სხვა ის მხოლოდ თქვენი მობილურის ეკრანზე უნდა დადოთ და ჯადოსნობა ნამდვილად გაგაოცებთ 2015, 21 აგვისტო, 11:26 მრავალფუნქციური მობილური საშუალებები დღეს ფართო მოხმარების საგანი და ერთ-ერთი განუყოფელი ნივთია, რომელიც არამხოლოდ მიზნობრივად, არამედ კარგ გასართობ საშუალებათაც გამოიყენება ყველა თაობის ადამიანების მხრიდან. განსაკუთრებით "თინეიჯერ" ასაკში მყოფი მოზარდებისთვისაა შთამბეჭდავი მასთან ასოცირებული ყოველი სიახლე თუ ჯადოსნობა. ამიტომ დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ ერთი მარტივი ხრიკი, რომლის საშუალებითაც თქვენი მობილურის ჰოლოგრამზე სამგანზომილებიანი (3D) პროექტორი იქონიოთ.
ხოლო, სანამ გადავიდოდე ხრიკის სწავლებაზე, მოკლედ განგიმარტავთ მობილური კავშირების დაარსების და ევოლუციის შესახებ:
კარგად იცით, რომ კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. გასულ დროსთან შედარებით, მაღალგანვითარებულმა საუკუნემ და მასთან ერთად ყოველგვარმა, მრავალფუნქციურმა და დახვეწილმა ტექნიკამ საგრძნობლად შეამცირა ჩვენი როლი ამა თუ იმ სფეროში. თანამედროვე დროში ტექნიკის ფართო განვითარებამ რა თქმა უნდა განაპირობა ჩვენი უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი ცხოვრება. უზრუნველყოფილი იქნა არამარტო ყოფითი პირობების დასაკმაყოფილებელი ტექნიკა, არამედ ფუფუნებისა და გასართობი საგნებიც. ტელე-კომუნიკაციების მაღალგანვითარებულობამ კი საგრძნობლად დახვეწა ურთიერთობის პირობები. პირველი ხელით სატარებელი ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლას თანამშრომლებმა- ჯონ ფრენსის მიტჩელმა და დოქტორმა მარტინ კუპერმა წარმოადგინეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა. 1983 წელს გამოვიდა პირველი კომერციული მობილური Motorola DynaTAC. 1983-დან 2014 წლამდე მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა; პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და ეკონომიკური პირამიდის ფსკერამდე დავიდა. 2014 წლისათვის, მობილური ტელეფონების მოწინავე მწარმოებლები იყვნენ Samsung, Nokia, Apple და LG. მარტინ კუპერი ბუნებრივია, რომ ახალ პროდუქტს გასაღება და რეკლამა ჭირდებოდა, თუმცა შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და საუდის არაბეთის გარდა არცერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგან მას მხოლოდ გასართობ საშუალებად აღიქვამდნენ. 1984 წლის შემდეგ კი ისე გაითქვა სახელი, უკვე მოთხოვნადი გახდა ეს პროდუქტი. თავდაპირველად ის ძალიან ძვირი, დაახლოებით 4000$-მდე ღირდა და დიდ რაციას წარმოადგენდა. დროთაგანმავლობაში დაიხვეწა და პირველი ფერად ეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს გამოვიდა, ხოლო პირველი ორბარათიანი მობილური 1999 წელს. 2000 წელს იაპონელებმა აწარმოეს პირველი “მპ3”-თა და ფოტო-აპარატით აღჭურვილი მობილური ტელეფონი “შარფი”. 2002 წელს კომპანია “ერიქსონმა” შექმნა პირველი “ბლუთუზიანი” ტელეფონი და ამავე წელს “სამსუნგის” ფირმამ პირველმა გამოუშვა ყოველმხრივ დახვეწილი ტელეფონი, რომელსაც ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა. აღნიშნული ტექნოლოგიები ახლა ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და თავის თავში გულისხმობს სწრაფი ინფორმაციის გადაცემას, ვიდეო ზარებს, ინტერნეტ ტელევიზიას და სხვა ბევრ დღესდღეობით საჭირო ტექნოლოგიას. ახლა კი ხრიკის სწავლების დროა, რისთვისაც დაგჭირდებათ: 1. პლასტმასის გამჭვირვალე ყუთი (CD დისკების ჩასადები თუნდაც). 2. მინის საჭრელი კატარღა. 3. მაკრატელი. 4. გრაფიკული ქაღალდი (უჯრებიანი ფურცელი). 5. სახაზავი. 6. წებოვანი ლენტი (სკოტჩი) ან სუპერ-წებო. 7. კალამი. 8. სმარტფონი და დრო- 25-30 წუთი. 3D- (სამგანზომილებიანი) პროექტორის შექმნა: 1. "ნაბიჯი პირველი". დახატეთ გრაფიკულ ქაღალდზე ტრაპეცია, რომლის თანაფარდობაა 1 სმ x 3.5 სმ x 6 სმ, სადაც 6 სმ ქვედა ბაზაზეა, ხოლო 3, 5 სმ კი შუა ხაზი ან სიმაღლე. გამოჭერით. 2. "ნაბიჯი მეორე". პლასტმასის გამჭვირვალე ყუთი დავანაწევროდ იმხელებად, რომ გამოჭრილი ტრაპეციის ქაღალდი დაეტიოს, კალმით შემოვხაზოთ მასზე ანალოგი ტრაპეციისა და მინის კატარღით გამოვჭრათ სულ 4 ცალი ასეთი ტრაპეცია რომ მივიღოთ პლასტმასის მინისგან. 3. "მესამეა ნაბიჯი". ოთხივე პლასტმასის ტრაპეცია წებოვანი ლენტის ან წებოს საშუალებით დავაწებოთ ერთმანეთს ტრაპეციებით. 4. "მეოთხე ნაბიჯი". ჩართეთ თქვენს სმარტფონში სპეციალური ვიდეო, გირჩევთ ასევე ჩართოთ იდუმალი და არაჩვეულებრივი მედუზები. 5. "მეხუთე ნაბიჯი". დადეთ თქვენს სმარტფონზე პლასტიკური, ტრაპეციების კრებულით მიღებული კონსტრუქცია და დაინახავთ მედუზები როგორ ამოიწევენ ჰოლოგრამიდან ჰაერში. ჯადოსნობაში რომ დარწმუნდეთ, თავადაც სცადეთ, შთაბეჭდილებები კი კომენტარებში გაგვიზიარეთ. 1950 21-ს მოსწონს
|