x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139085
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512604
ყველაზე დიდი ცხოველები
ხარ

ყველაზე დიდი ხარი მსოფლიოში რომელსაც დონეტო ერქვა შვეიცარიაში ცხოვრობდა, მისი სიმაღლე 190 სანტიმეტრს შეადგენდა ხოლო წონით 1740 კილოგრამს აღწევდა, გარდა ამისა იგი საოცრად თვინიერი და კეთილი ცხოველი იყო.

image


ნიანგი


მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი 2002 წელს ბურუნდის მოსახლეობამ დაიჭირა, ნიანგის სიგრძე რმელიც ამჟამად გინესის წიგნშია შეტანილი 6 მეტრი იყო.

image


მფრინავი მელა

ოფიციალურად დადასტურებულ ყველაზე დიდ მფრინავ მელას სხეული 40 სანტიმეტრის სიგრძის ხოლო ფრთები 1.8 მეტრი ჰქონდა.


image


გველი

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი არის მწვანე ანაკონდა, რომელიც

ნიუ-იორკის ეგზოტარიუმში ბინადრობს, იგი წონით 220 კილოგრამია ხოლო სიგრძე 9 მეტრს შეადგენს.

image


ცხენი

ყველაზე დიი ცხენი სახელად სამპსონი დღესდღეობით ცოცხალი აღარაა, სიმაღლით 2.20 მეტრიანი ცხენი წონით 1.52 ტონა იყო, დღესდღეობით იგი რეკორდსმენი ცხენია.

image


კურდღელი

კურდღელი სახელად რალფი სასეკის საგრაფოში ცხოვრობს, ახლა იგი 22 კილოგრამს იწონის.

image


ობობა

მსოფლიოში უდიდესი ობობა ნადირობს: ბაყაყებზე, ხვლიკებზე, გომბეშოებზე, თაგვებსა და პატარა გველებზე, ობობის ეს უდიდესი სახეობა ვენესუელაშია ნაპოვნი და მისი ფეხის სიგრძე 28 სმ-ს აღწევს.


image


დათვი

ყველაზე დიდი დათვი რომელიც ოდესმე არსებულა იყო კაციჭამია დათვი, რომელიც 2009 წელს ნახეს ალასკაში.

image


მედუზა

მსოფლიოში ყველაზე დიდი მედუზის დიამეტრი 2.28 მეტრია, ხოლო მისი საცეცეების გავრცელების არეალი 36.5 მეტრი.

image

კატისებრი

ყველაზე დიდი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ლიგრი - რომელიც ლომისა და ვეფხვის ნაჯვარია, ამორი სახეობის შეჯვარება მხოლოდ სახლის პირობებშია შესაძლებელი, რადგან ველურ ბუნებაში ეს გამორიცხულია. ლიგრი სახელად ჰერკულესი წონით 400 კილოგრამია.



image


ხოჭო

რეალური ჩემპიონი ხოჭო სახელად - "Titanus giganteus" სიგრძეში 17 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა ზოგნი ამტკიცებენ რომ იგი 21-22 სანტიმეტრამდეც კი იზრდება.

image


ფრინველი

ყველაზე დიდი ფრინველის წონა 14 კილოგრამია, სიგრძე 1.2 მეტრი ხოლო გაშლილი ფრთებით 3.1 მეტრი.


image


გარეული ღორი

ყველაზე დიდი გარეული ღორი 2011 წელს 11 წლის მცირეწლოვანმა მონადირემ მოკლა, ნადავლის წონა 500 კილოგრამს აღწევდა.


image



0
968
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
968
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0