x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ჩასასხმელი ფენები. ფენები. (Photoshop CS 4 & 5)

ჩასასხმელი ფენების არსი ჩასასხმელი ფენები, ისევე როგორც საკორექციო ფენები, დამხმარე ფენების კატეგორიას განეკუთნება და გამოსახულების კორექციისთვის გამოიყენება. მათი საშუალებით შესაძლებელია ერთფერიანი, გრადიენტული ან დეკორატიულ ელემენტებიანი ფენის შექმნა და რადგან ჩასასხმელ ფენებს თითქმის ისეთივე თვისებები აქვთ, როგორც ჩვეულებრივ ფენებს, მათთვის ფენის დადების რეჟიმების შერჩავით და გამჭვირვალობის დარეგულირებით, შესაძლებელია გამოსახულების კორექცია და სხვადასხვა ეფექტების მიღება.

ჩასასხმელი ფენა არის სამი ტიპის: ფერის (Solid Color), გრადიენტის (Gradient) და დეკორატიული (Pattern).


ჩასასხმელი ფენების შექმნა

ჩასასხმელი ფენის შექმნა ორი გზით არის შესაძლებელი: I. Layers პალიტრაში უნდა დავაჭიროთ, პალიტრის ქვედა ნაწილში მოთავსებულ Create new fill or adjustment layer ღილაკს და გამოსული მენიუდან (ნახ. 1) ავირჩიოთ საჭირო პუნქტი.


გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ჩასასხმელი ფენები

II. გავხსნათ მენიუ Layer > ავირჩიოთ ბრძანება New Fill Layer > გამოსული ქვემენიუდან ავირჩიოთ საჭირო პუნქტი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულების ფენა გამჭვირვალე უბნებს შეიცავს, საჭიროა მაკეტური ჯგუფის შექმნა, ისევე როგორც საკორექციო ფენების შემთხვევაში.

მსგავსი ფონების შექმნა ჩასასხმელი და გრადიენტის ხელსაწყოების გამოყენებითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ჩასასხმელ ფენებს დიდი უპირატოსობა აქვთ უბრალო ფონურ ფენებთან შედარებით:

I. ჩასასხმელი ფენის შექმნისას, ავტომატურად იქმნება ფენის ნიღავი, ფონის შემდგომი რედაქტირებისათვის;

II. ჩასასხმელი ფენის შექმნისას, ხელმისაწვდომი ხდება დამატებითი პარამეტრები, რომლებიც არ გაჩნიათ ზემოთ ხსენებულ ხელსაწყოებს;

III. ჩასასხმელი ფენების პარამეტრების რედაქტირება ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი;

I ფერის ჩასასხნელი ფონის შექმნა

ჩასასხმელი ფენების შექმნის ქვემენიუდან Solid Color ბრძანების არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის Color Picker პალიტრა (ნახ. 2), რომელშიც შესაძლებელია ნებისმიერი ფერის არჩევა ჩასასხმელი ფენისთვის.

ჩასასხმელი ფენები

ფენას შექმნის შემდეგ, შეგვიძლია შევურჩიოთ ფენას დადების რეჟიმი და მოვახდინოთ მისი რედაქტირება, ფენის ნიღბის გამოყენებით (ნახ. 3).

ჩასასხმელი ფენები

II გრადიენტული ჩასასხნელი ფონის შექმნა

ჩასასხმელი ფენების შექმნის ქვემენიუდან Gradient ბრძანების არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოსდის Gradient Fill სადიალოგო ფანჯარა (ნახ. 4).

ჩასასხმელი ფენები

სადიალოგო ფანჯრის თავში მოთავსებულია გრადიენტის ნიმუშის ველი, რომლის მარჯვნივ მოთავსებულ შავ ღილაკზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის გრადიენტების ნაკრების პალიტრა, გარადიეტის ამოსარჩევად, ხოლო გრადიენტის ნიმუშზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის გრადიენტის რედაქტირების სადიალოგო ფანჯარა, პალიტრაში არჩეული გრადიენტის რედაქტირებისათვის ან ახალი გრადიენტის შექმნა.

გრადიენტის ნიმუშის ველის ქვემოთ მოცემულია გრადიენტული ჩასასხმელი ფენის შექმნის სხვა პარამეტრები:

Style ჩამოსაშლელ მენიუში შეგვიძლია ავირჩიოთ გრადიენტის სტილი:

* Linear – ხაზოვანი

* Radial – რადიალური

* Angle – კონუსური

* Reflected – სარკისებური

* Diamond – რომბისებური

Angle პარამეტრის მეშვეობით შესაძლებელია დახრის კუთხის განსაზღვრა Linear, angle და Reflected სტილის გრადიენტებისთვის.

Scale განსაზღვრავს გრადიენტის ფენაზე გავრცელების მასშტაბს.

Reverse გადამრთველი გამოიყენება გრადიენტების ფერების რიგითობის შესაბრუნებლად (პირველი ხდება ბოლო, ბოლი-პირველი).

Dither გადამრთველი იმ ფერების იმიტაციას აკეთებს, რომლებიც შესაძლებელია, ბეჭვდვის დროს, არ მოიპოვებოდეს ფერთა პალიტრაში და უზრუნველყოფს გლუვ გადასვლებს ფერებს შორის.

Align with Layer გადამრთველი ათანაბრებს ჩასასხმელ და გამოსახულებაი ფენებს.

პარამეტრების დარეგულირების შემდეგ, ვიდრე OK ღილაკზე დავაჭერთ, შეგვიძლია მაუსის მაჩვენებელი გამოსახულებაზე გადავიტანოთ (ის მიიღებს გადაადგილების ხელსაწყოს ფორმას) და გრადიენტი გადავიტანოთ ნებისმიერ ადგილზე. შექმნილ გრადიენტულ ფენას შეგვიძლია შევუცვალოთ ფენის დადების რეჟიმი და გამჭვირვალობა (ნახ. 5).

ჩასასხმელი ფენები

III. დეკორატიული ჩასასხნელი ფონის შექმნა

ჩასასხმელი ფენების შექმნის ქვემენიუდან Pattern ბრძანების არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის Pattern Fill სადიალოგო ფანჯარა (ნახ. 6).

ჩასასხმელი ფენები

სადიალოგო ფანჯრის მარცხენა მხარეს მოთავსებულია დეკორატიული უზორის ნიმუშის ველი, რომლის გვერდით მოთავსებულ პატარა თილაკზე დაჭერით, ეკრანზე გამოდის უზორების ნიმუშების პალიტრა, შესაფერისი ნიმუშის ასარჩევად.

Scale პარამეტრი განსაზღვრავს უზორის დეკორატიული ელემენტების ზომას.

Link with Layer გადამრთველის აქტიურობის პირობებში, ხდება ჩასასხმელი ფენის მიბმა გამოსახულების ფენაზე.

Snap to Origin ღილაკი გამოიყენება დეკორატიული ფენის გამოსახულების ფენასთან გასათანაბრებლად. მიბმა ხდება გამოსახულების ზედა მარცხენა კუთხეზე.

დეკორატიულ ჩასასხმელ ფენას შეგვიძლია შევურჩიოთ ფენის დადების რეჟიმი, გამჭვირვალობა და მოვახდინოთ მისი რედაქტირება ფენის ნიღბის გამოყენებით (ნახ. 7).

ჩასასხმელი ფენები

ჩასასხმელი ფენების რედაქტირება

ჩასასხმელი ფენების პარამეტრების რედაქტირება ორი ხერხით არის შესაძლებელი:

I. Layers პალიტრაში, 2-ჯერ უნდა დავაწკაპუნოთ ჩასასხმელი ფენის მინიატურაზე და ეკრანზე გამოვა შესაბამისი ფენის შექმნისა და რედაქტირების სადიალოგო ფანჯარა.

II. Layer მენიუში უნდა ავირჩიოთ Layer Content Options ბრძანება და ეკრანზე გამოვა შესაბამისი ფენის შექმნისა და რედაქტირების სადიალოგო ფანჯარა.

0
48
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0