x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ფერის კორექციის მარტივი ხელსაწყოები: Color Balance, Vibrance და Threshold. მარტივი კორექციები (Photoshop CS 4 & 5)

ხელსაწყო Color Balance (ფერის ბალანსი), მენიუდან Image/Adjustments, გამოსახულების ფერის დასაბალანსებლად გამოიყენება. მას საფუძვლად უდევს ფერთა წრე და ურთიერთდაპირისპირებული ფერების თეორია.
ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯარაში ორად გაყოფილი სამი ბერკეტიანი ზოლია (ნახ. გამოსახულების კორექცია Color Balance ხელსაწყოს გამოყენებით). თითოეულ მათგანზე ორი დაპირისპირებული ფერი არის განლაგებული. რომელიმეს გაზრდა (ფერის სიმკვეთრე იზრდება ბერკეტის ფერის სახელისკე გადაწევის შემთხვევაში და კლებულობს როდესაც ბერკეტი, ცენტრიდან მოშორებით, დაპირისპირებული ფერის სახელთან ახლოს დგას), ავტომატურად იწვევს დაპირისპირებული ფერის სიმკვეთრის შემცირებას, ხოლო ამ ცვლილების ციფრული მონაცემები აისახება, ზოლების თავზე მდებარე, Color Levels ველებში. ბერკეტების გადაადგილების დიაპაზონები -100 დან +100-მდეა.
კორექცია ტარდება ღია (Highlights), მუქ (Shadows) და საშუალო ტონებზე (Midtones) თანმიმდევრობით Tone Balance ველის შესაბამისი გადამრთველის გააქტიურების შემდეგ (კორექცია ტარდება ჯერ საშუალო ტონებზე და შემდეგ სხვა დიაპაზონებზე).
ტონის სიმკვეთრის შენახვის Preserve Luminosity გადამრთველი ყოველთვის ჩართული უნდა იყოს, რადგან ის უზრუნველყოფს გამოსახულების საწყისი ტონური დიაპაზონის შენახვას.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

 Color Balance

**********************************************************************************************************************************

ხელსაწყო Vibrance (ვიბრაცია), მენიუდან Image/Adjustments, გამოიყენება გამოსახულების ფერის გაჯერებულობის დასარეგულირებლად. მის სადიალოგო ფანჯარაში ორი ბერკეტიანი ველია (ნახ. გამოსახულების კორექცია Vibrance ხელსაწყოს გამოყენებით): Vibrance და Saturation. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ Saturation პარამეტრი სწორხაზოვნად მოქმედებს და ყველა პიქსელის გაჯერებულობას ერთნაირად ამაღლებს (1) ან ამცირებს. მისგან განსხვავებით, Vibrance პარამეტრი გამოსახულებას საკორექციო დონეებად ყოფს: ნეიტრალური ტონები (თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ბეჟი და შავი) უცვლელი რჩება, ნაკლებად განიცდის კორექციას მაღალი გაჯერებულობის ფერები და უფრო ძლიერია ზემოქმედების შედეგი დაბალი გაჯერებულობის ფერებზე (2). ამრიგად, ეს პარამეტრი იცავს გამოსახულებას ზედმეტი გაჯერებულობისა და ფერის ტონალობის დაკარგვისაგან. გარდა ამისა, მასში გათვალისწინებულია კანის ფერის დაცვის მექანიზმი, რაც ადამიანის კანს, კორექციის დროს, იცავს ზედმეტი გაჯერებულობისგან.

ბერკეტების გადაადგილების დიაპაზონები -100-დან + 100-მდეა.
Saturation ველის ბერკეტის უკიდურეს მარცხენა კიდეში გადაწევის შემთხვევაში, გამოსახულება ფერებს კარგავს და შავ-თეთრი ხდება. Vibrance ველის ბერკეტი იგივე პოზიციაში, გამოსახულების ფერებს ახუნებს.

Vibrance

**********************************************************************************************************************************

ხელსაწყო Threshold (ზღურბლი), რომლის სადიალოგო ფანჯარა ეკრანზე გამოდის ბრძანებით: მენიუ Image > Adjustments > Threshold (გამოსახულება >კორექცია > ზღურბლი), გამოსახულებას წარმოადგენს ორი ფერის გრადაციაში: ყველა პიქსელი ან თეთრია ან შავი. სადიალოგო ფანჯარაში მხოლოდ ერთი ბერკეტიანი ველია ჰისტოგრამით:

Thresholdავტომატურ რეჯიმში, ბერკეტი ველის ცენტრში დგას და ფერის სპექტრალურ დიაპაზონში მისი მნიშვნელობა 128 – ს ტოლია. ეს არის ზღვრული მნიშვნელობა თეთრსა და შავ პოქსელებს შორის. ამ მაჩვენებელზე დაბალი სიმკვეთრის პიქსელები იღებს შავ ფერს, ხოლო მაღალი სიმკვეთრის პიქსელები – თეთრს. ბერკეტის მარჯვნივ ან მარცხნივ გადაწევის შემთხვევაში, იცვლება შავი და თეთრი პიქსელების ბალანსი გამოსახულებაზე. ამ მეთოდით მიღებული გამოსახულების ტონირების შემდეგ (იხ. Hue/Saturation), მიიღება ე. წ. „პოპ არტ“ ეფექტი.

Thresholdორფეროვანი გამოსახულების გარდა, აღნიშნული ხელსაწყოს გამოყენებით, შესაძლებელია სილუეტების გაკეთება.
სილუეტების დამზადების ხელოვნება დასაბამს ძველი ჩინეთიდან იღებს. ჩინელები ქაღალდისგან სხვადასხვა ფორმის ფიგურებს ჭრიდნენ და ფანჯრებზე აკრავდნენ, მაგრამ სახელი „სილუეტი“ უფრო გვიან, XVIII საუკუნეში გაჩნდა და უკავშირდება ფრანგი გრაფის, ეტენ დე სილუეტის სახელს. გრაფმა სახელი იმით გაითქვა, რომ მასთან სტუმრად მისული ადამიანების ჩრდილების კონტურებს ხატავდა კედლებზე და სილუეტების საკუთარი მუზეუმიც კი შექმნა.
დღეს სილუეტები ფართოდ გამოიყენება რეკლამებში და სხვადასხვა სახის ემბლემებზე.
მხატვარ-სილუეტისტები შავი ქაღალდიდან ჭრიან სილუეტებს და თეთრზე აკრავენ,

Threshold

ხოლო ფოტოშოპში სილუეტის მისაღებად, Threshold ხელსაწყოს ბერკეტი უნდა გადავწიოთ უკიდურეს მარჯვენა კიდეში.

Threshold

0
68
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0