x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ორი იგავი თანადგომაზე

პლანეტა მრგვალია

დედამიწა მრგვალია


ერთხელ რეპორტიორმა ფერმერს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას, თავისი სიმინდის საიდუმლოს გამხელა, რომელიც წლიდან წლამდე, ხარისხით, ყველა კონკურსს იგებს. ფერმერმა უპასუხა:

- მთელი საიდუმლო იმაშია, რომ მე, ჩემს მიერ მოყვანილი სიმინდიდან საუკეთესო ტაროებს, ჩემს მეზობლებს ვაძლევ, სათესლედ.

- საუკეთესო მარცვლებს მეზობლებს რატომ აძლევთ? ისინი ხომ ყველა კონკურსში თქვენი კონკურენტები არიან?

- იცით საქმე რაშია, - გაიღიმა ფერმერმა - ქარს მცენარის მტვერი ჩემი ნაკვეთიდან მეზობლების ნაკვეთებში გადააქვს, ხოლო მათი მინდვრიდან, პირიქით ჩემს მინდორში. თუ მეზობლებს ცუდი ჯიშის ნარგავები ექნებათ, მალე ჩემი სიმინდიც გაფუჭდება. თან ამ საქმეში, ნარგავების მოვლასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას კი, ყველა თავისებურად აკეთებს.

ადამიანების ცხოვრებაშიც ასეა. ვისაც უნდა რომ წარმატებული იყოს, უნდა დაეხმაროს ახლობლებს წარმატების მოპოვებაში. იმიტომ რომ, რაც უფრო კარგად ცხოვრობენ ადამიანები თავს ირგვლივ, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს თქვენ. ჩვენ, ყველანი ურთიერთკავშირში ვართ ამ სამყაროში.


მზის სხივი

მზის სხივი

ერთხელ მზის სხივმა უთხრა მზეს:

- მე ყოველ დღე დედამიწაზე მივფრინავ და ვათბობ ყველას და ყველაფერს, მაგრამ მე მინდა, რომ ადამიანის გული გავათბო.

- კარგი, შენ შეგიძლია მზის ალის ერთი წვეთი მისცე ადამიანის გულს, - ნება დართო მზემ. - ეს ცეცხლი, ადამიანს დიდ შემოქმედად აქცევს. მაგრამ, ამოირჩიე საუკეთესო ადამიანი, ადამიანებს შორის.

სხივი ჩამოფრინდა დედამიწაზე და დაფიქრდა: “როგორ უნდა გავიგო, ვინ არის საუკეთესო ამდენ ხალხში?" და ამ დროს, მან გაიგო ერთი ახალგაზრდა კაცის სევდიანი აზრები: “არაფერი არ გამომდის. მხატვრობაზე ვოცნებობდი და მღებავი გავხდი. გოგონა შემიყვარდა, ის კი ჩემკე არც კი იყურება".

- შენ ხომ ნიჭიერი, ახალგაზრდა და ხელმარჯვე ხარ! - წამოიძახა სხივმა და ცეცხლი აჩუქა ადამიანს.

მოედო მზის ცეცხლი ადამიანის გულს, რამაც აიძულა ის მხრებში გამართულიყო თვალები და თავი მაღლა აეწია. მან აიღო საღებავები და შეყვარებულისთვის ულამაზესი თაიგული დახატა. “ეს საოცრებაა!" - გაიხარა გოგონამ და აკოცა მას. შემდეგ, ახალგაზრდამ ისე შეღება სახლი, რომ დამკვეთი აღფრთოვანდა: “მე მეგონა, მღებავი იყავით, თქვენ კი ნამდვილი მხატვარი ყოფილხართ. ჩემი სახლი ხელოვნების ნიმუშად აქციეთ!" და ახალგაზრდა კაცი გამოჩენილი მხატვარი გახდა.

სხივი თავს დამნაშავედ გრძნობდა. როდესაც დაბრუნდა, მზესთან მივიდა და უთხრა:

- მე დამავიწყდა, რომ ადამიანებს შორის საუკეთესო უნდა მომეძებნა. მე ცეცხლი პირველ შემხვედრს მივეცი...

- შენ დაუჯერე ადამიანს, - სიხარულით უპასუხა მზემ. - რწმენა და მხარდაჭერა კი ნებისმიერ ადამიანს ხელოვანად აქცევს და ნებისმიერ წინააღმდეგობას გადაალახვინებს.

0
200
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0