x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ამოირჩიეთ კარი და გეტყვით ვინ ხართ სინამდვილეში- ტესტი
imageimage




ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.


მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.


ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან.




დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ ერთ-ერთი ასეთი ტესტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც წარმოაჩენს თქვენს ნამდვილ სახეს. ბევრი თქვენგანია ალბათ ვისაც არ სჯერა ჰოროსკოპის, ფსიქო-ტესტის და თვით ნოსტრადამუსისა, თუმცა დაგარწმუნებთ თუ რომელიმე კარს ამ რვა მათგანიდან ამოირჩევთ და შესაბამის პასუხსაც წაიკითხავთ, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.





1. კარი პირველი.

imageგიზიდავთ მარტივი ცხოვრების წესით ცხოვრება და თავს ბედნიერად თვით მარტივი სიამოვნებებიც კი გაგრძნობინებენ. გიყვართ მარტოობა და მშვიდი გარემო, კოლეგებთან ხმაურიან წვულებებს, შინ ოჯახის წევრებსა და მეგობრების ვიწრო წრეში განმარტოვება და გართობა გირჩევნიათ.


სილამაზის დანახვა უბრალო ნივთშიც კი შეგიძლიათ. ვიღაცისთვის შეიძლება მოსაწყენი იყოს თქვენი ცხოვრებით ცხოვრება, თუმცა თქვენ დანამდვილებით იცით, რომ იგი ზედმეტი დრამების გარეშე ვითარდება.




2. კარი მეორე.

image

სიმდიდრისკენ სწრაფვა თქვენი უმთავრესი მიზანია, თუმცა ისიც კარგათ იცით, რომ ამის მიღწევა დიდი შრომის ფასი იქნება.


ვინაიდან აირჩიეთ კარი, რომლის მიღმა მაშინვე კიბე ჩანს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში ეტაპობრივად მოხდება თქვენი სოციალური სტატუსის ამაღლება.


გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ სასიამოვნო მოვლენებით იყოს სავსე და არც ეს პროცესია მარტივი და გამუდმებული შრომა გარდაუვალი იქნება.



3. კარი მესამე.

imageგაქვთ გადაჭარბებული მადა რისკის, გიყვართ უეცარი გადაწყვეტილებები, არ კითხულობთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, ისე გადაეშვებით ხოლმე თავგადასავლებში.


ცეცხლჩამქრობსაც შეამჩნევდით ეზოში, რომელიც თქვენს შემთხვევაში სიფრთხლის სიმბოლოა, თუმცა ვინაიდან არ ჩანს კარს მიღმა მდგომარეობა, ეს ფაქტი განიჭებთ სიამოვნებას იგრძნოთ თავი კომფორტულად. კარი კი კოდირებულია 26 რიცხვით, რაც საკრალური რიცხვია და ქრისტიანულ სამყაროში ღმერთს უკავშირდება. ამიტომ თუ ამორჩეულ ფოტოზე ეს რიცხვიც შეამჩნიეთ კარის დანახვისთანავე, ნიშნავს იმას, რომ ღმერთი თვალს გადევნებთ და გიფარავთ ზევიდან, თუმცა თქვენც გმართებთ სიფრთხილე.




4. კარი მეოთხე.

image

თქვენ მზად ხართ წახვიდეთ საომრად, იბრძოლოთ ძალაუფლებისთვის, კარიერისთვის, დაისახოთ წინსვლა.


წითელი განასახიერებს ენერგიას; კარის რკინის ჩარჩოები და კედლები კი- ძალასა და აგრესიას.





5. კარი მეხუთე.

imageის ყველაფერი, რაც თქვენ ეხლა გჭირდებათ, არის სიმშვიდე. ძიებაში ხართ რაღაც მარტივის, მოსახერხებელი და უასფრთხო ცხოვრებისთვის.


თქვენი წუხილის მიზეზი კი პროფესიული ან პირადი ცხოვრების რთული პერიოდია. ერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომელთაც თქვენი ცხოვრების "ნავი დაარწია".



6. კარი მეექვსე.

image

ვერ გეტყვით იმ მიზეზებს რა გტანჯავთ ამ ბოლო პერიოდში, თუმცა ფაქტია რაღაც გაწუხებთ, მაგრამ ყველაზე სასიხარულო კი არის ის, რომ შემოგრჩათ მომარაგებული ოპტიმიზმიდან საკმარისი ოდენობა, რათა გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ბნელი მხარეები აუცილებლად დარჩება ოდესღაც ჩრდილში და თქვენი გამბედაობა მიგაღწევინებთ განთიადამდე, რომლის სხივიც უკვე მოსჩანს და რაოდენ შორსაც არ უნდა ხედავდეთ მას, იმედი არ დაკარგოთ.




7. კარი მეშვიდე.

imageგაემზადეთ ქაოსისთვის, რომელიც თუ არ დაწყებულა, აუცილებლად დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. თუმცა მსგავსი არაფერი ხდება, რასაც ვერ გაუმკლავდებით, რადგან ისეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომელთაც არ სურთ იცოდნენ შემდეგი ნაბიჯები და მზად არიან ნებისმიერი დაბრკოლებისთვის.


კარს ყოველთვის ტოვებთ ღიას ახალი შესაძლებლობებისთვის, გამოსავალიც აუცილებლად გამოჩნდება.





8. კარი მერვე.

imageთქვენს ხასიათს ახასიათებს ცნობისმოყვარეობა და ყოველთვის ცდილობთ ისწავლოთ რაიმე ახალი, განემზადოთ რისკისთვის, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილებების შედეგებზე უნდა იფიქროთ ხოლმე. ცნობისმოყვარეობის საშუალებით კი თქვენი ცხოვრება ნათელი, ფერადი და ემოციებით სავსეა.


ხშირად უსვამთ საკუთარ თავს მსგავს კითხვებს: "არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ მაინც გავაკეთებ". "ამას მაინც გავაკეთებ, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრება ასე ხანმოკლეა"...





P.S. დაწერეთ კომენტარებში ვინ რომელი კარი ამოირჩიეთ.


14
2047
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2047
  
2018, 1 აგვისტო, 21:31
მე -5 კარი და მართლაც შეესაბამება ჩემს ახლანდელ მდგომარეობას. არის ფსიქოლოგიაში რაღაც... ნამდვილი!
2015, 15 მაისი, 21:16
ფსიქოლოგებს გინდ მკითხავები ეძახე, გინდა მარჩიელი, ფაქტი ერთია, რომ ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ემთხვევა :))
2015, 15 მაისი, 11:16
ტექსტებია მკითხავის სახელმძღვანელოდან. საზეპიროებია გადმოტანილი :D
2015, 12 მაისი, 15:38
4 – 6. 6 განსაკითრებით.
2015, 11 მაისი, 20:31
მეოთხე და მეექვსე ავირჩიე
2015, 6 მაისი, 11:21
მეოთხე კარით მოვიხიბლე ეგრევე ,კომენტარი მეტნაკლებად მეხება,სულით მებრძოლი და ენერგიული ვარ მაგრამ აგრესიული არა :)))))))))))))))))))))))))))))))))
2015, 5 მაისი, 23:25
4 და 6 :D :D
2015, 5 მაისი, 20:39
იყოს ორივე :)
2015, 5 მაისი, 20:34
პირველი და მეორე ერთად არ შეიძლება?...ორივე ავირჩიე და მერე დავინახე რომ სათითაოდ უნდა აგერჩია..
2015, 5 მაისი, 20:00
მე 1-ლი :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10