x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range). გამოყოფა. (Photoshop CS 4 & 5)

გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range)

გამოყოფის Color Range ხელსაწყო, ისევე როგოტც გამოყოფის Magic Wandხელსაწყო, გამოსახულებაზე ობიექტს ფერის საფუძველზე გამოყოფს, მაგრამ ამ ხელსაწყოსგან განსხვავებით, Color Range -თი მუშაობის დროს, შესაძლებელია გამოყოფის ოლქის წინასწარი დათვალიერება და გამოსაყოფი ფერის დიაპაზონის დარეგულირება.

ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯარა (ნახ.1) Select მენიუს Color Range ბრძანებით გამოდის ეკრანზე.

გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range)

სადიალოგო ფანჯრის ცენტრში მოთავსებულია დათვალიერების ეკრანი, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობს. რეჟიმებს შორის გადართვა შესაძლებელია ეკრანის ქვემოთ მოთავსებული გადამრთველების მეშვეობით:

Image გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, ეკრანზე გამოსახულება აისახება.

Selection გადამრთველის გააქტიურების შემთხვევაში, ეკრანზე აისახება ნიღაბი, რომელზეც თეთრი ფერით ფიქსირდება გამოსახულებაზე გამოყოფილი ოლქები, ხოლო შავი ფერით – გამოსახულების დანარჩენი ნაწილი.

გამოსახულებაზე გამოსაყოფი ფერის არჩევა ხდება, სადიალოგო ფანჯრის მარჯვენა მხარეს მოთავსებული, პიპეტკების მეშვეობით. ავტომატურ რეჟიმში აქტიურია ერთი ფერის გამოყოფის პიპეტკა. რამოდენიმე ფერის ერთდროულად გამოყოფისთვის გამოიყენება „+“-იანი პიპეტკა, ხოლო გამოყოფილი დიაპაზონიდან ფერის გამოსარიცხად – „-“-იანი პიპეტკა. გამოყოფის ოლქზე ფერის დასამატებლად ან გამოსარიცხად, არ არის აუცილებელი სადიალოგო ფამჯარაში პიპეტკებზე დაწკაპუნება. პიპეტკების შეცვლა კლავიატურის ღილაკების გამოყენებითაც შეიძლება: Shift ღილაკზე დაჭერის შეკთხვევაში, აქტიურდება პლიუსიანი პიპეტკა და შესაძლებელია ფერის დამატება გამოყოფილ ოლქზე, ხოლო Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, აქტიური ხდება მინუსიანი პიპეტკა და შესაძლებელია ფერის გამოკლება გამოყოფის ოლქიდან.

გამოსახულებაზე გამოსაყოფი ფერების მონიშვნის პარალელურად, საჭიროა Fuzzinss პარამეტრის დარეგულირება. პარამეტრი ისე უნდა დარეგულირდეს, რომ გამოსაყოფი ობიექტი, ნიღაბზე, სრულიად თეთრი ფერის იყოს (ნახ. 2). პარამეტრის ცვალებადობის დიაპაზონი 0-დან 200-მდეა. რაც უფრო დიდია პარამეტრის მნიშვნელობა, მით მეტი ფერის პიქსელები მოყვება გამოყოფის დიაპაზონში.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range)

შენიშვნა: პიპეტკით ფერის დამატება და გამოკლება, შესაძლებელია როგორც გამოსახულებაზე, ასევე ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯრის დათვალიერების ეკრანზე ანუ ნიღაბზე.

ყველა ფერის გამოყოფისა და Fuzzinss პარამეტრის დარეგულირების შემდეგ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გამოსაყოფი ობიექტის გარდა, ფონის სხვა ელემენტებიც მოყვეს გამოყოფის ოლქში (როგორც მოცემულ მაგალითშო: ყვავილებთან ერთად, ფოთლების ღია ფერის პიქსელებიც გამოიყო). ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად, სადიალოგო ფანჯარაში მოცემულია ფერის ლოკალიზაციის Localized Color Clusters გადამრთველი, რომლის გააქტიურების შემთხვევაში, აქტიურდება დიაპაზონის დასარეგულირებელი Range პარამეტრი (ნახ. 3) და საჭირი ხდება გამოყოფის დიაპაზონის დარეგულირება, როგორც Fuzzinss, ისე Range პარამეტრის მეშვეობით.

გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range)

Localized Color Clusters გადამრთველის ჩართვის შემდეგ, გამოსაყოფი ფერების დიაპაზონის დარეგულირება შედარებით რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ უმჯობესია, გამოსახულებაზე მიითითებული დიაპაზონის ფარგლებში ყველა პიქსელის გამოყოფა (ნახ. 4) და გამოყოფის რომელიმე ხელსაწყოს გამოყენებით (მაგ., Lasso ან Quick Selection), ზედმეტი გამოყოფის ოლქების წაშლა.

გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range)

შენიშვნა: Localized Color Clusters გადამრთველის ჩართვა იმ შემთხვევაში არის რეკომენდირებული, თუ გამოსახულებაზე ერთნაირი ფერის რამოდენიმე ობიექტიდან, ერთი რომელიმე ობიექტის გამოყოფა არის საჭირო.

სადიალოგო ფანჯრის ქვედა ნაწილში მდებარეობს Selection Preview ჩამოსაშლელი მენიუ, რომელშიც მოცემულია გამოყოფის ოლქის დოკუმენტის ფანჯარაში ასახვის ვარიანტები (ნახ. 5):

გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range)

* None (ჩვენების გარეშე) -ამ რეჟიმში დოკუმენტის ფანჯარაში გამოყოფის ოლქი არ აისახება. ის მხოლოდ გახსნილი სადიალოგო ფანჯრის დათვალიერების ეკრანზე ჩანს.

* Grayscale (ნაცრისფერი გრადაცია) – დოკუმენტის ფანჯარაში თეთრი ფერით აისახება გამოყოფის ოლქი, ხოლო შავი ფერით – დანარჩენი გამოსახულება.

* Black Matte (შავი ფონი) – გამოყოფის ოლქი აისახება შავ ფონზე.

* White Matte (თეთრი ფონი) – გამოყოფის ოლქი აისახება თეთრ ფონზე.

* Quick Mask (სწრაფი ნიღაბი) – გამოსახულების ნაწილი იფარება გამჭვირვალე აპკით, ისე როგორც გამოსახულების Quick Mask რეჟიმშიო გადაყვანის დროს.

Select ჩამოსაშლელ მენიუში, Sampled Colors პუნქტის გარდა, რომელიც ფერის ხელით გამოყოფის საშუალებას იძლება, არის ფერის ავტომატურად გამოყოფის პუმქტებიც (ნახ.6): წითელი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი, ღია ფერი, მუქი ფერი, საშუალო ტონები და Out Of Gamut პუნქტი, რომელიც CMYK მოდელის მიღმა დარჩენილ უბნებს გამოყოფს (ოლქი, რომელიც CMYK მოდელში ბეჭვდვის დროს, ფერს შეიცვლის). ფერის ავტომატურად გამოყოფის დროს, ხელმიუწვდომელია Fuzzinss პარამეტრი და ფერის დიაპაზონის დარეგულირება შეუძლებელია.

გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range)

სადიალოგო ფანჯარაში, პიპეტკების ქვემოთ, მოთავსებულია Tnvert გადამრთველი, რომლის ჩართვის შემთხვევაში ხდება გამოყოფის ოლქის ინვერტირება. მაგ., თუ გამოსაყოფი ობიექტი რამოდენიმე ფერისაგან შედგება, ხოლო მისი უკანა ფონი შედარებით ერთფეროვანია, უფრო მოსახერხებელია ფონის გამოყოფა და გამოყოფის ოლქის ინვერტირება.

0
40
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0