x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ქალები, კაცები, საყვარლები და ჩაი

ქალები,  კაცები,  საყვარლები და ჩაიდანი

ერთხელ, დიდ ჩინელ ფილოსოფოს კონფუცის (ძვ. წ. აღრ. 551 - 479), სტუმრად, იმ დროისთვის, ძალიან განათლებული ქალბატონი ეწვია და ერთი საკითხის გარკვევაში, დახმარება სთხოვა:

— მითხარით, რატომ არის, რომ როდესაც ქალს ბევრი საყვარელი ჰყავს, მას ყველა კიცხავ და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს, ხოლო როდესაც კაცს ჰყავს ბევრი პარტნიორი ქალი, საზოგადოებაში მისი სტატუსი და ავტორიტეტი იზრდება.

ვიდრე უპასუხებდა, კონფუციმ ჩაი მოადუღა და 6 ფინჯანში დაასხა.

— მითხარი, — ჰკითხა მან ქალს, ამის შემდეგ — როდესაც ერთი ჩაიდნიდან 6 ფინჯანში ასხამენ, ეს ნორმალურია?

— დიახ. — უპასუხა ქალმა.

— აი, ხედავ! — ღიმილით უპასუხა ფილოსოფოსმა — ხოლო როდესაც ერთ ფინჯანში 6 ჩაიდნიდან ასხამენ, ეს არა მხოლოდ არანორმალურია, არამედ არაბუნებრივიც არის...


1
465
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
465
  
0 1 1