x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
10 ყველაზე ბინძური პროდუქტი, რომელთაც ყოველდღიურად მივირთმევთ
image


ყველამ ძალიან კარგად იცით თუ რა უდიდეს როლს თამაშობს კვება და ზოგადად სწორი კვება თქვენს ჯანმრთელობაზე. კვება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. კვება იმდენად ინსტიქტური მოქმედებაა, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას რას, როდის და რა რაოდენობით მივირთმევთ. იმასაც ხშირად ამბობენ- "ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ" და თუ დავფიქრდებით ამ ნათქვამზე, აღმოვაჩენთ, რომ ამაზე არასოდეს გვიფიქრია. ძველ ბერძენ ფილოსოფოს სოკრატეს ეს გამონათქვამიც კი მიაწერეს- "უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო", რაც ნამდვილად დასაფიქრებელია.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით - გარემოზე და მხოლოდ 10%-ით ჯანდაცვაზე.


ამრიგად, კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები ოპტიმალური რაოდენობით, საჭირო დროს. სწორი რაციონალური კვება ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური ფუნქციობის საწინდარია. ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია საკვებიდან მოდის.



image


ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს, რომ წვნიანი ვაშლი, ან თუნდაც ახლად მოკრეფილი ნიახური- ეს ჯანსაღი კვებაა, თუმცა გარდა სასარგებლო თვისებებისა, რაც გამომდინარეობს კონკრეტული პროდუქტის ვიტამინებიდან და მინერალებიდან, ადვილი შესაძლებელია დაფარული იყოს პესტიციდებითა და უამრავი ქიმიკატით. ბოლო წლების განმავლობაში კვების ინსპექცია აქტიურადაა ჩართული საკვები პროდუქტების ქიმიური პროცესებისა და კვლევის საკითხებში. სწორედ მათ გვამცნეს პირველი სია, სადაც შესულია 10 ყველაზე ბინძური პროდუქტი, რომელთაც შესაძლოა ყოველ დღე მივირთმევთ.



1. კარტოფილი. ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი ბოსტნეულია თითქმის ყველა ოჯახში, რომელიც როგორც სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით, ასევე არასასურველი ქიმიკატებით. USDA-ს პროგრამის თანახმად კარტოფილი შეიცავს 35-მდე სხვადასხვა პესტიციდებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ელენთაზე. ქიმიკატების შემცველობა კი ძირითადად გამოწვეულია მისი ზრდის პროცესში ფუნგიციდებით განაყოფიერების შედეგად.

image




2. ალუბალი. ბებიის ბაღჩაში ახლად მოკრეფილი ალუბალი ხომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, თუმცა დღეს ფართოა მისი კომერციულობა და ამიტომ ბებიის ბაღჩაში დაკრეფილ ხილთან საერთო აღარაფერი დარჩა, ვინაიდან შეიცავს პესტიციდების, ინსექტიციდების და კანცეროგენების მაღალ დონეს, რომლის გამომწვევი მიზეზი ხილზე დადებული ბუზის კვერცხებია.

image




3. ატამი. 2008 წელს, ა.შ.შ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ატამში 50-ზე მეტი სახის პესტიციდებია, რის გამო უმეტეს ქვეყანაში ამ ხილის იმპორტი შეწყვეტილია. განგაში კი ძირითადად გამოიწვია ამ ხილში აღმოჩენილმა ორმა სახის ქიმიკატმა- fludioxonil-მა და iprodione-მ, რომელთაგან Fludioxonil-ი ანადგურებს თირკმელსა და ღვიძლს, ხოლო iprodione კი უარყოფით გავლენას ახდენს ნერვულ სისიტემაზე.

image




4. ნიახური. ერთ-ერთი პრობლემური ბოსტნეულია, რომელიც ინარჩუნებს მავნებლობას მყიფე, ღეროვანი სტრუქტურის გამო. იმისათვის, რომ მასში არსებული ჭიაყელები და პეპლები მოვსპოთ, საჭიროა სხვადასხვა ინსექტიციდითი სამუშაოები, თუმცა ვერც ეს მეთოდი სახელდება აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

image



5. მოცვი. მრავალი წლის განმავლობაში სათანადო ტესტირება პესტიციდებსა და ქიმიკატებზე მოცვმა ვერ გაიარა, თუმცა მასზე კომერციულმა მოთხოვნების გაზრდამ ეს პრობლემაც გადაჭრა, მოხდა დეტალური შემოწმება და მაშინვე მოიგო ადგილი ყველაზე დაბინძურებული პროდუქტების სიაში. შეიცავს თითქმის ყველა სახის ჭიასა და მატლს, ვინაიდან ვარგისიანობის ვადა აქვს ძალიან მცირე.

image



6. ქათმის ხორცი. დღეს, ქათმის ხორცი ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტია მთელს მსოფლიოში, ვინაიდან ფართოა მეფრინველეობის მრეწველობა. მხოლოდ ა.შ.შ-ში ყოველწლიურად 8 მილიარდზე მეტ ქათამს კლავენ და ამარაგებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებს. ქათმები ფერმებში იზრდებიან შემაძრწუნებელ პირობებში, მათი სწრაფი ზრდისათვის კი იყენებენ სპეციალურ ჰორმონებს, ქიმიკატებსა და ანტიბიოტიკებს, ხოლო იმისათვის, რომ ქათმებში დაძლიონ ვირუსები და ბაქტერიები, გამოიყენებენ ქლორსა და პერაცეტურ მჟავას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფილტვის კიბოს განვითარებასთან. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქათმის ფერმებში მუშები ფილტვიდან სისხლის ამოღებინებით იღუპებიან. ბოლო მონაცემების შედეგად, ქათამი ყველაზე მავნე ხორცია ბაქტერიული თვალსაზრისით, ამიტომ უმჯობესია ოჯახში გაზრდილი ქათამი გამოიყენოთ საკვებად.

image



7. ბულგარული წიწაკა. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია ჩვენს კვებით რაციონში, რომელსაც არა მხოლოდ ადამიანები ვეტანებით, არამედ დიდი სიყვარულით მიირთმევენ სხვადსახვა ქვეწარმავლები თუ ჭიები. მასში აღმოჩენილი ყველაზე საშიში ინსექტიციდი არის იმიდაკლოპრიდი, რომლის 80% დადგინდა კვლევის შედეგად. ბოსტნეულის გამოყენების შემდგომ ეტაპებზე ტესტირება ცხოველებზე ჩაატარეს და დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანება, სისხლის შედედების პრობლემები და გაზრდილი ქოლესტერინის დონე.

image




8. ვაშლი. 2012 წელს ევროპაში აკრძალული იქნა არაორგანული ვაშლის შეტანა ამერიკიდან, ვინაიდან იგი შეიცავდა დიდი დოზით დიფენილამინს და სასარგებლო ხილის ნაცვლად ვხვდებოდით გაუგებარ ნივთიერებას. ფერმერები მასიურად გამოიყენებენ ქიმიკატებს, რათა უფრო დიდი გაიზარდოს ვაშლები და თვეების განმავლობაში შეინარჩუნოს ახლის იერი მაშინ, როცა ორგანული ვაშლი თვეს ვერ გასტანს გაუფუჭებლად. სახიფათო ქიმიკატები დაფიქსირდა ასევე ვაშლის წვენებსა, პიურესა და ბავშვთა კვებაში.

image




9. ისპანახი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად სასარგებლოა რკინის შემცველობის გამო და კვების მაღალი ღირებულებებით ხასიათდება, შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით პესტიციდებს. კერძოდ კი, კანცეროგენული ქიმიკატები იპოვეს ისპანახის ფოთლებში, რომლებიც ხელს უწყობს ძუძუს კიბოს გნვითარებასა და ენდოკრინული პრობლემების სისტემას.

image



10. მარწყვი. ნათელი წითელი ფერის კენკროვანმა- მარწყვმა მიიღო ფართო მოხმარების სახე კომერციული თვალსაზრისით და გაზრდილი პროდუქტიულობის გამო მწარმოებლები იყენებენ ძალიან მავნე ქიმიკატებს. 2013 წლის კვლევის დროს მასში გამოვლინდა 54 სახეობის პესტიციდი, რომელთაგან 9 სახეობა კანცეროგენული, 24 სახეობა ჰორმონების მომშლელი და 11 სახეობა ნეიროტოქსინური მოქმედების აღმოჩნდა. ამიტომ მოგვიწოდებენ მივირთვათ მხოლოდ ტყეში დაკრეფილი ან სახლში მოყვანილი მარწყვი.

image

P.S. მე კი ისღა დამრჩენია, ისევ და ისევ ჯანმრთელობა გისურვოთ.

8
13500
25-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
13500
  
2021, 23 ივნისი, 20:45
მართალი ხარ!
2015, 30 სექტემბერი, 13:25
შტატების კვების ინფექციის კვლევის შედეგად დაწერილი სტატიაა, მე უბრალოდ ვთარგმნე და მემგონი ჩემზეც და შენზეც კი გაცილებით მეტი იციან, დებილი კი ისაა, ვინც არ დაუჯერებს ჩემო კარგო.
2015, 30 სექტემბერი, 10:04
დებილია ამ სტატიის ავტორი რა
2015, 29 სექტემბერი, 11:42
აი შენ :*
2015, 29 სექტემბერი, 11:38
ძალიან საინტერესოა მაკ :*
2015, 28 სექტემბერი, 21:57
ვიქონიოთ საკუთარი ბოსტანი. :((ბ
2015, 28 სექტემბერი, 20:29
აბა რა ვჭამოთ?
0 1 8