x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
როგორ დავეხმაროთ კომპიუტერთან ჯდომით დაღლილ თვალებს?
თვალი (ლათინურად oculus) მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და მოვლა ჩვენი კეთილდღეობისათვის, რადგანაც მხედველობაზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი აწმყო თუ მომავალი. თუმცაღა დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ფართოა ტექნიკა განვითარების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენს კომფორტულ ცხოვრებას, რაშიც მოიაზრება მობილური ტელეფონები და კომპიუტერი, რომლებზეც მიჯაჭვულობასაც განვიცდით, მეორე მხრივ ვნებს ჩვენსავე ასე აუცილებელ ჯანმრთელობას. ძალიან მალე გარბის დრო კომპიუტერის მოხმარებისას და 5 საათი შეიძლება ერთ საათად მოგვეჩვენოს და ასე ხანგრძლივი სახის ფონზე კი ვიტვირთავ უარყოფითად თავს, სადაც მთავარ როლს თვალების გადაღლა თამაშობს. ამიტომაც გადავწყვიტე შემოგთავაზოთ პატარა ვარჯიში, რომელიც თქვენს გადაღლილ თვალებს განტვირთვაში არსებითად დაეხმარება.



image


1). ღრმად ჩაისუნთქეთ, მჭიდროდ დახუჭეთ თვალები და რაც შეიძლება დაჭიმეთ სახე და კისერი, სუნთქვა კი 2-3 წამით შეიკავეთ. ამის შემდეგ ამოისუნთქეთ ასევე ღრმად უკვე გახელილი თვალების ფონზე და მოეშვით მაქსიმალურად. მსგავსი გაიმეორეთ 5-ჯერ ზედიზედ.


2). დახუჭეთ თვალები და წარბების ზემოდან წრიულად დაიმასაჟეთ მთელს ირგვლივ.



3). დახუჭეთ თვალები, მოადუნეთ წარბებიც და დახუჭულ მდგომარეობაში გაიხედეთ მარცხნიდან-მარჯვნივ, შემდეგ მარჯვნიდან-მარცხნივ. მსგავსი გაიმეორეთ 10-ჯერ.


4). გაახილეთ თვალები, საჩვენებელი თითი დაიჭირეთ თვალის პირდაპირ 25-30 სმ-ით მოშორებით. ჯერ ორივე თვალით უყურეთ თითის წვერს 3-5 წამის განმავლობაში. დახუჭეთ ერთი თვალი და უყურეთ 3-5 წამით ცალი თვალით, გაახლიეთ და გახელილი თვალებით უყურეთ, შემდეგ კი მეორე თვალი დახუჭეთ და ასევე 3-5 წამის განმავლობაში შეხედეთ თითის წვერს. მსგავსი გაიმეორეთ 10-ჯერ.


5). დაიდგით ბოთლი (უმჯობესია ესხას შიგნით რაიმე), საჩვენებელი თითები დააჭირეთ თავზე სწრაფად 10-ჯერ, შემდეგ დახუჭეთ თვალები და 2-3 ჯერ ღრმად ამოისუნთქეთ. მსგავსი გაიმეორეთ 3-5 ჯერ.




P.S. ნუ დაზარდებით ამ 10 წუთიან მასაჟს, რომელიც დაეხმარება თქვენს თვალებს მოხსნას დაძაბულობა. გისურვებთ ჯანმრთელობას.

2
874
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
874
  
2015, 22 იანვარი, 23:03
შველის ვიტომ
2015, 21 იანვარი, 21:31
საჭირო რჩევებია ნამდვილად
0 1 2