x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლოგიკური ამოცანები. ნაწილი II (პასუხები აქვს)
ლოგიკური ამოცანები



გამოცანები:


1. რა ძალით უნდა დაიჭიმოს სარეცხის თოკი, რომ ის, დროთა განმავლობაში, არ მოდუნდეს და სწორხაზოვნად დარჩეს.


2. როდესაც ბავშვის მამა იყო 31 წლის, ბავშვი იყო 8 წლის. ამჟამად, მამა შვილზე 2-ჯერ უფროსია.


კითხვა: რამდენი წლის არის შვილი?


3. გრენლანდია - თოვლითა და ყინულით დაფარული, უდიდესი კუნძულია.

კითხვა: რატომ დაარქვეს ამ კუნძულს გრენლანდია ანუ “მწვანე ქვეყანა"?


4. თეფშებიან სასწორზე, ერთ მხარეს დევს ქვა, ხოლო მეორე მხარეს - 2 კგ-იანი რკინის გირი.

სასწორი გათანაბრებულია. თეფშები ნელ-ნელა წყალში ჩაუშვეს.

კითხვა: შეინარჩუნებს თუ არა სასწორი თეფშები წონასწორობას?


5. ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, მიჰყავდათ გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევების დროს დაზარალებული მძღოლები და მგზავრები. პაციენტების რაოდენობის შემცირების მიზნით, ქალაქის ხელისუფლებამ კანონი მიიღო, რომელიც ყველას მძღოლს და მგზავრს ღვედების ხმარებას ავალდებულებდა. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საგზაო შემთხვევების დროს, დაზარალებული ადამიანების რიცხვი უფრო გაიზარდა.

კითხვა: რამ გამოიწვია ამ რიცხვის გაზრდა?


6. გემის გემბანიდან, წყალში ჩაუშვეს ფოლადის კიბე (ტრაპი). ტრაპის ბოლო 4 საფეხური წყლით დაიფარა. თითოეული საფეხურის სისქე 5 სმ-ა, ხოლო მანძილი საფეხუტებს შორის, 30 სმ-ს შეადგენს. დაიწყო მოქცევა, რომლის დროსაც ზღვის დონე, საათში 40 სმ. სიჩქარით იწევს ზევით.

კითხვა: 2 საათის შემდეგ, რამდენი საფეხური აღმოჩნდება წყლის ქვეშ?


7. სამი ქათამი, სამ დღეში დებს სამ კვერცხს.

კითხვა: რამდენ კვერცხს დადებს 12, ასეთივე ქათამი, 12 დღეში?


8. ორი ბავშვი ჭუჭყიან და ბნელ სხვენში თამაშობდა. ქვემოთ რომ ჩამოვიდნენ, ერთ ბავშვს სახე დასვრილი ჰქონდა, მეორეს კი არა. პირის დასაბანად ის წავვიდა, რომელიც დასვრილი არ იყო.

კითხვა: რატომ წავიდა დასაბანად სუფთა და არა დასვრილი?


9. კარადის უჯრაშ, ერთმანეთში არეულია, 15 თეთრი და 20 შავი ფერის წინდა დევს.

კითხვა: წინდების რამინიმალური რაოდენობა უნდა ამოვიღოთ უჯრიდან (სიბნელეში ან თვალდახუჭულმა), რომ ორი ერთნაირი ფერის წინდა ამოვითოთ?


10. ოთხ ლიტრიანი, ცილინდრის ფორმი ქვაბი, პირამდე წყლით არის სავსე.

კითხვა: როგორ უნდა დავტოვოთ ქვაბში 2 ლ. წყალი, თუ ამ ქვაბის გარდა, ჭურჭელი არა გვაქვს?


პასუხები:


1. რა ძალითაც არ უნდა დაიჭიმოს თოკი, ის სწორხაზოვნებას ვერ შეინარჩუნებს, რადგან დედამიწის მიზიდულობის ძალა ამის საშუალებას არ მისცემს. თოკი სწორხაზოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვერტიკალურად არის დაჭიმული ან დაკიდებლი.

2. 23 წლის. სხვაობა ასაკში 23 წელია. ამიტომ შვილი 23 წლის უნდა იყოს, რომ მამა მასზე

2-ჯერ უფროსი იყოს.

3. გრენლანდია, დაახლოებით, 982 წელს აღმოაჩინა სკანდინავიელმა ერიკ წითურმა. მას უნდოდა, რომ ახალაღმოჩენილ კუნძულზე ხალხი დასახლებულიყო. სწორედ ხალხის მიზიდვის მიზნით, დაარქვა მუდმივი თოვლის ქვეყანას “მწვანე".

4. თითეული სხეული, თუ მას წყალში მოვათავსებთ, შედარებით მსუბუქდება, და იმდენს იწონის, რამდენსაც იწონის წყალი, რომლის ადგილსაც ის იკავებს. რადგან ქვა, ზომით, გირზე დიდია, ის წყლის ქვეშ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე გირი. ამიტომ სასწორის წონასწორობა დაირღვევა.

5. უსაფრთხოების ღვედების ხმარებამ, შეამცირა უბედური შემთხვევების დროს დაღუპული ადამიანების რიცხვი, შესაბამისად, გაიზარდა დაზარალებულთა რაოდენობა.

6. 2 საათის შემდეგ, წყლის ქვეშ, ისევ 4 კიბე იქნება, რადგან მოქცევის დროს, კიბე გემთან ერთად ზევით იწევა.

7. ერთი ქათამი, ერთ კვერცხს 3 დღეში ერთხელ დებს. 12 ნდღეში, ერთი ქათამი 4 კვერცხს დადებს. ამიტომ, 12 ქათამი, 12 დღეში, 12-ჯერ 4 ანუ 48 კვერცხს დადებს.

8. ბავშვმა, რომელსაც სახე დასვრილი არ ჰქონდა, დაინახა, რომ მეორე ბავშვს დასვრილი ჰქონდა, იფიქრა მეც დასვრილი მექნებაო და დასაბანად წავიდა, ხოლო მეორემ, არ იცოდა რომ დასვრილი იყო და ამიტომ არ წავიდა დასაბანად.

9. საჭიროა მხოლოდ 3 ცალი წინდის ამოღება. სამ წინდის შემთხვევაში, ფერების ორი კომბინაცია არის მოსალოდნელი: სამი ერთნაირი ფერის ან ორი ერთნაირი და ერთი განსხვავებული.

10. ქვაბიდან ნელ-ნელა წყალი უნდა გადავაქციოთ. წყლის გადაღვრა შევწყვიტოთ, როდესაც ქვაბის ძირი გამოჩნდება. რადგან ქვაბი ცილინდრულია, დახრილ ქვაბში, ძირის პირველი წერტილიდან, პირის კიდემდე, ზუსტად წყლის ნახევარი ანუ 2 ლ. წყალი იქნება.


4
13638
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
13638
  
2017, 13 ივნისი, 19:58
სამი არ, მიწერია: ,,ფერების ორი კომბინაცია"
2017, 13 ივნისი, 19:49
ქვა რომ უფრო დიდი არის, ვიდრე გირი, თავისთავად იგულისხმება, რადგან გირი რკინაა და ის უფრო მძიმე იქნება, მისსავე ზომის ქვასთან შედარებით. ანუ თანაბარი წონის პირობებში, ქვის ზომა უფრო დიდი იქნება, ვიდრე გირის.
2017, 13 ივნისი, 19:31
მე-9 არ მომწონს რაღაც, 21 ია პასუხი იმიტომ, რომ აქ უნდა გავითვალისწინოთ ე.წ "თარსი კაცის" ვარიანტი, რომელიც 20 შავი ფერის წინდას ამოიღებს და 21-ე უეჭველად თეთრი იქნება. აქედან გამომდინარე თუ ვამბობთ, რომ მინიმუმ რამდენი წინდა უნდა ამოვიდოთ, ვფიქრობ 21. პასუხში გიწერიათ, "მოსალოდნელია სამი ფერის კომბინაცია" რაც ალბათობით 1/3 უდრის.
2017, 21 იანვარი, 19:50
4ის პირობაში უნდა ეწეროს რომ ქვა გირაზე უფრო დიდია. მოცემული პირობით კი არ შეიცვლება რადგან ამომგდები ძალა = რო ჟე ვე. იფ იუ ნოუ ვოთ აი მინ
0 1 4