x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში?
ბევრ ქვეყანაში მოუთმენლად ელოდებიან პირველ იანვარს, რათა გააცილონ ძველი და მიეგებონ ახალ წელს დიდი ზეიმითა და მხიარულებით. საქართველოც ევროპის ქვეყნების მსგავსად ფეიერვერკებით აღნიშნავს ახალ წელს, თუმცა ყველაზე ლამაზი სანახაობა, ვფიქრობ, ნიუ იორკსა და ლონდონშია.

imageimage

ამ ქალაქებისგან განსხვავებული ტრადიციები აქვს რამდენიმე ქვეყანას მაგალითად, ჩინეთში ახალ წელს ბავშვები ახალ ტანსაცმელში ეგებებიან. ხალხი ხელში ფარნით ებმება დიდ აღლუმში, რომელსაც წინ დრაკონი უძღვის. დრაკონი ჩინელების წარმოდგენით სიძლიერის სიმბოლოა. ლეგენდის თანახმად დრაკონს მთელი წელი სძინავს და ასაფეთქებლებით ცდილობენ მის გაღვიძებას.

image
ინდონეზიაში ახალ წელს ორჯერ აღნიშნავენ, ოფიციალურად პირველ იანვარს, ხოლო ისლამური კალენდრის მიხედვით ყოველ წელს განსხვავებულ დღეს.


ვიეტნამში ახალი წელი თებერვალში იწყება, ირანში კი მას 21 მარტს აღნიშნავენ.

ინდოეთში ყოველი რელიგიურ ჯგუფი განსხვავებული თარიღით ეგებება ახალ წელს.ერთ-ერთი მათგანის- ჰინდუს ახალი წელი "Baisakhi" ზოგჯერ აპრილში ან მარტშია.

კორეელები ახალ წელს იანვრის 3 დღის განმავლობაში აღნიშნავენ( თუმცა, ვფიქრობ, ქართველებს ეს ამბავი არ გაგაკვირვებთ, რადგან ჩვენთვის ახალი წელი უფრო ხანგრძლივი დღესასწაულია).

მინდა, ყველა ქართველს წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვებთ 2015 ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის.



0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:Annex
Annex
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0