი წლის წინ, უკვე არსებობდნენ ზღვის ზღარბები და უკბილი ჯავშნიანი თევზები. ადრე პალეოზიური ერის ყველაზე დიდი მტაცებლები, 4 მ-იანი, კონუსური ფორმის, ნაუტილოიდები და 150 კგ-იანი ზღვის მორიელები იყვნენ, რომლებიც განურჩევლად ყველაფერს ჭამდნენ და ერთმანეთსაც არ ინდობდნენ.

ადრე პალეოზოური იყო უხერხემლოების აყვავების ხანა.

კარბონული პერიოდის ბოლოს, ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობა 13%-ით გაიზარდა, ხოლო 450 მილიონი წლის წინ ოზონის ფენა გაჩნდა და 400 მლნ. წლის წინ, წყლიდან პირველი ბიოსფეროს წარმომადგენლებიც ამოვიდნენ. ხმელეთზე, ზღვის მოქცევის ზონაში ფსილოფიტები (შიშველი) გაჩნდნენ. მაღალი შიშველი მცენარეები, რომლებსაც არც ფესვი ჰქონდათ და არც ფოთოლი. მათთან ერთად, ხმელეთზე მორიელები, ობობები და მრავალფეხა მწერები დასახლდნენ.

 პალეოზოური ერა

სილურული პერიოდის ბოლოს, ბიოსფეროს 60% ამწყდა. სავარაუდოდ, გამა გამოსხივების გამო, რომელიც ზევარსკვლავის აფეთქებით იყო გამოწვეული.

II. გვიანი პალეოზოური.

დევონურ პერიოდში გაჩნდნენ პირველი ხერხემლიანი თევზები და ზვიგენები. ამავე პერიდში, წყლის ზოგიერთ ბინადარს განუვითარდა სუნთქვის დამატებითი ორგანოები და გაჩნდნენ პირველი ამფიბიები.

დევონური პერიოდის ბოლოს, ისევ დაიწყო ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი ამოწყვეტა. მიზეზი უცნობი არის. სავარაუდოდ, ეს პროცესი 7 ეტაპად უნდა განხორციელებულიყო და საბოლოო ჯამში, ბიოსფეროს გენოფონდის 50% განადგურდა.

კარბონული (ქვანახშირის) პერიოდის დასაწყისში, ატმოსფეროში ჯანგბადის რაოდენობა 35%-მდე გაიზარდა (დღეს 20%-ია), ხოლო ჰაერი თბილი და ნოტიო იყო, რამაც ხმელეთზე მცენარეების სწრაფი ზრდა და განვითარება გამოიწვია – გაჩნდნენ შიშველთესლიანი გვიმრები, რომელთა სიმაღლე 30-45 მ. იყო. ამ გიგანტურ მცენარეებს შორის, 70 სმ-ს სიგრძის ნემსიყლაპიები დაფრინავდნენ. გამრავლდნენ სხვა ფეხსახსრიანებიც, რამაც თავის მხრივ, ამფიბიების გამრავლება და ზრდა გამოიწვია. ზოგიერთი ამფიბიის სიგრძე 6 მ-ს აღწევდა. მოგვიანებით კვერცხმა ნაჭუჭი გაიკეთა და პირველი რეპტილიებიც გამოჩნდნენ.

 პალეოზოური ერაკარბონულ პერიოდში, ხმელეთის უდიდესი ნაწილი, მაღალი სინოტივის გამო დაჭაობებული იყო. ამიტომ მცენარეები ბოლომდე არ იხრწნებოდა და დროთა განმავლობაში, მათი ნაშთებიდან ქვანახშირი გაჩნდა. ამავე პერიოდში, ოკიანის სანაპიროებშან, წყლის ბინადრების ნარჩენებით, ნავთობის საბადოებს ეყრებოდა საფუძველი.

პერმულ პერიოდში კლიმატი შედარებით მშრალი და ცივი იყო. ტროპიკული ტყეები მხოლოდ ეკვატორულ ზონაში დარჩა. დანარჩენ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის შიშველთესლიანი მცენარეები გაბატონდნენ. ახალ კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუვნენ ქვეწარმავლები.

პალეოზოური პერიოდის ბოლოს დაიწყო ვულკანიზმის მორიგი პროცესი, რომელიც თითქმის მილიონი წელი გრძელდებოდა და ცოცხალი ორგანიზმების 95% განადგურდა. 30 მილიონი წელი დასჭირდა დედამიწას, რომ ბიოსფერო სრულად აღედგინა.

2
479
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
479
  
2018, 3 მარტი, 2:33
უმაგრესია
2015, 17 ნოემბერი, 17:46
ლალი მართლა მაგარი ხარ ეგრე გააგრძელე
0 1 2