x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138984
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ათეისტი დალაქი და სიტყვა მოსწრებული "კლიენტი"
ისეა პრაქტიკულ ხმარებაში სიტყვა "პარიკმახერი", რომ ბევრმა ალბათ არ იცის ქართულად დალაქი რომ ჰქვია მას. სანამ სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდოდე, ჩემებური შესავლით დავიწყებ:-"საპარიკმახეროების" გარეთ რომ სვეტებია მათი აღმნიშვნელი, რომელიც შეფერილია თეთრი და წითელი ფერებით სპირალისებურად, ცოტა თქვენგანმა თუ იცის რას აღნიშნავს სინამდვილეში. მთელი ისტორიის მანძილზე "საპარიკმახერომ" უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ჭრიდა თმას და წვერს. "პარიკმახერებად" უმეტესად ქირურგები მუშაობდნენ, რომლებიც სამედიცინო დახმარებასაც უწევდნენ ადამიანს, ძირითადად კი თავის ძლიერი ტკივილების დროს ახდენდნენ სისხლდენას, რომელიც შეასუსტებდა ტკივილს და ამ ყველაფერს აკეთებდნენ სრულიად უსტერილოდ და გაუტკივარების გარეშე, სამედიცინო ბაფთების (ბინტი) და სუფთა პირსახოცების გამოყენებით. დასვრილ ბაფთებს კი გამოკიდებდნენ იმის აღმნიშვნელად, რომ ამ დაწესებულებაში- "საპირიკმახეროში" შეგეძლოთ ამ პროცედურის ჩატარება ტკივილებისგან თავის დაღწევის მიზნით, შემდეგ კი დაიხვეწა "რეკლამა" და სისხლიანი ბაფთები თეთრ-წითელ სპირალისებრი ზოლების სვეტმა ჩაანაცვლა. მართალია დღეს გადაშენდა ეს პროცედურა, თუმცა სვეტები მაინც ძველი ხასიათის ფერებშია.


ვინც ხშირად ახდენთ ვარცხნილობის "დასაყენებლად", შესაღებათ თუ უბრალოდ თმის შესაჭრელად დალაქთან სტუმრობას, დამეთანხმებით, რომ თავს თითქოს მეორე ოჯახში გრძნობთ იქაურ გარემოში, ვინაიდან თქვენი დალაქი მეგობარია, რომელთანაც გარკვეული დროის მანძილზე სანამ "ლამაზდებით", უამრავ თემაზე ახდენთ უბრალოდ საუბარსა თუ დისკუსიას. სწორედ ერთი ამბავი მინდა მოგითხროდ, რომელიც დალაქსა და მის ერთ კლიენტს შორის დისკუსიად განვითარდა.

image


ერთი კაცი დალაქთან მივიდა რათა თმა შეეჭრა, მათ დაიწყეს საუბარი როგორც სჩვევიათ და ცოტა ხანში დისკუსია შეეხო ღმერთს, დალაქი კი ათეისტი იყო, ამიტომ თქვა მან:



- მაინც არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს.
- რატომ? - ჰკითხა კლიენტმა.
- ეს ხომ ისედაც ნათელია. საკმარისია გახვიდე ქუჩაში და დარწმუნდები, რომ ღმერთი არ არსებობს. აბა მითხარით, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის ამდენი ავადმყოფი ადამიანი? ამდენი მიტოვებული ბავშვი? ის რომ მართლა არსებობდეს, არ იქნებოდა ამდენი ტკივილი, ტანჯვა. რთულია წარმოიდგინო ღმერთი, რომელიც უშვებს ამ ყველაფერს.


კლიენტი წუთით დაფიქრდა, მას არ სურდა კამათი ამ თემაზე. როცა დალაქმა დაასრულა თავისი საქმე, კლიენტი წავიდა. ქუჩაში გასვლისთანავე მან დაინახა თმაგაბურძგნული და გაუპარსავი კაცი, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამის დანახვაზე კლიენტი უკან მობრუნდა და დალაქს უთხრა:


- იცით მე თქვენ რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.
- როგორ? - გაუკვირდა დალაქს - მე ვერ მხედავთ? მე დალაქი არ ვარ?
- არა! - უპასუხა კლიენტმა - ისინი არ არსებობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებდა ამდენი გაუპარსავი ადამიანი. აი, როგორიც ის არის, ქუჩაში.
- ადამიანო, მერე საქმე ხომ ჩემში არ არის, ისინი თვითონ არ მოდიან ჩემამდე.
- საქმეც მაგაშია - დაუდასტურა კლიენტმა - მეც ზუსტად ამას ვამბობ: ღმერთი არის. უბრალოდ ადამიანები თავად არ ეძებენ მას და არ მიდიან მასთან. აი, ამიტომ არის ადამიანებში ამდენი ტკივილი და ტანჯვა.

5
951
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
951
  
2015, 22 მაისი, 21:28
მადლობა ალექს ;)
2015, 22 მაისი, 21:24
გავაზიარე
2015, 22 მაისი, 21:21
ჭეშმარიტებაა,რატომ?იმიტომ რომ ვის შეუძლია ჩვენი ნუგეშისცემა,დახმარება,მფარველოდა თუ არა მას ვინც შეგვქმნა,და როგორ მივირებთ ამ ყოველივეს თუ მას არ მივმართავთ.?დედას ან მამას გაუხარდება თუ მისი ღვიძლი შვილი გაჭირვებისას მათ კი არა სხვას მმართავს,ან როცა ტკივა ან ბედნიერია მშობლების მაგივრად სხვას უზიარებს?ღმერთი ყველა ჩვენგანის მშობელი მამაა
2015, 22 მაისი, 21:20
რატომ არის სისულელე, თუ ყველამ დაინახა უფალი, ყველა აუცილებლად ირწმუნებს, "ნეტარ არიან ისინი, ვინც ვერ მხედავენ და სწამთო". ასე, რომ ვისაც გვწამს, გაგვატარეთ :))
2015, 22 მაისი, 21:11
ეგეც დიდი სისულელე პასუხი მგონია მაგრამ გარკვეულ ჭეშმარიტებას შეიცავს :)))
0 1 5