საბუნებისმეტყველო ნასკას უდაბნოს საიდუმლო ამოხსნილია 2015, 8 ივლისი, 10:41 ნასკას უდაბნოს საიდუმლო, ყველაზე დიდი საიდუმლო იყო დედამიწაზე და მეცნიერებმა ეს საიდუმლო ამოხსნეს, თუმცა, ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზე.
უზარმაზარი ფიგურები, პერუს უდაბნოში, ნასკას პლატოზე, 1927 წ. პერუელმა მფრინავმა შემთხვევით აღმოაჩინა, უდაბნოს თავზე გადაფრენის დროს. მანამდე, ამ
ფიგურების არსებობის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა, რადგან დიდი ზომების გამო, ფიგურების დანახვა, მიწაზე მდგომი ადამიანისთვის, თითქმის შეუძლებელია (მაღალ
ბორცვზე ასვლის შემთხვევაში, ახლოს მდებარე ფიგურის დანახვა შესაძლებელია).
თვითმფრინავიდან კი კარგად ჩანს 500 კვ. კმ.-ზე ამოკვეთილი 30-მდე ცოცხალი ორგანიზმის (ფრინველები, ცხოველები და ა. შ.) და 700-მდე გეომეტრიული ფიგურა, 13 ათასამდე ხაზი და ზოლი. ამ ფიგურებს, ხაზებს და ზოლებს, განსხვავებული ზომები აქვს. მაგ., კოლიბრი 50 მ-ია, ობობა - 46 მ, კონდორის სიგრძე - 120 მ-ია. ნახატებს შორის, მხოლოდ ერთი ფიგურა გავს ადამიანს, ე. წ. “ასტრონავტი", რომლის სიგრძე 30 მ-ია. ნასკას უდაბნოს “გალერია" გასული საუკუნის 20-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ მეცნიერების და საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრეს, რაც 1939 წ. ამერიკელმა არქეოლოგმა, პ. კოზოკმა, თვითმფრინავიდან ფიგურებს სურათები გადაუღო და პრესაში გამოაქვეყნა. ნასკა ფიგურებს გეოგლიფები (გეომეტრიული ფიგურები დედამიწის ზედაპირზე) დაარქვეს და მათი კვლევა დაიწყეს. თავდაპირველად ეგონათ, რომ ფიგურები ნასკას კულტურის წარმომადგენლების მიერ იყო შექმნილი, რომლებიც ამ პლატოზე, ძვ. წ. აღრ. II და ახ. წ. აღრ. VI საუკუნეებში ცხოვრობდნენ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც 1997 წ. გერმანიის არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა, პერუში ექსპედიცია მოაწყო, ადგილობრივი არქეოლოგების მონაწილეობით, გაირკვა რომ ფიგურები ბევრად უფრო ადრე იყო შექმნილი და ისინი არა ნასკას, არამედ პარაკასის კულტურას ეკუთვნოდა. პარაკასელები პლატოზე ძვ. წ. აღრ. 1800 - 860 წწ. ცხოვრობდნენ. განსხვავებული ვერსია გამოთქვა პარაკასელების შესახებ, პერუელმა არქეოლოგმა, ხულიო ტეილომ. მისი აზრით, პარაკასელები პლატოზე 9 000 წლის წინ გამოჩნდნენ. გასული საუკუნის ბოლოს, უდაბნოში ხაზების შექმნის თარიღი დაადგინეს, მაგრამ რა დანიშნულება უნდა ჰქონოდა მათ, მას შემდეგ მიხვდნენ, რაც ხაზების გვერდით, მომრგვალებული ძირის მქონე, ათასობით ლარნაკის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. რადგან ლარნაკის დადგმა ბრტყელ ზედაპირზე შეუძლებელი იყო, გაჩნდა იდეა, რომ მას მიწაში ათავსებდნენ და შიგნით ცეცხლს ანთებდნენ. ფიგირების ხაზებზე, ლარნაკების დალაგებისა და ცეცხლის დანთების შემთხვევაში, უდაბნოს ცხელი კლიმატური პირობების გამო, იქმნება ზემო მირაჟი, რომლის დანახვა, კოსმოსიდანაც არის შესაძლებელი. ფიგურების კოსმოსთან კავშირის ვერსიის გასამყარებლად, იმის თქმაც საკმარისია, რომ როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, დედამიწაზე მდგომისთვის, ამ ფიგურების დანახვა, პრაქტიკულად შეუძლებელია და თუ ვერ დაინახავ, ვერც გამოიყენებ. კოსმოსური თეორიის თანახმად, პლატოზე მცხოვრები ადამიანები, ფიგურების მეშვეობით, ინფორმაციას კოსმოსში გადასცემდნენ (თითოეულ ფიგურაში გარკვეული ინფორმაცია იყო კოდირებული) ან შესაძლებელია, ფიგურებს რიტუალური დანიშნულება ჰქონოდა და მათი მეშვეობით, ღმერთებს მოიხმობდნენ ან რამეს სთხოვდნენ. 1892 12-ს მოსწონს
|