x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ფოტოშოპის ხელსაწყოები (Photoshop CS 4 & 5)

ფოტოშოპი, ძირითადად, რასტრულ გრაფიკაში გამოიყენება და ამიტომ ხელსაწყოებს ისეთივე სახელები აქვს, როგორც მხატვრის ინვენტარს. აქ არის: ფუნჯები, ფანქარი, საშლელები, საღებავები, პალიტრები, ხოლო პროგრამაში გახსნილი დოკუმენტი არის ტილო.
ხელსაწყოების პანელი, რომელზეც წარმოდგენილია ფოტოშოპის ყველა ხელსაწყო, შედგება 4 ბლოკისგან:
I ბლოკში გაერთიანებულია გადაადგილების, გამოყოფის, ჩამოჭრის და ფერის ნიმუშის აღების ხელსაწყოები;
II ბლოკში: ხატვისა და რეტუშის;
III ბლოკში: ვექტორული გრაფიკის;
IV ბლოკში: ხელსაწყოები სამგანზომილებიანი გრაფიკისათვის და დამხმარე ხელსაწყოები. აქვე მდებარეობს წინა და უკანა ფერის არჩევის ბლოკები და „სწრაფი ნიღბის“ რეჟიმი.

(სურათზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას)

ფოტოშოპის ხელსაწყოები

პანელზე მდებარე ყველა ხელსაწყოს, სახელის გვერდით, მიწერილი აქვს კლავიატურული შემოკლება. ერთ ჯგუფში შემავალ ხელსაწყოებს ერთნაირი კლავიატურული შემოკლება აქვთ. თუ ხელსაწყოს კლავიატურულ შემოკლებასთან ერთად Shift ღილაკზეც დავაჭერთ, კლავიატურულ შემოკლებაზე ყოველი დაწკაპუნების შემდეგ, თანმიმდევრობით გააქტიურდება ჯგუფში შემავალი ხელსაწყოები.
ხელსაწყოების პანელის გადატანა ეკრანის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება პანელის იარლიყზე მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და თითის აუღებლად გადაადგილებით, ხოლო ეკრანიდან დროებით გაქრობა და ისევ გამოჩენა, შესაძლებელია ბრძანებით: მენიუ Window > Tools.

0
243
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0