x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
12 მიზეზი იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ

12 მიზეზი იმისა,  რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ
არ დანებება – ეს არის ერთადერთი ხერხი წარმატების მისაღწევად. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ცოდნა ცხოვრებაში, ვიდრე ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა დადგე ისევ ფეხზე, წარუმატებლობის შემთხვევაში. იმისათვის რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოთ და დეპრესიაში არ ჩავარდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ:

1. სანამ ცოცხალი ხართ, ყველაფერი შესაძლებელია. სიკვდილი – დანებების ერთადერთი საპატიო მიზეზია. ხოლო, სანამ ცოცხალი ხართ, თქვენ შეუზღუდავი რაოდენობის ცდის შესაძლებლობა გაქვთ, რომ მიზანს მიაღწიოთ.
2. იყავით რეალისტები. პირველსავე ცდაზე რაღაცის კარგად გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ყველაფრის მიტოვების მიზეზი. იქნება გადაცდენები, იქნება შეცდომები, მაგრამ გამოცდილებაც და საკუთარი გზაც იქნება.
3. თქვენ უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ. ერთ პატარა პრობლემას არა აქვს თქვენი შეჩერების შანსი. ისევე, როგორც არა აქვს თქვენი შეჩერების შანსი ათ, ას ან ათას, მის მსგავს, პატარა პრობლემას.
4. წარმოაჩინეთ საკუთარი თავი. აიღეთ პასუხისმგებლობა, განაცხადეთ საკუთარი თავის შესახებ, მიაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გინდათ. მოკრძალებულობა მხოლოდ ხანდახან არის სასარგებლო და ისიც, ზომიერების ფარგლებში.
5. გაუკეთებია ეს ვინმეს ადრე? თუ გაუკეთებია, ძალიან კარგი. ე. ი. თქვენც გამოგივათ.
6. გჯეროდეთ საკუთარი ოცნების, მაშინაც კი, თუ ამბობენ, რომ ის აუხდენელია. ნუთუ გგონიათ, ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც დედამიწაზე არსებობს, ირგვლივ მყოფების მხარდაჭერით და თანხმობით არის შექმნილი?
7. თქვენი ახლობლები, ისე როგორც არავინ, დაგეხმარებიან, რომ არ დანებდეთ და საკუთარი გზა გააგრძელოთ. გაუზიარეთ მათ საკუთარი განცდები, ნუ იქნებით გულჩათხრობილი.
8. არიან ადამიანები, რომლებიც უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე თქვენ. ყოველთვის. მილიონობით ადამიანს უფრო უჭირს, მაგრამ ისინი აგრძელებენ ბრძოლას არსებობისთვის.
9. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას, ისევე როგორც ყველა ადამიანი ამ პლანეტაზე.
10. თუ სხვებს გაამხნევებთ, ამით საკუთარ თავს დაეხმარებით, რომ არ დანებდეთ. არ არსებობს ქვეყანაზე უფრო დიდი მოტივაცია, ვიდრე ახლობლის დახმარება.
11. თქვენ უკვე ისე ახლოს ხართ. ჩინური სიბრძნის თანახმად: დანებების ცდუნება ყველაზე ძლიერი გამარჯვების წინ არის. ასე, რომ, თუ დანებების გრძნობა ძალიან ძლიერი გახდა, ე. ი. გამარჯვება შორს არ არის. გამაგრდით.
12. ყველაფერს თავისი დრო აქვს. უოლტ დისნეი გაზეთიდან გააგდეს არასაკმარისი იდეების არსებობის გამო, მენდელეევს 3 ჰყავდა ქიმიაში, ეინშტეინი 4 წლამდე ვერ ლაპარაკობდა და მასწავლებელმა ის გონებაჩამორჩენილად გამოაცხადა. გაიხსენეთ ეს მაშინ, როდესაც იფიქრებთ, რომ არაფერი გამოგდით. თქვენი დროც მოვა, აუცილებლად.

0
295
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0