x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ცხოვრებისეული გაკვეთილები, იგავების სახით - რა სთხოვა ღმერთს დედა ტერეზამ? იგავები ღმერთზე

მე ვთხოვე ღმერთს...

დედა ტერეზას ლოცვა


რა სთხოვა დედა ტერეზამ ღმერთს
მე ვთხოვდი ღმერთს წაეღო ჩემი სიამაყე, და ღმერთმა მიპასუხა - არა.

მან მითხრა, რომ სიამაყეს არ ართმევენ - მას უარჰყოფენ.


მე ვთხოვე ღმერთს განეკურნა ჩემი საწოლზე მიჯაჭვული ქალიშვილი.

ღმერთმა მითხრა - არა. მისი სული საიმედო ხელშია, ხოლო სხეული მაინც მოკვდება.


მე ღმერთს ვთხოვე მოეცა ჩემთვის მოთმინება, და ღმერთმა მითხრა - არა.

მან მითხრა, რომ მოთმინება ჩნდება გამოცდის შემდეგ - მას არ აძლევენ, მას იმსახურებენ.



მე ვთხოვე ღმერთს ეჩუქებინა ჩემთვის ბედნიერება, და ღმერთმა მითხრა -არა.

მან მითხრა, რომ ის კურთხევას იძლევა, მაგრამ ვიქნები, თუ არა ბედნიერი, ჩემზე არის დამოკიდებული.


მე ვთხოვე ღმერთს ავადმყოფობისგან დაცვა, და ღმერთმა მითხრა - არა.

მან მითხრა, რომ ტანჯვა ადამიანს აიძულებს ზურგი აქციოს ყოველდღიურობას და მასთან მივიდეს.


მე ვთხოვე ღმერთს, რომ ჩემი სული გაეზარდა, და ღმერთმა მითხრა - არა.

მან მითხრა, რომ სული თავად უნდა გაზრდილიყო.


მე ვთხოვე ღმერთს ესწავლებინა ჩემთვის ადამიანების შეყვარება ისე, როგორც მას ვუყვარვარ მე.

როგორც იქნა - თქვა ღმერთმა - შენ მიხვდი რა უნდა გეთხოვა ჩემთვის.


მე ვთხოვე და ღმერთმა გამომიგზავნა განსაცდელი, რომ გამოვრწთობილიყავი.

მე სიბრძნე ვთხოვე - და ღმერთმა გამომიგზავნა პრობლემები, რომლის მოგვარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

მე ვთხოვე სიმამაცე - და მან განსაცდელი გამომიგზავნა.

მე სიყვარული ვთხოვე - და მან უბედური ადამიანები გამომიგზავნა, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ.

მე ვთხოვე კეთილდღეობა - და ღმერთმა შესაძლებლობები მომცა.

მე არ მიმიღია არაფერი, იქიდან, რაც მინდოდა - მაგრამ მე მივიღე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.

ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა.


ღმერთთან მაღაზიაში


ერთ ქალს დაესიზმრა, რომ მაღაზიის, დახლთან, გამყიდველის ნაცვლად, ღმერთი იდგა.

- ეს შენა ხარ ღმერთო? - ჰკითხა გაოცებულმა ქალმა.

- დიახ მე ვარ - უპასუხა ღმერთმა.

- და რისი ყიდვა შეიძლება?

- ყველაფრის, - იყო პასუხი.

- მიშინ მე ვინდომებდი: ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს, წარმატებას და

ბევრ ფულს.

ღმერთმა გაიღიმა და წავიდა შეკვეთილი საქონელის მოსატანად.

მალე დაბრუნდა, პატარა კოლოფით ხელში.

- სულ ეს არის - წამოიძახა ქალმა.

- დიახ, - მშვიდად უპასუხა ღმერთმა, - არ იცი, რომ აქ მხოლოდ თესლი იყიდება?


იგავი ღმერთზე



იგავი ღმერთზე


ადამიანი ჩურჩულებდა: “ღმერთო დამელაპარალე", და ტყე და მინდვრებ ამღერდნენ.

მაგრამ, ადამიანმა ვერ გაიგო.

ადამიანმ წამოიძახა: “ღმერთო მელაპარაკე", და ქუხილმა გადაუარა მთელს ცას.

მაგრამ, ადამიანმა ვერ გაიგო.

ადამიანი ირგვლივ იხედებოდა და თხოულობდა: “ღმერთო, მომეცი უფლება რომ

დაგინახო", და ცაზე ვარსკვლავმა კაშკაში დაიწყო. მაგრამ, ადამიანმა ეს ვერ შეამჩნია.

ადამიანმა მოითხოვა: “ღმერთო მაჩვენე საოცრება!" და ახალშობილი მოევლინა ამ ქვეყანას. მაგრამ ადამიანმა ამის შესახებ არ იცოდა.

და იმედგაცრუებულმა ადამიანმა დაიყვირა სასოწარკვეთისგან: “ღმერთო, ხელი დამადე!" და ღმერთი ქვემოთ ჩამოვიდა და ადამიანს შეეხო.

მაგრამ ადამიამა ხელით მოიცილა მხარზე დამჯდარი პეპელა და ისე წავიდა, რომ ვერაფერი ვერ გაიგო.

იგავი ღმერთზე

2
592
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
592
  
2015, 10 აგვისტო, 19:47
დიდი მადლობა
2015, 10 აგვისტო, 11:14
ისეთი კარგი იყო, რომ გავაზიარე :)
0 1 2