სხვა 10 იდუმალი მოვლენა, რომელთა ახსნა ვერანაირი მიწიერი ლოგიკით ვერ ხერხდება 2015, 13 ივნისი, 11:42 მოგეხსენებათ დედამიწა უამრავ თვალწარმტაც და ბუნებრივად ლამაზ ადგილს ფლობს, რომელთა ბუნებრივობაში დაჯერება ძნელია და მათი ხილვის შემთხვევა ჩვენს განცვიფრებას აუცილებლად იწვევს. კაცობრიობის ისტორია კი სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ჩვენი პლანეტა ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. თუმცა, უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენც- დაინტერესებული პირები გავეცნოთ მათ. მაშასადამე ისტორია სავსეა უძველესი, მითიური ცივილიზაციით და სწორედ ერთ-ერთ ასეთ ფენომენზე, კერძოდ კი 10 იდუმალ მოვლენაზე მინდა გესაუბროთ, რომელთა ახსნა, ვერანაირი მიწიერი ლოგიკით ვერ მოხერხდა.
1. ფრინველი მოა. მოა ეკუთვნის იმ ფრინველთა კატეგორიას, რომლებიც თეორიის შესაბამისად 1500 წელს აბორიგენთა მაორის მიერ იქნა გადაშენებული. თუმცა, მეცნიერებმა ერთ-ერთი უახლესი ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს ჩიტის ფეხი, რომელიც იყო სწორედ მოასი და ძალიან ახლად გამოიყურებოდა. 2. ტაძრის კომპლექსი. (საქსაიუამანი, პერუ). ტაძრის კომპლექსი გასაოცარია თავისი წუნდაუდებელი, ქვის გასაოცარი წყობით, სადაც ერთმანეთის დასაწებებლად, არანაირი საშუალება არაა გამოყენებული. 3. მზის კარიბჭე. (ბოლივია). მზის კარიბჭე მდებარეობს უძველეს და იდუმალ ქალაქ- ტიუანაკუში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კაცობრიობის პირველათწლეულში ის უდიდესი იმპერიის საწყისს წარმოადგენდა. დღემდე უცნობია მასზე არსებული ნახატები თუ რას აღნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ მათ ჰქონოდათ გარკვეული ასტროლოგიური თუ ასტრონომიური მნიშვნელობა. 4. მთვარის გამოქვაბული. (ჩინეთი). გამოქვაბული, რომელიც მთვარის გამოქვაბულად იხსენიება, რთული კონსტრუქციისაა და ერთ დროს უდიდესი შრომის ფასს წარმოადგენდა. მოჩუქურთმებული და მოპირკეთებულია ქვიშაქვით უამრავი ადამიანის მიერ, თუმცა არსად არაა ნახსენები გამოქვაბულის შექმნის თარიღი და იდეა. 5. ობელისკი. (ეგვიპტე). ობელისკის გამოთლა დაუწყიათ პირდაპირ კლდეზე, თუმცა როგორც ცხადია წასულა ბზარები და მიუტოვებიათ. მისი ზომა კი ნამდვილად განსაცვიფრებელია. თარიღი და მიზანი კი დღემდე იდუმალ ჩიხშია. 6. წყალქვეშა ქალაქი. (იონაგუნი, იაპონია). მყვინთავთა ინსტრუქორ- Kihachiro AratakI- მიერ იქნა აღმოჩენილი წყალქვეშ ჩაძირული ქალაქი 10 000 წლის წინ არსებობდა, მანამ, სანამ ეგვიპტის პირამიდებს ააგებდნენ. მეცნიერთა თქმით, იმ პერიოდში ხალხი ეწეოდა მემცენარეობასა და მეცხოველეობას. (თუმცა ჩემი აზრით იგი ერთ-ერთი პრეტენდენტია ატლანტიდის ტიტულის, ჩაძირულ ქალაქებს შორის). 7. მკვდარი გორა (მოხენჟო-დარო) (პაკისტანი). 1922 წელს პაკისტანელმა არქეოლოგმა R. Banardzhi-მ ერთ-ერთ კუნძულზე, ინდოეთის მდინარის მიმდებარედ აღმოაჩინა უძველესი ქალაქის ნანგრევები. მრავალი ათწლეულის მანძილზე აწუხებდათ არქეოლოგებს ამ ქალაქის "გარდაცვალების" მიზეზი, თუ სად წავიდნენ იქ მაცხოვრებელი უძველესი რუინები და რის გამო დაინგრა ქალაქი. კითხვაზე პასუხი კი არც ინდოეთში და არც პაკისტანში არავინ არ იცის. 8. უძველესი ქალაქი L'Anse aux Meadows. (კანადა) ქალაქი სავარაუდოდ 1000 წლის წინ ვიკინგების მიერ დაარსდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკას მანამ, სანამ ქრისტეფორე კოლუმბი დაიბადებოდა. 9. ქვის ხანის გვირაბი. არქეოლოგების მიერ მიწისქვეშა გვირაბების უდიდესი ქსელი იქნა აღმოჩენილი, რომელიც ქვის ხანის პერიოდისაა. მეცნიერები კი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ნადირობისა და შეკრების გარდა, ხალხი მიწისქვეშა გათხრებითაც ყოფილა დაკავებული, რეალური მიზანი გვირაბებისა კი რჩება საიდუმლოდ. თუმცა უმეტესი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გვირაბების მიზანი იყო ადამიანი დაეცვა თავდამსხმელი ცხოველებისგან, ცუდი ამინდისგან და ომის პერიოდში. 10. ქვის უზარმაზარი ბურთულები. (კოსტა-რიკა) მრგვალი ფორმების, უზარმაზარი, მისტიური ქვები გვაინტრიგებს არამარტო აღმოჩენით, არამედ უცნობი წარმოშობითა და თავისი დანიშნულებით. ისინი პირველად აღმოაჩინეს XX-ე საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც მუშები ასრულებდნენ გაწმენდით სამუშაოებს ჯუნგლებში, ბანანის პლანტაციების დასარგავად. ლოკალური ლეგენდის მიხედვით კი ქვების შუაგულში უნდა ყოფილიყო დამალული ოქრო, თუმცა ბურთები ცარიელია. 4570 22-ს მოსწონს
|