პროფილაქტიკა 14 პროდუქტი, რომლებიც ერთად არ უნდა მივირთვად - ჯანმრთელობის ოქროს წესი 2015, 8 მაისი, 10:45 ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. თაობიდან თაობებს გადაეცემა სწავლა-დარიგებანი იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ საკუთარი ცხოვრება ჯანმრთელი მსვლელობისკენ. არაერთი რჩევა თუ სტატია ვრცელდება ექიმებისა თუ სწავლულების მიერ, რომლებიც მოგვიწოდებენ ნორმალური და ჯანმრთელი კვებისკენ, თუმცა უმეტესმა ჩვენგანმა არც კი იცის ესა თუ ის პროდუქტი, რომელთაც ერთდროულად მირთმევა სიამოვნებას რომ გვანიჭებს, სინამდვილეში სასწაულად საზიანოა ჩვენივე ჯანმრთელობისთვის.
ცხადია კვება ერთ-ერთი აუცილებელი და გარდაუვალი პირობაა ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, მაგრამ უპირველესია მაინც სწორი და ჯანმრთელი კვება. ერთი სიტყვით კი, მინდა დღევანდელ სტატიაში გამცნოდ ის 15 პროდუქტი, რომელთაც ხშირად მივირთმევთ ერთდროულად და მათი შუთავსებლობის გამო გაუცნობიერებლად ვვნებთ ჯანმრთელობას.
1. ჭვავის პური ყავასთან. ამ პროდუქტების კომბინაციის აკრძალვა შეიძლება მოგეჩვენოდ უაზრო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავად ჭვავის პური საოცრად სასარგებლოა და ვიტამინებითაა გაჯერებული, ხოლო ყავა კი ანტიოქსიდანტი, პრობლემასაც ადვილად დავინახავთ, ვინაიდან კოფეინი ხელს უშლის ნუტრიენტებისა და ვიტამინების შთანთქმას, ამიტომ გვირჩევენ რომ ეს ზემო ხსენებული პროდუქტები მივირთვათ ცალ-ცალკე. 2. პომიდორი და სახამებლიანი პროდუქტები. დამეთანხმებით, რომ პომიდორი ის ბოსტნეულია, რომლის მირთმევა მრავალგვარი საკვების კომბინაციაში გვიწევს ხშირად, თუმცა ნაკლებმა ჩვენგანმა თუ იცის, რომ მასში შემავალი ვაშლის, ლიმონის და ტუტე მჟავები ხელს უშლის კუჭს სახამებლიანი საკვების მონელებაში. სახამებელს შეიცავს მარცვლელულიც და კარტოფილიც, ამიტომ უმჯობესია პომიდორი მიირთვათ ფოთლოვანი ბოსტნეულით და მცენარეული ცხიმით. 3. კივი იოგურტით ან კეფირით. ძალიან ხშირად ვხვდებით კივს რძიან კოქტეილებში კომბინაციით, თუმცა ექიმები ამას კატეგორიულად გვიკრძალავენ, ვინაიდან კივში შემავალი ფერმენტები აჩქარებენ რძის ცილის დაშლას და პროდუქტი ხდება მწარე გემოსი. ამიტომ უმჯობესია ნატურალურად მიირთვათ რძე. 4. ზეითუნის ზეთის გაცხელება. რამდენადაც სასარგებლოა ზეითუნის ზეთი, იმდენად უსარგებლოა იგი გაცხელების შემთხვევაში, რადგან ადუღების დროს კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამიტომ იგი გამოიყენეთ მხოლოდ ცივ საუზმეში, კერძოდ კი სალათებსა და სოუსებში. 5. ჯემი პროტეინებთან და ცილებთან კომბინაციაში. საქმე იმაშია, რომ ტკბილეული, როგორიცაა სიროფი, ჯემი და ა.შ. ცილებთან და პროტეინებთან კომბინაციაში იწვევს მათ რღვევას და სულაც არ არის სასარგებლო, ამიტომ უმჯობესია ჯემი პურთან ერთად არ მიირთვათ. ერთადერთი გამონაკლისია თაფლი, რომელიც პურთან ერთად იჭმევა. 6. მწვანე ჩაი რძით. მწვანე ჩაი რძესთან კომბინაციით ამცირებს ორგანიზმის მიერ ანტიოქსიდანტების შეწოვას. 7. სალათი, ისპანახი და მარილი. გაგიკვირდებათ და ისპანახი და სალათის ფურცელი უმჯობესია უმარილოდ ჭამოთ თუ გინდათ მიიღოთ ყველა საჭირო ვიტამინი, ვინაიდან მასზე მარილის დაყრით გამოიდევნება მარილის მჟავას მიერ ყველა საჭირო ნუტრიენტები და მცენარეები ხდება სრულიად უსარგებლო. 8. გაზიანი სასმელი და რძე. ამ ორი სასმელის კომბინაცია გამოიწვევს თქვენს კუჭში პატარა ქიმიურ ქარხანას, რომელიც უთუოდ აფეთქდება, უფრო კონკრეტულად კი მრავალი საათის განმავლობაში გექნებათ "ბოყინი", სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება. 9. ხილი დესერტად. ალბათ ყველა თქვენგანი სადილის შემდეგ დესერტად მიირთმევს ხილს, თუმცა არაა სასარგებლო, ვინაიდან საკვების მონელებას კუჭი ნახევარ საათზე დიდხანს უნდება, დესერტად ხილს კი მალევე რომ მიირთმევთ, ამით ხელს უშლით კუჭს მონელების პროცესში. 10. ნესვი და რძე. ფაღარათი გარანტირებული გექნებათ თუ ნესვს შეჭამთ რძესთან, იოგურტთან, კეფირთან ან რძის სხვა ნებისმიერ პროდუქტთან ერთად. 11. საზამთრო მარიალ პროდუქტებთან ერთად. სახის შეშუპება გარანტირებული გექნებათ თუ საზამთროს მიირთმევთ ნებისმიერ მარილიან პროდუქტთან, ვინაიდან საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს და მარილთან კომბინაციით გამოიწვევს სწორედ ზემო ხსენებულს- შეგიშუპდებათ სახე. 12. მარილიანი ქაშაყი და რძე. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ რძე ნებისმიერ თევზთან კომბინაციაში არ იჭმევა. მარილიან ქაშაყთან მისი მირთმევა კი თქვენს მოწამვლას გამოიწვევს, ვინაიდან თქვენს კუჭში მოხვედრილ რძეს ქაშაყი დაჟანგავს. 13. ალკოჰოლი კოლასთან ერთად. ალბათ ძალიან ბევრი თქვენგანი საზოგადოებაში მოლხენის დროს ალკოჰოლთან ერთად მის გასანეიტრალებლად მიირთმევს ცივ კოლას, თუმცა სულაც არ არის თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო. 14. ლუდი და მიწის თხილი. ეს უკანასკნელიც თქვენდა გასაოცრად ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის. ცალ-ცალკე ორივე სასარგებლო პროდუქტია გარკვეულწილად, თუმცა თხილი ალოკოჰოლის გავლენის შედეგად ხდება უსარგებლო პროდუქტი და კუჭისთვის მძიმე მოსანელებელია. 4854 16-ს მოსწონს
|