x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში.

ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც არისტოტელემ (ძვ. წ. აღრ. 384-322 წწ.) სამყაროს მოწყობის გეოცენტრული სისტემა შექმნა, ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო და რომ ყველა ციური სხეული, მათ შორის მზეც, მის გარშემო ბრუნავდა ანუ თავი სამყაროს ცენტრში ეგონათ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ იმედგაცრუება XV ს-ის შუა პერიოდში განიცადეს, როდესაც პოლონელმა მეცნიერმა, ნ. კოპერნიკმა მსოფლიოს, თავის მიერ შექმნილი, სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემა გააცნო, რომლის მიხედვით, სამყაროს ცენტრში მზე იყო და დედამიწა მის ირგვლივ მოძრაობდა.

ვარსკვლავებზე სერიოზული დაკვირვება და მათი შესწავლა XVII საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მას შემდეგ, რაც გალილეო გალილეიმ ჭოგრიტი ტელესკობად გადააკეთა (1610 წ.).

რძის გზა. პანორამაფოტო “რძის გზა", პანორამა

ყველა ვარსკვლავი, მზის ჩათვლით, მოძრაობს საკუთარი წარმოსახვითი ღერძის და გალაკტიკის ირგვლივ. თავის მხრივ, გალაკტიკაც მოძრაობს თავისი ცენტრის ირგვლივ. მისი მოძრაობის სიჩქარე, გალაქტიკის სხვადასხვა ნაწილებში, განსხვავებულია. გალაქტიკა და ვარსკვლავები საათის ისრის მიმართულებით მოძრაობენ.

მზე, საკუთარი ღერძის გარშემო, შემობრუნებას 30 დღეს ანდომებს, ხოლო გალაქტიკის ირგვლივ - 250 მილიონ წელს. მზე გალაქტიკის ირგვლივ 280 ათას კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობს (შედარებისთვის, დედამიწის სიჩქარე მზის ირგვლივ მოძრაობისას, 180 000 კმ/სთ-ია). თუ 250 მილიონ წელს გალაქტიკურ წლად ჩავთვლით, გამოვა, რომ მზე 18-20 წლის არის. ბოლო დროს, მზე დღევანდელ პოზიციაზე რომ იყო, დედამიწაზე დინიზავრები ბატონობდნენ. მიუხედავად დიდი სიჩქარისა, მობრუნების ასეთი ხანგრძლივი დრო იმით არის გამოწვეული, რომ მზე ელიფსურ ორბიტაზე არ მოძრაობს, როგორც მზის სისტემის პლანეტები. ის ყოველ 33 მლნ. წელში ერთხელ კვეთს გალაქტიკის ეკვატორს, ადის ეკვატორის სიბრტყის ზემოთ 230 სინათლის წელიწადზე და ისევ ეშვება ეკვატორზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მზის სიჩქარე და გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ მოძრაობის სიჩქარე, იმ მონაკვეთშიც რომელშიც მზე იმყოფება, მოცემულ მომენტში, ერთმანეთს ემთხვევა ანუ მზე სიჩქარეს იცვლის. მზე თავისი მოძრაობის დროს, არ გადის გალაქტიკის იმ ნაწილს, სადაც ვარსკვლავების წარმოქმნის აქტიური პროცესები მიმდინარეობს.

მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაშიჩვენს გალაქტიკას, რძის გზას დისკის ფორმა აქვს, ცენტრში შესქელებული ბირთვით. ის ერთმანეთზე კიდეებით დადებულ ორ თეფშს მოგვაგონებს. მისი ასეთი ფორმა იმით არის გამოწვეული, რომ ცენტრალურ ნაწილში უფრო მეტი ვარსკვლავია თავმოყრილი, ვიდრე განაპირა ნაწილებში და შესაბამისად, ცენტრში სიმჭიდროვე უფრო მაღალია. გალაქტიკის მოძრაობის სიჩქარე, საკუთარი ცენტრის ირგვლივ, ცენტრალურ ნაწილში უფრო მაღალია, ვიდრე დისკის ბრტყელ ნაწილში.

მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაშიგალაქტიკის დისკის დიამეტრი 30 000 პარსეკია (ერთი პარსეკი - 3, 2 სინათლის წელიწადია), ანუ 100 000 სინათლის წელიწადი, ხოლო გალაქტიკის სისქე, მის შესქელებულ ნაწილში - 1 000 სინათლის წელიწადია.

ფორმოს მიხედვით, გალაქტიკის რამოდენიმე სახე არსებობს: უფორმო, ელიფსური, სპირალური, სპირალური სამაგრებით, ბრტყელი, სფეროსებური... რძის გზის გალაქტიკა სპირალური გალაქტიკების რიცხვს მიეკუთვნება. მის ცენტრში, ვარსკვლავები ყველაზე მაღალი სიმჭიდროვის სფეროსებურ დასახლებას ქმნიან. გალაქტიკის სპირალებში ე. წ. გალაქტიკის მკლავებში, სიმჭიდროვე შედარებით დაბალია და კიდევ უფრო დაბალია, მკლავებ შორის დასახლებებში.

მზის სისტემა ორ სპირალურ მკლავს შორის მდებარეობს, რომლებიც მზისგან 3000 სინათლის წელიწადით არიან დაშორებულები ანუ მზე თანაბარი მანძილით არის დაშორებული სპირალებიდან. მკლავებს იმ თანავარსკვლავედების სახელები ჰქვიათ, რომლის სიახლოვესაც ისინი მდებარეობენ. ეს თანავარსკვლავედებია: პერსეი და მშვილდოსანი.

მზე გალაქტიკის ცენტრიდან 23-28 ათასი სინათლის წელიწადით არის დაშორებული, ეს, დაახლოებით, 7-9 ათასი პარსეკია. რადგან გალაქტიკის დისკის რადიუსი 15 ათასი პარსეკია, გამოდის, რომ მზე 2/3 რადიუსით არის დაშორებული გალაქტიკის ცენტრიდან. მაგრამ ის არ მდებარეობს გალაქტიკის განაპირა მხარეს, რადგან გალაქტიკის ზომა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე დისკის ზომა.

მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაშიგალაქტიკის სიდიდე ჰალოს ზომით განისაზღვრება. ჰალო გარს აკრავს გალაქტიკის დისკს. ის, მარტოხელა ვარსკვლავებით და ვარსკვლავოვანი ჯგუფებით, ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული არეა. ჰალოში მყოფი ვარსკვლავების ჯგუფში შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის ვარსკვლავი იყოს გაერთიანებული. რამოდენიმე ერთეულით დაწყებული და რამოდენიმე მილიონით დამთავრებული. ვარსკვლავების დიდი დაჯგუფები სფეროსებურ ღრუბლებს ქმნიან.

ჰალოში ძირითადად ხანდაზმული ვარსკვლავები ცხოვრობენ, რომელთა ასაკი 10-12 მილიონი წელია.

ჰალოს რადიუსი გალაქტიკის ცენტრიდან 100 000 სინათლის წელიწადია, ანუ 31 000 პარსეკი. გამოდის რომ მზე, გალაქტიკის ცენტრიდან, არც ისე შორს, მხოლოდ 1/3 რადიუსის დაშორებით მდებარეობს.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გალაქტიკა მოძრაობს საკუთარი ცენტრის გარშემო, მაგრამ ის ამავე დროს, გადაადგილდება კოსმოში, რადგან სამყარო შექმნის დღიდან ფართოვდება. სამყაროს გაფართოების სიჩქარე 73.8 კმ/წმ-ია. გალაქტიკების მოძრაობის სიჩქარე კი განსხვავებულია. მაგ., ანდრომედას გალაქტიკა 120 კმ/წმ. სიჩქარით უახლოვდება რძის გზას (ყველა გალაქტიკა შორდება ჩვენს გალაქტიკას, ის კი რატომღაც უახლოვდება. ანდრომედას გალაქტიკა 2, 5 მლნ. სინათლის წლით არის დაშორებული რძის გზისგან და მომავალში, თუ ეს მდგომარეობა არ შეოცვლება, 3 მილიარდი წლის შემდეგ, გალაქტიკები გაერთიანდებიან).

მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაშიდედამიწა მზის ირგვლივ მოძრაობს, მზე - გალაქტიკაში, გალაქტიკა - მეგაგალაქტიკაში გადაადგილდება. ასე, რომ, დედამიწასთან ერთად, უსაზღრო კოსმოსში ჩვენც მოგზაურობთ და ამას ვერც კი ვამჩნევთ, რადგან პლანეტის ზომასთან შედარებით, ძალიან პატარები ვართ, ხოლო მოძრაობის სიჩქარე, თითქმის, სტაბილურია.

მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაშიდედამიწის სიჩქარე მზის ირგვლივ მოძრაობისას 30 კმ/წმ. არის.

მზის მოძრაობის სიჩქარე გალაქტიკის ირგვლივ - 200-230 კმ/წმ-ია.

გალაქტიკის სიჩქარე ცენტრის ირგვლივ - ცენტრში 0-ის ტოლია, შემდეგ თანდათანობით იზრდება და ცენტრიდან 2 სინათლის წელიწადის დაშორებით - 250 კმ/წმ არის, შემდეგ გარკვეულ მანძილზე ისევ კლებულობს 220—230 კმ/წმ-მდე.

რძის გზის სიჩქარე მეგაგალაქტიკაში - 400 კმ/წმ.

სამყაროს გაფართოების სიჩქარე - 73.8 კმ/წმ.

შენიშვნა: გალაქტიკის მოძრაობისა და სამყაროს გაფართოების სიჩქარის მონაცემები, სხვადასხვა წყაროებში, განსხვავებულია.


მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში

5
787
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
787
  
2018, 17 სექტემბერი, 16:25
წიგნის დაწერას მგონი აქ წერა ჯობია. მეტი შემოსავალიც აქვს და უკეთეს საქმესაც აკეთებ საბოლოოდ ცოდნის გავრცელებისთვის :დ თან სულ ინახება და სულ ხელმისაწვდომია ყველ;ასთვის ;)
2018, 17 სექტემბერი, 15:35
:) არა, წიგნი არ გამომიცია, წერა დავიწყე და 7 თავი დავწერე სრულად (4 აქ გამოვაქვეყნე http://intermedia.ge/სტატია/81079-ზოგადი-გეოგრაფია/2/) მერე თავი დავანებე, დრო აღარ მქონდა.
2018, 17 სექტემბერი, 11:58
ეს წიგნადაც გაქვს გამოცემული ლალი? ბოლო ფოტომ დამაეჭვა მაგაში :)))
2015, 30 ოქტომბერი, 14:48
დიდი მადლობა, შეფასებისთვის.
2015, 30 ოქტომბერი, 14:43
ძალიან საინტერესო და კარგი სტატიაა
0 1 5