კომპიუტერები და პროგრამები სტილები და ეფექტები (ნაწილი I – ფენების შერევა). უკანა ფონის მოცილება, ფენების შერევის ეფექტის გამოყენებით. მონტაჟი. ფენები. (Photoshop CS 4 & 5) 2015, 26 სექტემბერი, 18:08 სტილები და ეფექტები არის ფენის ან ფენაზე განთავსებული ობიექტისათვის დამატებითი ვიზუალური ელემენტების (ჩრდილები, ნათება, მოცულობა, რელიეფურობა და ა.შ.) მინიჭების საშუალება. სტილებსა და ეფექტებს შორის განსხვავება ის არის, რომ ეფექტების მინიჭება ხდება ფოტოშოპის მომხმარებლის მიერ სპეციალური სადიალოგო ფანჯრის პარამეტრების გამოყენებით, ხოლო სტილი წარმოადგენს პროგრამაში ინსტალირებული ეფექტების გამზადებულ ნაკრებს, რომლის გამოყენება ავტომატურ რეჟიმში ხდება ვიზუალური შერჩევის შემდეგ. ფენისათვის სტილის შერჩევა ან ეფექტების მინიჭება ხდება Layer Style სადიალოგო ფანჯარაში, რომელის ეკრანზე გამოტანა ოთხი გზით არის შესაძლებელი: I. Layers პალიტრის ქვედა ნაწილში მოთავსებულ Add a layer style ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოსული მენიუდან რომრლიმე პუნქტის არჩევით (ნახ. 1). II. Layer მენიუს, Layer Style ბრძანების ქვემენიუდან რომელიმე ეფექტის არჩევით. III. Layers პალიტრაში ფენის სტრიქონზე ორჯერ დაწკაპუნებით (კურსორის მაჩვენებელი არ უნდა მოხვდეს ფენის სახელზე). IV. Layers პალიტრის მენიუდან Blending Options პუნქტის არჩევით. Layer Style სადიალოგო ფანჯარა ორად არის გაყოფილი: მარცხენა მხარეს მოთავსებულია ეფექტების მენიუ, ხოლო მარჯვენა მხარეს პარამეტრების პანეელი, რომელიც მენიუში არჩეული ეფექტის შესაბამისად იცვლება. თავის მხრივ, ეფექტების მენიუ სამი განყოფილებისგან შედგება (ნახ. 2):
გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას I. Styles – შესაძლებელია პროგრამაში ინსტალირებული სტილების შერჩევა. II. Blending Options: Default – შესაძლებელია ორი ფენის ერთმანეთთან შერევა (ეფექტი ენიჭება ზედა ფენას). III. ამ განყოფილებაში გაერთიანებულია 10 სხვადასხვა ეფექტი. შენიშვნა: რადგან სტილები ეფექტების ნაკრებს წარმოადგენს, განხილული იქნება ეფექტების გაცნობის შემდეგ ანუ განხილვას მენიუს II განყოფილებიდან დავიწყებთ.
II. ფენების შერევის ეფექტი (Blending Options) ფენების შერევის ეფექტი დაახლოებით ისევე მოქმედებს, როგორც ფენის დადებისრეჟიმები. ეს ეფექტი განსაზღვრავს ორი ფენის პიქსელების ურთიერთდამოკიდებულებას. ეფექტი შეიცავს ფენის დადების რეჟიმებს და სხვა პარამეტრებს, რომლებიც უფრო აფართოვებენ ფენების შერევის ოპერაციის შესაძლებლობებს (ნახ. 3). სადიალოგო ფანჯრის General Blending ველში მოცენულია ფენის დადების ჩამოსაშლელი მენიუ (Blend Mode) და ფენის გამჭვირვალობის დარეგულირების (Opacity) პარამეტრი. Advanced Blending ველში მოცემულია ფენების შერევის დამატებითი მარეგულირებლები: Fill Opacity პარამეტრი განსაზღვრავს პიქსელების ფერის გამჭვირვალობის. Channels პარამეტრის გადამრთველების გამოყენებით შესაძლებელია ფენის არხების ჩართვა-გამორთვა. Knockout პარამეტრით შესაძლებელია აქტიური ფენის ქვემოთ მოთავსებული ფენების გათიშვა და მისი გამოყენებით ხდება იმის დადგენა, თუ რომელი ფენების შერევა უნდა მოხდეს მრავალფენიან გამოსახულებაში (ეს პარამეტრი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ აქტიური ფენის ქვემოთ ერთზე მეტი ფენა არის მოთავსებული). გათიშვის წესებს ადგენს პარამეტრის მარჯვნივ მოთავსებული ჩამოსაშლელი მენიუ: None (არა) – ქვედა ფენა არ ითიშება და აქტიური ფენის შერევა მის ქვემოთ მდებარე ფენასთან ხდება. Shallow (მცირე) – თუ აქტიური ფენა ჯგუფში ან სამაკეტო ჯგუფში არის გაერთიანებული, ითიშება ჯგუფში შემავალი ყველა ფენა ბოლო ფენის გარდა ანუ ერთმანეთს შეერევა აქტიური და ჯგუფის ბოლო ფენის პიქსელები. Deep (ღრმა) – ყველა ფენა ითიშება უკანა ფონის გარდა. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი ან მაკეტური ჯგუფი შექმნილი არ არის, Shallow და Deep პარამეტრები ერთნაირად მოქმედებენ – თიშავენ ყველა ფენას უკანა ფონამდე და შერევა ხდება უკანა ფონის ფენასთან, ხოლო თუ უკანა ფონის ფენა არ არსებობს ან გათიშულია, მაშინ შერევა ხდება გამჭვირვალე პიქსელებთან. Knockout ფუნქციის ეფექტი იმ შემთხვევაში არის შესამჩნევი, თუ Fill Opacity პარამეტრის მაჩვენებელი ნულის ტოლია. Advanced Blending ველში მოცემულია გადამრთველებიანი პარამეტრები, რომლებიც დამატებით არეგულირებენ ფენაზე ეფექტის დამატების მექანიზმებს: * Blend Interior Effects as Group – უზრუნველყოფს ფენის შერევის რეჟიმის გაერთიანებას ფენის ეფექტის რეჟიმებთან. როდესაც გადამრთველი გათიშულია (ავტომატურ რეჟიმში ასეც არის), ეფექტის შექმნის დროს, მხედველობაში არ მიიღება ფენის რეჟიმი. გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ფენების შერევამდე, ჯერ ფენის შერევის რეჟიმის და ეფექტის რეჟიმის შეჯერება ხდება. * Blend Clipped Layers as Group – ადგენს ფენების შერევის წესებს სამაკეტო ჯგუფში. თუ გადამრთველი ჩართულია, ფენების შერევისას გათვალისწინებული იქნება სამაკეტო ჯგუფის საბაზო ფენის შერევის რეჟიმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადამრთველი ჩართული არ არის, მხედველობაში მიიღება აქტიური ფენის შერევის რეჟიმი. * Transparency Shapes Layer – ადგენს საზღვრებს გაუმჭვირვალე და გამჭვირვალე პიქსელებს შორის და უზრუნველყოფს ეფექტის მინიჭებას მხოლოდ ფენაზე მდებარე ობიექტისთვის. გადამრთველის გათიშვის შემთხვევაში, ეფექტი გავრცელდება მთლიანად ფენაზე. * Layer Mask Hides Effects – ადგენს ეფექტების მინიჭების წესებს ნიღბიანი ფენებისთვის. თუ გადამრთველი ჩართულია, ეფექტი აისახება გამოსახულების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ნიღბიდან ჩანს. გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ეფექტი აისახება მთელს ფენაზე. * Vector Mask Hides Effects – ადგენს ეფექტების მინიჭების წესებს ვექტორულ ნიღბიანი ფენებისთვის. თუ გადამრთველი ჩართულია, ეფექტი აისახება ვექტორული ნიღბის ფარგლებში, თუ გამორთულია – მთელს ფენაზე. სადიალოგო ფანჯრის ქვედა ნაწილში მოთავსებულია ორი გრადიენტური ზოლი (ნახ. 4), რომელიც განსაზღვრავს ფენების შერევისას გამოსაყენებელი პიქსელების დიაპაზონებს. ზოლების თავზე მოცემულია ფერის დიაპაზონების რიცხვითი მაჩვენებლები 0- დან 255-მდე, რომლებიც ბერკეტების გადადგილებასთან ერთად იცვლებ. მოცემული ველის Blend If ჩამოსაშლელი მენიუდად შესაძლებელია იმ არხის არჩევა, რომელზეც უნდა განხორციელდეს ზემოქმედება. Gray ვარიანტი ავტომატურ რეჟიმში არის დაყენებული და უზრუნველყოფს გამოსახულების ფერის სრულ დიაპაზონზე მოქმედებას. სხვა ვარიანტები, შესაბამისად, გამოსახულების ფერის მოდელის არხების დიაპაზონებზე მოქმედებენ. მაგ., RGB მოდელის შემთხვევაში Red, Green და Blue არხების დიაპაზონებზე ხდება ზემოქმედება. მოცემული ზოლებიდან, ზედა ზოლის (This Layer) ბერკეტები გამოიყენება სარედაქცია (აქტიური) ფენის ღია და მუქი ფერის პიქსელების დასამალად, ხოლო ქვედა ზოლის (Underlying Layer) ბერკეტები, პასუხს აგებენ აქტიური ფენის ქვემოთ მდებარე ფენის პიქსელების გამოჩენაზე. შავი ფერის ბერკეტის გადაადგილებით ზემოქმედება ხორციელდება მუქი ფერის პიქსელებზე, ხოლო თეთრი ბერკეტის გადაადგილებით – ღია ფერის პიქსელებზე. თითოეული ბერკეტი ორი ნაწილისგან შედგება და ბერკეტის შუაზე გაყობა შესაძლებელია Alt ღილაკზე დაჭერით და ბერკეტის რომელიმე ნაწილის გადაადგილებით. ბერკეტების გაყოფით ფერებს შორის გადასვლის კონტურების შერბილება ხდება და მიღებული შედეგი უფრო ბუნებრივად გამოიყურება. მოცემული პარამეტრის მუშაობის წესი უფრო გასაგები რომ იყოს, განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი: უკანა ფონის მოცილება და მონტაჟი I. გადავაქციოთ უკანა ფონის ფენა სამუშაო ფენად > მოვახდინოთ გამოსახულების დუბლირება და გავთიშოთ დუბლირებული ფენის „თვალი“ (ეს ფენა აუცილებლად დაგვჭირდება მომავალში) > შევურჩიოთ გამოსახულებას ახალი ფონი. II. გამოვიძახოთ Layer Style სადიალოგო ფანჯარა და Blending Options: Default განყოფილებაში, თეთრი ფერის ბერკეტი გადავწიოთ მარცხნივ > ფერებს შორის გადასვლა გლუვი რომ იყოს, გავყოთ ბერკეტო ორ ნაწილად. ბერკეტის გადაადგილების შემდეგ, თეთრი პიქსელები ეკრანიდან გაქრება, მაგრამ Layers პალიტრაში ფენის მინიატურაზე ცვლილება არ აღინიშნება. იმისათვის რომ დამალული პიქსელები ფენიდან საბოლოოდ გაქრეს, უნდა დავამატოთ ახალი ცარიელი ფენა > Layers პალიტრაში, გავააქტიუროთ ეფექტებიანი ფენა და შემდეგ ცარიელი ფენა (ფენების გამოყოფის თანამიმდევრობას მნიშვნელობა აქვს, რადგან მომავალი ფენა, ბოლოს გამოყოფილი ფენის ეფექტს იღებს) > გავაერთიანოთ გამოყოფილი ფენები (Ctrl+E). მიღებულ ფენაზე შესაძლებელია ნებისმიერი სახის კორექციის ჩატარება. მაგ., არასასურველი ფონის წაშლა, იმ შემთხვევაში, თუ ფონის ფერი სადმე არის დარჩენილი და ა. შ. III. ჩავრთათ დუბლირებული ფენის „თვალი“ > დავადოთ ფენას შავი ნიღაბი > თეთრი ფენის საშუალო სირბილის ფუნჯით, აღვადგინოთ ნიღბიან ფენაზე ის ადგილები, საიდანაც ფონი „ანათებს“.
მონტაჟი I. მოვათავსოთ გამოსახულებაზე დასამონტაჟებელი გამოსახულება და განვსაზღვროთ მისი ადგილი. II. მოვახდინოთ უკანა ფონის დუბლირება და გადავიტანოთ ზემოთ > გამოვიძახოთ Layer Style სადიალოგო ფანჯარის Blending Options: Default განყოფილება > ფერის დიაპაზონების ქვედა ზოლზე გადავწიოთ თეთრი ფერის ბერკეტი სასურველ დონემდე და დავაჭიროთ OK ღილაკს. III. თუ მიღებული გამოსახულების რედაქტირება არის საჭირო, უნდა დავადოთ სხვა დოკუმენტიდან დუბლირებულ გამოსახულებას თეთრი ფერის ნიღაბი და შავი ფერის ფუნჯით წავშალოთ ზედმეტი პიქსელები.
ფონის მოცილება არხის დიაპაზონის გამოყენებით დიაპაზონის ზოლების გამოყენებით, უკანა ფონის მოცილება განსაკუთრებით ეფექტუტია, როდესაც მოსაცილებელი ფონის ფერი გამოსახულების მოდელის რომელიმე არხის ფერს ემთხვევა. I. უნდა გადავაქციოთ უკანა ფონის ფენა სამუშაო ფენად. II. გამოვიძახოთ Layer Style სადიალოგო ფანჯარის და Blending Options: Default განყოფილების Blend If ჩამოსაშლელი მენიუდან ავირჩიოთ უკანა ფონის ფერის არხი და თეთრი ბერკეტი გადავწიოთ მარცხნივ. მოსაცილებელი ფონის პიქსელები დაიმალება. მათი საბოლოოდ გაქრობისათვის, იგივე მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რაც ზემოთ განხილულ მაგალითში. 84 3-ს მოსწონს
|