x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მითები და რეალობა იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის შესახებ. იყო თუ არა ის ტყვეთა ბანაკში . საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XIX

მითები და რეალობა იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის შესახებ

იაკობ ჯუღაშვილის ტყვედ ჩავარდნისა და საკონცენტრაციო ბანაკში მისი სიკვდილის შესახებ, უამრავი ჭორი და ლეგენდა დადიოდა, რომელშიც ტყუილი და მართალი ისე იყო არეული ერთმანეთში, რომ ჭეშმარიტების დადგენა ძალიან რთული იყო.

ამბობდნენ, რომ ბანაკში, იაკობი ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში. მაზე განსაკუთრებით დამთრგუნველად მოქმედებდა ბანაკის რადიოთი, ხშირ-ხშირად, გადმოცემული სტალინის სიტყვები: “ჩვენ არა გვყვავს სამხედრო ტყვეები, გვყვავს მხოლოდ სამშობლოს მოღალატეები", და აი 1943 წლის 23 აპრილს მან უარი განაცხადა ბარაკში შესვლაზე და “მკვდარი ზონისკე" გაიქცა. გუშაგმა გაქცეულ ტყვეს ესროლა. “გაქცევის მცდელობისთვის" მოკლეს - ანგარიში ჩააბარა ზემდგომ ინსტანციებს ბანაკის უფროსმა... იმასაც ამბობდნენ, რომ გაქცევის დრის, ეკლიან მავთულხლართებში გამავალმა დენმა დაარტყაო. იყო სხვა ვერსიებიც, რომ სტალინის შვილი, 1945 წ. გაათავისუფლეს, სხვა 60 000 ტყვესთან ერთად და ის შვეიცარიაში წავიდა ემიგრაციაში. მაგრამ არცერთი მათგანი სიმართლეს არ შეეფერება.

იაკობ ჯუღაშვილი სტალინის შვილი იყო მისი პირველი ქორწინებიდან. დედამისი ეკატერინე სვანიძე, შვილის დაბადებიდან მალევე, ტიფით, გარდაიცვალა და რადგან სტალინი სახლში თითქმის არასოდეს იყო, პატარა იაკობს დეიდა ზრდიდა. როდესაც მას 14 წელი შეუსრულდა, კარგი განათლების მიცემის მიზნით, მამამ მოსკოვში წაიყვანა. იმ დროს, სტალინი ცკ-ს გენერალური მდივანი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. მოსკოვში, მამა-შვილის ურთიერთობა თავიდანვე არ აეწყო. იაკობმა რუსული ცუდად იცოდა, ამის გამო, თითქმის არავის ეკონტაქტებოდა, გულჩათხრობილი ბავშვი იყო და სწავლაზეც გული აიყარა. მისი ასეთი საქციელი, სტალინს ძალიან აღიზიანებდა და გამუდმებით ეჩხუბებოდა.

18 წლის ასაკში იაკობმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. მისი რჩეული, მღვდლის ქალიშვილი ზოია იყო. სტალინი ამის გამო შვილს ეჩხუბა და გამწარებულმა იაკობმა, გულმკერდის არეში, ტყვია დაიხალა. ის სულ რამოდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს. სტალინმა ექიმი გამოიძახა და ყველაფერი გააკეთა შვილის გადასარჩენად. 3 თვის შემდეგ, იაკობი სრულიად გამოჯანმრთელდა.

უკანასკნელად შვილი სტალინმა ომის დაწყების დღეს ნახა, იაკობის ფრონტზე გამგზავრების წინ.

1941 წლის 16 აგვისტოს გაზეთი «კრასნაია ზვეზდა» წერდა: «განსაცვიფრებელი სიმამაცე და ჭეშმარიტი გმირობა გამოიჩინა, ვიტებსკთან ბრძოლის დროს, ბატალიონის მეთაურმა იაკობ ჯუღაშვილმა. ის ბოლო ჭურვამდე, უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ». ეს ინფორმაცია გაზეთის რედაქციამ დასავლეთის ფრონტიდან მიიღო. ხოლო კრემლში 7 აგვისტოს, ჩრდ-დას. ფრონტის პოლიტხელმძღვანელობის საიდუმლო ბარათი მიიღეს, გერმანელების მიერ თვითმფრინავიდან ჩამოყრილი ფურცლებით. რომლებზეც იაკობის სურათები იყო წარწერით «გერმანელი ოფიცერი იაკობ ჯუღაშვილთან საუბრობს». მიღებული ინფორმაციის თანახმად, იაკობ ჯუღაშვილი 16 ივლისს, ვიტებსკთან შეტაკების დროს, ტყვედ ჩავარდა.

მითები და რეალობა იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის შესახებ

თუ როგორ მოხდა იაკობ ჯუღაშვილის ტყვედ აყვანა, არც მის საქმეში №T-167, რომელიც აშშ-ს კონგრესის არქივში ინახება და არც სხვა დოკუმენტში არის დაფიქსირებული. ტყვედ ჩავარდნილი იაკობი თვითონ არ იტყოდა, რომ ის სტალინის შვილი იყო. ხოლო ფრაზა, რომელიც თითქოს სტალინს ეკუთვნის «მე ფელდმარშალებს ჯარისკაცებზე არ ვცვლი» - ფილმის «განთავისუფლება» სცენარისტის მოგონილი იყო. გერმანიას არასოდეს შეუთავაზებია სტალინისთვის, მისი შვილის სამხედრო ტყვეზე გაცვლა. და საერთოდ, სამამულო ომის დროს, ტყვეთა გაცვლის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა.

იაკობ ჯუღაშვილის ბედით ბევრი იყო დაინტერესებული, მსოფლიო ომის პერიოდში და მისი დამთავრების შემდეგაც. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, 1968 წ. «შტერნმა» ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ტყვეთა ბანაკის კომენდანტმა, სტალინის შვილის გარდაცვალების შესახებ, მაშინვე აცნობა საიმპერატორო უშიშროების მთავარ სამმართველოს. ექსპერტიზის ჩასატარებლად ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, კრიმინალური განყოფილების დირექტორი ფრანც შულცი ჩავიდა ორ სასამართლო სამედიცინო ექსპერტთან ერთად. გიმლერისთვის წარსადგენ ანგარიშში, მათ ი. ჯუღაშვილის სიკვდილის კონსტატაცია მოახდინეს, ხოლო გარდაცვალების მიზეზად დენის დარტყმა დაასახელეს ანუ ი. ჯუღაშვილმა თავი მოიკლა. მაგრამ სულ სხვა რამე წერია ექსპერტების მიერ შედგენილ სამედიცინო დასკვნაში. იქ დეტალურად არის აღწერილი გვამი და მასზე არსებული დაზიანებები: «ყვრიმალის არეში, ყურიდან 4 სმ-ში, აღენიშნება ბარდის ხელა ტყვიის შემავალი ხვრელი, დაზიანებულია თავის ქალის ძვლები, ჩაის თეფშის სიდიდის ზომაზე. მიღებული დაზიანების შედეგად, ტყვე მომენტალურად გარდაიცვალა».

«შტერნის» ჟურნალისტმა მაშინვე დააფიქსირა, რომ ექსპერტის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი დენის დარტყმაზე. ამ დასკვნის მიხედვით, ი. ჯუღაშვილი უკნიდან ან გვერდიდან იყო მოკლული პისტოლეტით და არა 60 მეტრის დაშორებით მდგარი გუშაგის მიერ, რომელიც შაშხანით იყო შეიარაღებული (ასეთი მანძილიდან, შაშხანიდან გასროლილი ტყვია, მხოლოდ ყვრილალს არ გაუხვრეტდა), არამედ პისტოლეტით ახლო მანძილიდან. გარდა ამისა, ექსპერტის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი, იმ იარის შესახებ, რომელიც იაკობს თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ დარჩა, გულის არეში. გვამზე ასეთი იარის არსებობის ფაქტი, სს-ის ექსპერტებს არ გამოეპარებოდათ. რაც ეჭვს აჩენს, რომ მოკლული ტყვე მართლაც ჯუღაშვილი იყო. ამას ისიც ემატება, რომ ტყვედ ჩავარდნილი, თუ ჩაბარებული ბელადის შვილი, არ გადაიღეს გერმანული ქრონიკებისთვის. არ გამოიყენეს ის პროპაგანდისთვის. იმის მტკიცებულებად, რომ ტყვედ სტალინის შვილი ჰყავდათ, გერმანელებს მხოლოდ ათიოდე სურათის წარდგენა შეეძლოთ. გასული საუკუნის 40-იან წლებში ფოტოშოპი არ იყო, მაგრამ სურათების დამონტაჟება XX საუკუნეში კი არა, XIX საუკუნეშიც შეეძლოთ. დამონტაჟებისთვის კი მათ საკმარისზე მეტი მასალა ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ ომის დაწყებამდე, დიდი ხნით ადრე, გერმანელიბი უთვალთვალებდნენ და ინფორმაციას აგროვებდნენ სტალინის ოჯახის ყველა წევრზე. მათ იაკობ ჯუღაშვილის უამრავი ფოტოსურათი ჰქონდათ. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც გერმანიიდან წაღებულ არქივს საიდუმლო გრიფი მოეხსნა (1968), სავარაუდოდ, 70-იან წლებში, სურათებს ექსპერტიზა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ისინი მართლაც დამონტაჟებულები იყო და გაირკვა, რომ ტყვეთა ბანაკში, ტყვე სახელად იაკობ ჯუღაშვილი არასოდეს ყოფილა.

ახლა კი იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რა მოხდა:

იაკობ ჯუღაშვილი 1941 წლის 16 ივლისს ბრძოლის ველზე დაიღუპა. ამის შესახებ, მაშინვე გახდა ცნობილი გერმანელების გენშტაბისთვის (ალბათ იმიტომ, რომ მას ომის დროსაც უთვალთვალებდნენ). სტალინის შვილის გარდაცვალების ფაქტი ჰიტლერსაც აცნობეს. სწორედ მისი ბრძანებით შეიქმნა ლეგენდა იაკობის ტყვედ ჩავარდნის შესახებ. ჰიტლერს არ უნდოდა, რომ სტალინს შეეტყო შვილის სიკვდილის შესახებ, რადგან არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა მას. ერთი იყო მოწინააღმდეგესთან ომის წარმოება და სულ სხვა - შვილის სიკვდილით გამწარებული მამის შურისძიება.

ამრიგად, იაკობ ჯუღაშვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე, რისთვისაც 1977 წლის 28 ოქტომბერს, გერმანელ-დამპყრობელების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის და გამოჩენილი თავდადებისთვის, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 35 წლის დაგვიანებით, ის “სამამულო ომის I ხარისხის ორდენით" დააჯილდოვეს.

8
2162
7-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2162
  
2019, 6 იანვარი, 9:35
დიდი მადლობა, შეფასებისთვის
2019, 6 იანვარი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 7 ივნისი, 21:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 5 ოქტომბერი, 16:44
ვერ გავიგე, ამ სტატიაში რა არის სტალინის საწინააღმდეგო? .
ამ სტატიაში ისეთი არაფერი წერია, რომ სტალინი ლაფში ამოისვაროს. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ,,ლაფი " სტალინის შვილისთვის მომეცილებინა.
ამ სტატიას საფუძვლად არა ,, რუსი შოვინისტების მიერ შემოგდებული" სტატია, არამედ გალინა ჯუღაშვილის, იაკობ ჯუღაშვილის შვილის ინტერვიუ უდავს, რომელიც მან გაზეთ «КП» -ს 2006 წელს, სიკვდილამდე 1 წლით ადრე, მისცა.
2015, 5 ოქტომბერი, 15:28
მე ტქვენი საწინააგმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ფაქტი აგვნი
შნე
2015, 5 ოქტომბერი, 15:26
და ტქვენ გჯერატ ქალბატონო დალი რომ, კაცი რომელიც აკონტროლებდა მსოფლიოში საუკეტესო დაზვერვას, საკუტარი შ ვილი ტყვედ იყო ტუ ფრონტზე დაიგუპა ვერ გაიგებდა? ეგ არის რუსი შოვინისტების მიერ შემოგდებული სტატია, რომ ლაფსში ამოსვარონ სტალინი და ზოგადად ქარტველი ერი. ასე რო... )))))))))))))))
2015, 5 ოქტომბერი, 12:01
რა შუაშია სტალინის მეხოტბეობა ან საერთოდ სტალინი. სტატია ეხება ერთ ქართველ კაცს, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო მასზე წლების მანძილზე უსამართლოდ ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ის ტყვედ თავისი ნებით ჩაბარდა. მაინც რა არ მოგეწონათ? ამ სტატიაში არაფერი წერია სტალინზე.
რაც შეეხება ალენ დალესს (1893 — 1969), რატომ გგონიათ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი (1953—1961), ცივი ომის წლებში, სიმართლეს დაწერდა?
და ბოლოს, საბჭოთა კავშირში, სამამულო ომის ორდენებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის აძლევდნენ და მას არ მისცემდნენ ადამიანს, რომელიც ომში თვეზე ნაკლებ ხანს იბრძოდა და 2 წელი ტყვეობაში გაატარა.
2015, 5 ოქტომბერი, 10:20
საინტერსოა საიდან მოგაქვტ ასეტი ინფორმაცია,ქალბატონო ლალი. სტალინის ეხოტბე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ტქვენ არ გაქვტ წაკიტხული ცსს ის დირექტორია ალენ დალესის მემუარები აგნიშნული ფაქტის შესახებ. ამიტომ გირჩევტ წაიკიტხოტ და შემდეგ გამოაქვეყნოტ ასეტი აბსურდული სტატია ააქ.
0 1 8