ცივი კერძები როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი, რომ გარედან გული იყოს, ხოლო შიგნით ცილა 2015, 5 ოქტომბერი, 21:42 თუ თქვენ ექსპერიმენტები გიყვართ, შეგიძლიათ კვერცხი იაპონელი შეფ-მზარეულის რეცეპტით მოხარშოთ და თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები კააკვირვოთ. გარედან ყვითელი და შიგნიდან თეთრი კვერცხის მოსამზადებლად, თქვენ დაგჭირდებათ: კვერცხი, კაპრონის კოლგოტი, გამჭვირვალე საკანცელარიო სკოჩი, ყინულის კუბიკები და ფანარი.
1. ფანარი მიანათეთ კვერცხს, რომ გაიგოთ მისი ფერი. დაინახავთ, რომ ქვემოდან მინათებული სინათლე, კვერცხს გაანათებს და ის მთვარეს დაემსგავსება. 2. კვერცხს სკოჩი შემოაკარით, ისე რომ ის მთლიანად დაიფაროს > აიღეთ კოლგოტი და შუაში მოათავსეთ კვერცხი > ორივე გვერდიდან კარგად დაამაგრეთ. 3. კოლგოტის ბოლოები გადაგრიხეთ და აქეთ-იქით გაწიეთ. ასე კვერცხის დაბზრიალებას შეძლებთ. 4. კვერცხი დროდადრო ფანრით შეამოწმეთ. როდესაც კვერცხი გამჭვირვალობას დაკარგავს ანუ მეორე მხარეს სინათლე აღარ გამოვა, ის მოსახარშად მზად იქნება. 5. კვერცხი კოლგოტიდან ამოიღეთ, მაგრამ სკოჩი არ მოხსნათ > ჩადეთ მდუღარე წყალში > ხარშეთ რამოდენიმე წუთი. 6. ქვაბიდან ამოღების შემდეგ, კვერცხი მოათავსეთ ყინულიან თასში. 7. მოაცილეთ სკოჩი და ნაჭუჭი. იაპონელი მზარეულის მასტერკლასი 4835 4-ს მოსწონს
|