პროფილაქტიკა უშველეთ სახსრების ტკივილს ხალხური მეთოდით 2015, 5 ნოემბერი, 15:02 თითქმის ყველა ადამიანი განიცდის სახსრების ტკივილს ხანდახან, ზოგს კი პრობლემა ყოველდღე აწუხებს. გთავაზობთ უვნებელ ხალხურ რეცეპტს რომელიც ასე თუ ისე შეგიმსუბუქებთ ტკივილებს და შესაძლოა სულაც განიკურნოთ. დამტკიცებულია რომ ჟელატინს გააჩნია შესანიშნავი თვისებები სახსრების ტკივილთან საბრძოლველად. და უპირატესობა კიდევ იმიტომ ენიჭება რომ არ გააჩნია უკუჩვენებები. უვნებელი და საიმედოა ორგანიზმისთვის. 1. ღამე დატოვეთ 1 ჩაის კოვზი ჟელატინი დასალბობათ, ამისათვის დაასხით ნახევარი ჭიქა ცივი წყალი. 2.დილით დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და მდუღარე წყალი 1-1-ზე კარგად აურიეთ. 3. დალიეთ საჭმლის მიღებამდე. 10 დღის განმავლობაში გაიმეორეთ, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და ასე განაგრძეთ 3 თვის განმავლობაში. გისურვებთ ჯანმრთელობას!!! 3793 13-ს მოსწონს
|