x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თავისუფლების ქანდაკება სინამდვილეში ჯოჯოხეთის ქალღმერთია
ქანდაკება, სკულპტურა (ლათ. sculptura, sculpo — გამოჭრა, ვთლი) — სახვითი ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულებაა, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან. სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სიმბოლური, ალეგორიული გამოსახულება, ცხოველების გამოსახულება. ქანდაკების სამხატვრო გამოხატულებაა მოცულობითი ფორმის შექმნა, პლასტიკური მოდელირება (გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა.


განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურასა (სტატუა, ჯგუფები, სტატუეტი, ბიუსტი, შეიძლება შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან) და რელიეფურს (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე). მონუმენტური ქანდაკება, ძეგლები, მონუმენტები ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან. ქანდაკების შემადგენლობა შეიძლება იყოს ლითონი, ქვა, თიხა, ხე, გიფსი და სხვა. მისი დამუშავების მეთოდებია გამოქანდაკება, გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრა, გამოთლა და სხვა.


ეს ზოგადი წარმოდგენა რომ იქონიოთ კონკრეტულად თუ რას ასახავს და რა შემადგენლობისაა ქანდაკება, სტატია კი ძალზედ გამაოგნებელი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან ბევრი მკითხველისთვის, ვინაიდან აქამდე წარმოდგენილი უწყინარი და ლამაზი "თავისუფლების ქანდაკება", რომელიც ძირითადი სიმბოლოა ა.შ.შ-სი, სინამდვილეში ბოროტ წარმომავლობას ატარებს.


image




ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სიმბოლო "თავისუფლების ქანდაკება" სხვა არავინაა, თუ არა ჰეკატას ღვთაებრივი ქანდაკება, რომელიც შექმნა ფრანგმა მასონმა. თუ დავფიქრდებით და გავიხსენებთ დოლარზე გამოსახულ ყოვლისმჭვრეტელ თვალს, პირამიდებს, სამთავრობო შენობებს და სხვათას, ავღნიშნავთ, რომ მასონობის გავლენა არსებითად იგრძნობა ა.შ.შ-ს ჩამოყალიბებაში, თუმცა ერთი შეხედვით ამ უწყინარ ქანდაკებას არაფერი აკავშირებს მასონურ წარმომავლობასთან და ამ ყოველივეს ვიკიპედიაში მოპოვებული ცნობებიც დაამტკიცებს, რომ "თავისუფლების ქანდაკებად" წოდებული სკულპტურა (სრულად კი Liberty Enlightening the World), საფრანგეთმა უსაჩუქრა ამერიკას- ამერიკის რევოლუციის 100 წლისთავზე.


imageimage

ქანდაკების ავტორი Frederic Auguste Bartholdi-ა. იგი ფრანგი მოქანდაკეა, თუმცა სანამ მოქანდაკე გახდებოდა ძალიან ბევრს მოგზაურობდა ეგვიპტის გარშემო. ასევე მონაწილეობა მიიღო და მუშაობდა ადიუტანტად (ძველი სამხედრო- ობერ-ოფიცრის წოდება, მთავარსარდალთან ან ამა თუ იმ სამხედრო ნაწილის შტაბში ასრულებდა სამსახურეობრივ დავალებებს, ან საშტაბო სამუშაოს) გარიბალდთან ფრანკო-პრუსიის ომში. ქანდაკების შექმნის დრო კი Bartholdi-ს მასონურ ლოჟაში (ბუნაგში) გაწევრიანების დროს ემთხვევა- 1875 წელს, თუმცა ძეგლი 11 წლის შემდეგ დამონტაჟდა და გაიხსნა ნიუ-იორკში (ა.შ.შ-ში).

imageimageimage


ქანდაკების საყრდენი კონსტრუქცია დაპროექტებულია Alexander Gustave Eiffel-ის მიერ, რომელიც ცნობილი იყო თაღლითობით და პანამის არხის მშენებლობის დროს სოლიდური თანხის მითვისებით, თუმცა ცნობილი ძირითადად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აღმართული კოშკის შემდეგ გახდა. Eiffel-ი ასევე მასონთა ლოჟის (ბუნაგის) წარმომადგენელი იყო და თაღლითობებსა და დიდძალი თანხის მითვისების გამო კანონს მხოლოდ იმიტომ უსხლტოდა, რომ მასონთა ერთ-ერთი ძმა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იყო დანიშნული, რაც ნიშნავდა რომ მასონები კანონზე ძლიერები იყვნენ.


image




რაც შეეხება ქანდაკებას, მის აღწერაში ნათქვამია, რომ "თავისუფლების ქალღმერთს" მარჯვენა ხელში ჩირაღდანი უჭირავს, ხოლო მარცხენაში ფილაქნები. ფილაქნებზე წარწერაა: "JULY IV MDCCLXXVI", რაც აშშ-ში დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღზე მიანიშნებს. გარდა ამისა, "ქალღმერთს" თავზე ახურავს შვიდსხივიანი გვირგვინი, რომელიც წარმოადგენს შვიდი ზღვისა და შვიდი კონტინენტის სიმბოლოს. თვით ქანდაკებაში გვირგვინამდე 356 საფეხურია. 195 საფეხურია პიედესტალის მწვერვალამდე. გვირგვინში განთავსებულია 25 ფანჯარა, რომლებიც მიწის ძვირფასი ქვებისა და ზეციური სხივების სიმბოლოა და ანათებენ მსოფლიოს. კომპოზიციის სრული სიმაღლეა - 93 მეტრი, რომელშიც შედის საფუძველიც და პიედესტალიც, ხოლო თვით ქანდაკების სიმაღლე - 46 მეტრია.

image


ზოგიერთი თვლის, რომ რადგან ქანდაკება თავისუფლების ქალღმერთს გამოსახავს, ეს უნდა იყოს - ლიბერა, რომელიც ძველრომაულ მითოლოგიასა და რელიგიაში ნაყოფიერების ქალღმერთს წარმოადგენდა. მას ხშირად აიგივებდნენ პროზერპინასთან ან არიადნესთან, რომელიც იყო დიონისეს მეუღლე. დიონისე კი ძველეგვიპტური ღმერთის- ოზირისის გვიანდელი ინტერპრეტაციაა, რის გამოც მრავალი ავტორი ლიბერაში ოზირისის ქვრივს და ჰორუსის დედას ხედავს. აზრიან მკითხველს კი უმალ გაუჩნდება კითხვა თუ რატომ უპყრია ხელთ თავისუფლების ქალღმერთს ჩირაღდანი? გაკაშკაშებულ გარემოში რა საჭიროა ჩირაღდანი, თანაც ხსენებული ქალღმერთები გამოსახებოდნენ სულ სხვაგვარად.

image


ქალღმერთი ჰეკატე სწორედ რომ სიბნელის, ჯოჯოხეთის ქალღმერთია, რომელსაც ჩირაღდანი წყვდიადის გასანათებლად უნდა, მისი ეკლიანი გვირგვინი კი მიუთითებს გველის თმებზე, როგორც მედუზას ჰქონდა, ჯოჯოხეთის მბრძანებელი ქალღმერთი ხომ სწორედ ასე, ჩირაღდნით ხელში თავზე სხივებით გამოისახებოდა. ამიტომ ადვილი შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ქალღმერთი გამოძერწა მასონმა სკულპტორმა Frederic Auguste Bartholdi-მ. სხვათა შორის, საფრანგეთისა და ინგლისის ტრადიციულმა მეტოქეობამ დაღი დაასვა ქანდაკების შექმნის ისტორიას. საფრანგეთი მხარს უჭერდა ამერიკელი მასონების ძალისხმევას გათავისუფლებულიყვნენ ბრიტანეთის იმპერიისგან, რომელთანაც იმ დროს კონფლიქტში იმყოფებოდა, ვერსალი კი ოცნებობდა ლონდონს უარი ეთქვა თავის საზღვაო პრეტენზიებზე. იქნებ სწორედ ამ ზღვისა და კონტინენტის ძირში შეგნებულად დადგეს სიმბოლურად ამ ქალღმერთის ქანდაკება?!


აი ასეთია აშშ-ს უმთავრესი სიმბოლოს "თავისუფლების ქანდაკების" მოკლე ისტორია, რომელსაც საკმაოდ ბოროტი წარმომავლობა გააჩნია.


image


8
3340
17-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3340
  
2017, 1 ივნისი, 13:34
და ჩემს სტატიაში რა იყო გაუგებარი? დარწმუნებული ვარ არც წაგიკითხავთ.
2017, 1 ივნისი, 12:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
2017, 1 ივნისი, 12:41
რატომ გგონიათ, რომ ყოველთვის უნდა დაუჯეროთ ვიკიპედიას?
2017, 1 ივნისი, 8:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 9 მარტი, 5:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 2 სექტემბერი, 12:29
ჰოო, ალბათ ინ. მე კი ამ სტატიიდან გავიგე მისი წარმომავლობის შესახებ.
2015, 2 სექტემბერი, 10:30
საინტერესო მოსაზრებაა ნამდვილად.შეშაძლოა ძირეული იდეა მართლაც ასე იყო მაგრამ ამჟამად ასე მგონი არავინ უყურებს მას,ყველასთვის ამერიკასთან თავისუფლებსთან ნიუ-იორკთანა ასოცირდება
2015, 29 აგვისტო, 22:48
საინტერესოა
0 1 8