x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138433
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
როგორ მოვამზადოთ ცუკატები - შეინახეთ ხილი ზამთრისთვის!

image
ცუკატები, ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ "მშრალი მურაბა", დღეს ყველგან გვხვდება გაყიდვაში. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ნამდვილი დაშაქრული ხილის მაგვირად ხელში გვრჩება გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტი, რომელსაც ხილის არც არომატი აქვს, არც გემო და, მით უმეტეს, არც სასარგებლო თვისებები.

არადა ამ, ბევრისთვის საყვარელი ნუგბარის დამზადება სახლის პირობებშიც ადვილად შეიძლება. გთავაზობთ რამდენიმე ზოგად წესს, რომლის მიხედვით შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ ცუკატები სასურველი ხილისგან.
image


1. ცუკატების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი, ციტრუსი, კენკრა. აკეთებან ასევე სტაფილოსა და გოგრის ცუკატებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხილი იყოს ოდნავ მაგარი, ანუ არა ძალიან მწიფე.

2. ვადუღებთ სიროფს წყლისა და შაქრისგან. მისი კონცენტრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ხილს ვიყენებთ: ტკბილი ხილისთვის აკეთებენ 65%-იან სიროფს (1 ლ. წყალზე 650 გ. შაქარი), შედარებით მჟავეს კი 70%-იანი სჭირდება.

3. სიროფში აწყობენ წინასწარ გარეცხილ, საჭიროების შემთხვევაში დაჭრილ ხილს და ხარშავენ 3-დან 8 წუთამდე. ამას იმეორებენ რამდენჯერმე. ხარშვის ხანგრძლივობა და რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისგან ვაეთებთ ცუკატებს: მაგალითად, ქლიავს სჭირდება 5 წუთით ხარშვა, რასაც 3-ჯერ ვიმეორებთ; კომშისთვის საჭიროა 8 წუთიანი 4-8 მოხარშვა; კენკროვანებს უფრო ცოტა ხანი, დაახლოებით 2-3 წუთით 3-ჯერ მოხარშვა სჭირდებათ. ხარშვებს შორის, ანუ ნაყოფის სიროფში ყოფნის დრო 6-8 საათი უნდა იყოს. ხარშვას ვასრულებთ მაშინ, როცა ნაყოფი გამჭრვალე ფერს იღებს, მაგრამ არამც და არამც არ უნდა დაიწყოს ჩაშლა.

4. მოხარშვის შემდეგ, ცხელ ცუკატებს დებენ ცხაურაზე და 2 საათის მანძილზე აყოვნებენ, რათა სითხე დაიწუროს. ამის შემდეგ ნაყოფს გაშლიან სწორ ზედაპირზე და აშრობენ მზეზე ან ღუმელში, პერგამენტის ქაღალდზე დადებულს, არაუმეტეს 40 გრადუსზე, ოდნავ შეღებული კარით.
imageimage










5. გამშრალ ცუკატებს ყრიან ჯამში, აყრიან შაქარს (200 გ. შაქარი 1 კგ. ნაყოფზე) და დიდხანს ძლიერად ანჯღრევენ, სანამ შაქარი კარგად არ გაუჯდება.

შემდეგ აწყობენ ცხაურაზე, რათა ზედმეტი შაქარი მოცილდეს და ცოტა ხნით ისევ აშრობენ ჰაერზე.
imageimage









მზა ცუკატებს ათავსებენ მინის ქილებში და მჭიდროდ აფარებენ პერგამენტის ქაღალდს ან ტენგაუმტარ თავსახურს. ინახავენ ბნელ, მშრალ და გრილ ადგილას.

image

2
12111
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
12111
  
2015, 29 აგვისტო, 1:46
ისევ ჯობია ვიყიდო:)
2015, 27 აგვისტო, 16:01
როგორ მიყვარს ^–^
0 1 2