x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ბრტყელი მუცლის გარანტია მხოლოდ ერთი ძაფის მეშვეობით
არასწორმა კვებამ, საშინელმა სამუშაო გრაფიკმა და გარემო ფაქტორებმა ამ საუკუნეში ყველაზე მეტად განაპირობა მოეხდინა გავლენა ჩვენს ვიზუალზე, რაშიც ჭარბი წონა იგულისხმება. ჭარბი წონა დღეს რომ მსოფლიო საზოგადოების აქტუალური თემაა, არცერთი თქვენგანისთვის ახალი და უცხო არ არის. ბევრს შესწევს ნებისყოფა დაჯდეს ე.წ. დიეტაზე, იაროს ფიტნეს ცენტრებში და აკრძალოს გემრიელი სასუსნავის მირთმევა, თუმცა განსაზვრული ნაწილი ჭამის სურვილს ვერ ელევა და ფაქტიც სწრაფად ისახება ხოლმე გარეგნობაზე. სასურველ ფორმაში ჩადგომა კი ყველაზე ურთულესი პროცესია დამეთანხმებით. ამის წაკითხვით რამდენ თქვენგანს დავაბიჯე მაზოლზე და შევახსენე ის, რომ დიეტაზეა და კვების რაციონი მხოლოდ მინიმალური საკვებით შემოიფარგლება. "სწორი" დიეტა მხოლოდ სასურველ ფორმებს არა, ჯანმრთელობასაც გვმატებს, ვინაიდან სიმსუქნე მრავალი დაავადების საწინდარია.


მესმის თუ რა ძნელია მიიღო საკვები პურის გარეშე და ისიც გრამებით, მხოლოდ მოხარშული და ნაკლებ ცხიმიანი და მარილიანი; ყავა უშაქროდ; არანაირი გაზიანი- მინერალის გარდა; მშვიდობით ტკბილეულო და ფუნთუშეულობავ და რაც მთავარია საღამოს შემდეგ პირის ამოკერვა. დღევანდელი სტატიით მინდა გაგიმარტივოთ ე.წ. დიეტა და ლამაზი სხეულის გარანტიისთვის გასწავლოთ, თუ როგორ მიიღოთ ბრტყელი მუცელი მხოლოდ ერთი ძაფის მეშვეობით.


image


ფსიქოთერაპევტებმა მონახეს ახალი გზა, ყოველგვარი ვარჯიშებისა და სპორტ-დარბაზების გამოყენების გარეშე მივაღწიოდ მიზანს და გვქონდეს ბრტყელი მუცელი მხოლოდ ერთი ძაფის მეშვეობით, რომელიც წელის გარშემო უნდა შემოვიჭიროთ. ექსპერტების თქმით ძაფი მუდმივად ამცირებს მუცლის კუნთებს და მარტივი ალტერნატივაა დაბალ კალორიული სალათისა.



იდეოლოგი და წამყვანი ექსპერტი, ბრიტანელი ფსიქოთერაპევტი Sammy Margo გვინმარტავს, რომ ძაფი მუდმივად შეგვახსენებს დავჭიმოთ მუცლის კუნთები. ამისათვის კი აი როგორ მოიქცეთ- აიღეთ გამძლე, ჩვეულებრივი ძაფი ან კანაფი და შემოჭირეთ წელის გარშემო შეწეული მუცლის დროს ისე, რომ ამოსუნთქვისას ძაფი გვიჭერდეს, ოღონდ ძალიან არა. მთელი დღის მანძილზე შეგიძლიათ მისი გამოყენება- ტრანსპორტში, ჯდომისას, ჭამისას, მუშაობის პროცესში და დასვენების შემთხვევაშიც. რაც უფრო ხანგრძლივია ძაფის გამოყენება, მით უფრო მინიმალურია დრო სასურველი, ბრტყელი მუცლის მისაღებად და მეტიც, ეს პროცესი ბევრჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე კვირაში 3-ჯერ შესრულებული ნებისმიერი დამღლელი ვარჯიში, თანაც ნაკლებად იხარჯებით როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ხანმოკლე დროში შედეგი ნათელი გახდება.

12
1645
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1645
  
2015, 31 მაისი, 21:45
ეს რაღაც რაღაცეები ზარმაცებისთვისაა :) ვარჯიშს მაინც არაფერი ჯობია :)
2015, 31 მაისი, 20:23
ვერ მიგანიშნე მგონი რას ვგულისხმობ. ჰულა ჰუპი ჩაწერე GOOGLE-ში და მიხვდები. თავიდან 10 წუთი ვარჯიში დაიწყე და ნახევარი საათამდე საკამრისია.
2015, 31 მაისი, 20:13
დღე და ღამე უნდა ატაარო? მოუხერხებელი არაა?
2015, 31 მაისი, 20:06
სავარჯიშო რგოლი, ე.წ. ჰულა ჰუპი. სპორტულ მაღაზიებში ბევრნაირია მაგრამ ძვირია, 60 ლარი ღირს მინიმუმ. ვაგზალზე და ლილოში იყიდება რკინის, რომელიც 15 ლარი ღირს და ძაან კარგია. რაც მთავარია მუცლისთვის ზედგამოჭრილია :)
2015, 31 მაისი, 20:00
ეგ რაღააა?
2015, 31 მაისი, 19:43
რკინის რგოლი სცადეთ. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე კარგი შედეგი აქვს. :)
2015, 31 მაისი, 19:28
რა უსამართლოა ეს ბუნება? ზოგი ხარივით ჭამს და გრამი არ ერგება.
2015, 31 მაისი, 19:27
ღიპი არ მაქვს ..ბოდიში მოიხადე
2015, 31 მაისი, 19:27
ჯერ არა და რავი..ერთი თვე კია უკვე + არავითარი პური და ცომეული :(
2015, 31 მაისი, 19:25
ე.ი არ ივარგა მანჩო?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10