x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

ფერის ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

ფერის ლოკალური კორექციის ხელსაწყოების ჯგუფში შედის სამი ხელსაწყო (ნახ. 1):

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

I. Dodge (გამაღიავებელი) – გამოიყენება გამოსახულების ცალკეული ფრაგმენტების გასაღიავებლად.

II. Burn (დამამუქებელი) – გამოიყენება გამოსახულების ცალკეული ფრაგმენტების დასამუქებლად.

III. Sponge (ღრუბელი) – გამოიყენება გამოსახულების ცალკეული ფრაგმენტებზე ფერის გაჯერებულობის დასარეგულირებლად. Dodge და Burn ხელსაწყოები ერთმანეთის საპირისპიროდ მოქმედებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთნაირი პარამეტრების პანელები აქვთ (ნახ. 2).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

პარამეტრების პანელის Brush ველში შესაძლებელია ხელსაწყოს ზომისა და სიმაგრის შერჩევა.

Range (დიაპაზონი) ჩანოსაშლელ მენიუში საჭიროა ხელსაწყოს პიქსელებზე ზემოქმედების რეჟიმის არჩევა:

* Shadows (მუქი ტონები) – ხელსაწყო მხოლოდ მუქი ფერის პიქსელებზე ახდენს ზემოქმედებას. Dodge ხელსაწყოს გამოყენებისას, მუქი პიქსელების გაღიავება ხდება, ხოლო Burn ხელსაწყო უფრო ამუქებს ისედაც მუქ ფერებს.

* Midtones (საშუალო ტონები) – ხელსაწყო მხოლოდ საშუალო ტონის პიქსელებზე მოქმედებს. Dodge ანათებს საშუალო ტონებს, Burn – ამუქებს.

* Highlights (ღია ტონები) – ხელსაწყო მხოლოდ ღია ფერის პიქსელებზე მოქმედებს. Dodge კიდევუფრო აღიავებს ღია ფერის პიქსელებს, Burn – ამუქებს.

მაგ., გავხსნათ პროგრამაში გამოსახულება > მოვახდინოთ ფენის დუბლირება 2-ჯერ > ერთ დუბლირებულ ფენაზე რედაქტირება ჩავატაროთ Dodge ხელსაწყოთი, ხოლო მეორეზე Burn-ით (ორივე შემთხვევაში ავირჩიოთ Midtones რეჟიმი). ერთი ხელსაწყო გააღიავებს გამოსახულების იმ ნაწილს სადაც მას გადავტარებთ, ხოლო მეორე პირიქით დაამუქებს. რაც უფრო მეტჯერ გადავუსვამთ ხელსაწუოს გამოსახულებას, მით უფრო ძლიერი იქნება ეფექტი (ნახ. 3).

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

Exposure (ექსპოზიცია) პარამეტრი, პარამეტრების პანელზე, განსაზღვრავს ხელსაწყოს ინტენსივობას. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო ძლიერია ხელსაწყოს მოქმედების შედეგი.

Protect Tons (ტონების დაცვა) გადამრთველი იცავს გამოსახულების ფერებს ტონის ცვლილებისგან, რის გამოც, გამოსახულების საწყისი ფერები უცვლელი რჩება.

ხელსაწყო Sponge არეგულირებს გაჯერებულობას, გამოსახულების ცალკეულ უბნებზე. ის იმართება პარამეტრების პანელით (ნახ. 4), რომლის Brush ველში შესაძლებელია ხელსაწყოს ზომისა და სიმაგრის არჩევა.

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

ხელსაწყო მუშაობს ორ რეჟიმში. რეჟიმის არჩევა ხდება Mode ჩამოსაშლელ მენიუში:

* Desaturate (გაჯერებულობის დაწევა) – ამცირებს გაჯერებულობას გამოსახულებაზე.

* Saturate (გაჯერებულობის აწევა) – ამაღლებს გაჯერებულობას გამოსახულებაზე.

Flow (დაწოლა) პარამეტრის ბერკეტი გამოიყენება ხელსაწყოს ინტენსივობის დასარეგულირებლად. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო ძლიერია ხელსაწყოს მოქმედების შედეგი.

Vibrance (ვიბრაცია) გადამრთველი ისევე მოქმედებს, როგორც ხელსაწყო Vibrance, გამოსახულების საშუალო ტონებს უცვლელად ტოვებს და გაჯერებულობის გაზრდისას, ძირითადად მოქმედებს დაბალი გაჯერებულობის პიქსელებზე, ხოლო გაჯერებულობის შემცირებისას – მაღალი გაჯერებულობის პიქსელებზე.

მაგ., გავხსნათ გამოსახულება პროგრამაში > მოვახდინოთ გამოსახულების ფენის დუბლირება > დუბლირებული ფენის ერთი ნაწილი დავამუშაოთ Sponge ხელსაწყოთი, Saturate რეჟიმში, ხოლო მეორე ნაწილი იგივე ხელსაწყოთი, Desaturate რეჟიმში (ნახ. 5).

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

**********************************************************************************************************************************


ლოკალური ფოკუსირების ხელსაწყოები

ოკალური ფოკუსირების ხელსაწყოების ჯგუფში შედის სამი ხელსაწყო (ნახ. 1):

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

I. Blur (გადარეცხვა) – გამოიყენება გამოსახულების ცალკეული უბნების გადასარეცხად.

II. Sharpen (სიმკვეთრე) – გამოიყენება გამოსახულების ცალკეულ უბნებზე სიმკვეთრის გასაძლიერებლად.

III. Smudge (თითი) – გამოიყენება პიქსელების ცალკეული ჯგუფების განსაზღვრული მიმართულებით გადასაადგილებლად.

Blur და Sharpen ხელსაწყოები ერთმანეთის საპირისპიროდ მოქმედებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთნაირი პარამეტრების პანელები აქვთ (ნახ. 2).

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

როგორც ზემოთიყო აღნიშნული, Sharpen ხელსაწყო გამოიყენება გამოსახულების ცალკეულ უბნებზე სიმკვეთრის აღსადგენად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაბალი ფოკუსის მქონე, გადარეცხილ გამოსახულებაზე, სიმკვეთრის აღდგენა. აღნიშნული ხელსაწყო გამოიყენება ისედაც მკვეთრი გამოსახულების, ცალკეული ელამენტების რედაქტირებისათვის, ძირითადად მბზინავი და ბრჭყვიალა ელემენტების კიდევ უფრო გასაბრჭყვიალებლად.

პროგრამაში გამოსახულების გახსნისა და ხელსაწყოს არჩევის შემდეგ, უნდა შევარჩიოთ ხელსაწყოს ზომა და სიმაგრე პარამეტრების პანელის Brush ველში და ფუნჯი გადავატაროთ გამოსახულების სარედაქციო უბნებზე:

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

პარამეტრების პანელის Mode ჩამოსაშლელ მენიუში მოთავსებულია ხელსაწყოს გამოსახულებაზე მოქმედების რეჟიმები:

* Normal (ნორმალური) – ნორმალური რეჟიმის პირობებში, ხელსაწყო ყველა პიქსელზე ერთნაირად მოქმედებს.

* Darken (მუქით ჩანაცვლება) – მოქმედებს მხოლოდ მუქი ფერის პიქსელებზე.

* Lighten (ღია ფერით ჩანაცვლება) – მოქმედებს მხოლოდ ღია ფერის პიქსელებზე.

* Hue (ფერის ტონი) – მოქმედებს გამოსახულების ტონზე.

* Saturation (გაჯერებულობა) – მოქმედებს მაღალი გაჯერებულობის პიქსელებზე.

* Color (ფერადოვნება) – მოქმედებს ფერად პიქსელებზე.

* Luminasity (განათებულობა) – მოქმედებს მხოლოდ სიმკვეთრეზე და უცვლელად ტოვებს ფერის დანარჩენ კომპონენტებს (ტონი, გაჯერებულობა). ბრჭყვიალა ელემენტების (ოქრო, ძვირფასი ქვები, მეტალი, ანარეკლი) კიდევ უფრო გასაბრჭყვიალებლად, სწორედ ეს რეჟიმი არის ყველაზე მეტად მისაღები.

ხელსაწყოს მოქმედების ინტენსივობას განსაზღვრავს Strength (ინტენსივობა) პარამეტრი.

Sample All Layers (ნიმუში ყველა ფენიდან) გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება გამოსახულების რედაქტირება ცარიელ ფენაზე და შემდეგ სიმკვეთრის დარეგულირება ფენის გამჭვირვალობის ბერკეტით. ცარიელ ფენაზე გამოსახულების რედაქტირების შემდეგ, თუ გავთიშავთ გამოსახულების ფენის „თვალს“ Layers პალიტრაში, ვნახავთ რედაქტირების შედეგს ცარიელ ფენაზე:

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

Blur ხელსაწყო Sharpen ხელსაწყოს საპირისპიროდ მოქმედებს და გამოსახულების ცალკეული უბნების გადასარეცხად გამოიყენება. ამ ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია გამოსახულების ციფრული დეფექტების დამალვა ან ცალკეული ობიექტების გამოყოფა, სხვა ობიექტების გადარეცხვის ხარჯზე (ძირითადად უკანა ფონის გადარეცხვა ხდება) (ნახ. 5):

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები


ხელსაწყო თითი (Smudge) იძლევა გაუმშრალ საღებავზე თითით ხატვის ეფექტს. ამ ხელსაწყოს ფუნჯის ქვეშ პიქსელები თხევადები ხდებიან და მათი გადატანა ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება. ხელსაწყოს არჩევის შემდეგ, უნდა შევარჩიოთ პიქსელების ჯგუფი გამოსახულებაზე და მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, გადავიტანოთ სასურველი მიმართულებით (ნახ. 6).

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

ხელსაწყოს პარამეტრების პანელი, ზემოთ განხილული ხელსაწყოების პარამეტრების პანელების ანალოგიურია. განსხვავებული მხოლოდ Finger Painting (თითით ხატვა) გადამრთველია (ნახ. 7).

ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები

Finger Painting გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, შესაძლებელია წინა ფონის ფერით ხატვა. ისეთი ეფექტი მიიღება, როგორც ქაღალდზე საღებავით თითით ხატვის დროს.

0
176
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0