x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
შეშლილი მეცნიერების გიჟური ისტორიები, რომლებიც გაგაოგნებთ +16
image


როგორც წესი, მეცნიერებს აღვიქვამთ კეთილ საქმეებში ჩართულ ადამიანებად, რომლებიც პროგრესული მიღწევებით მსოფლიოს ამახსოვრებენ თავს. დღევანდელ ტექნოლოგიურ განვითარებაში ხომ სწორედ მათ მიუძღვით დიდი წვლილი, თუმცა ყოველთვის ისე როდი ხდება საქმემ დადებითად ჩაიაროს. ჩემეულა წინსართებით აღარ შეგაწყენთ, ვინაიდან წინ გელით საინტერესოდ საკითხავი სტატია, სადაც წარმოგიდგენთ შეშლილ მეცნიერებს და მათთან ასოცირებულ გიჟურ ისტორიებს.


1. Владимир Демихов. ქირურგი, (ტრანსპლანტოლოგი) რომელმაც ძაღლს მეორე თავი გადაუნერგა.


1954 წელს საბჭოთა ქირურგმა Владимир Демихов-მა თავი დაამახსოვრა მსოფლიოს თავისი ნაშრომით. მან შექმნა ტრანსპლანტაციის მიხედვით ორთავიანი ძაღლი. ძაღლის თავი, კისერი და წინა თათები გადაუნერგა გერმანულ "ავჩარკას" და ცდილობდა ძაღლი გამოეკვება მხოლოდ რძით, რომელიც მიედინებოდა გაჭრილი საყლაპავი მილიდან კუჭამდე, თუმცა ქსოვილებმა უარი თქვეს სიცოცხლეზე და ძაღლი დაიღუპა. მიუხედავად ამ წარუმატებელი მცდელობისა, დემიხოვმა 15 წლის მანძილზე 19-ჯერ გაიმეორა ექსპერიმენტი.


imageimageimage




2. Stubbins firf. ექიმი.


19-ე საუკუნის ადრეულ ხანაში ექიმმა Stubbins firf-მა წამოაყენა თეორია, რომ ყვითელი ცხელება არ არის გადამდები და დაჭირდა გარკვეული დრო, რათა ჰიპოთეზა გამოეცადა საკუთარ თავზე. მან პაციენტის ნაღებინები, რომელსაც ჭირდა ყვითელი ცხელება, დალია. ის რა თქმა უნდა არ დაინფიცირდა, თუმცა ყვითელი ცხელება კვლავ გადამდებია. მეცნიერებმა კი მოგვიანებით დაადგინეს, რომ ეს დაავადება გადადის სისხლით და ძირითადად კოღოს ნაკბენით.

image






3. Josef Mengele. სიკვდილის ანგელოზი.


ჟოზეფი იყო პატიმრების ექიმი, რომელიც განსაზღვრავდა ვინ უნდა მომკვდარიყო და ვინ გაეგზავნა ბანაკში იძულებითი შრომითი სამუშაოებისთვის. პატიმრებს შორის იგი ცნობილი იყო, როგორც "სიკვდილის ანგელოზი". ჟოზეფი სერიობით ექსპერიმენტებს ატარებდა ტყუპებზე, რომლებიც სიკვდილით მთავრდებოდა, ვინაიდან იგი ხშირად იღებდა ტყუპების ორგანიზმიდან სისხლს ანალიზებისთვის და დაემართად სისხლძარღვების რეზექცია.


მენგელი ასევე იყო ჯალათი, ის ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე ატარებდა ურთულეს ოპერაციებს. კუჭ-ნაწლავის და გულის გადანერგვის ოპერაცია სრულიად გაუტკივარების გარეშე გააკეთა. ხშირად ეღუპებოდა პაციენტი, თუმცა სარგებლობდა რაღაც გავლენებით და ამიტომ ვერავინ განიკითხავდა და არ ეკითხებოდნენ თუ რა მიზეზმა გამოიწვია ამა თუ იმ პაციენტის სიკვდილი. "ფაქტობრივად ის იყო გიჟი"- ამბობს ოსვენციის პატიმარი Alex dekel-ი.

imageimageimage




4. Johann Conrad Dippel. ექიმ Frankenstein-ის პროტოტიპი.


იოჰანი ერთ-ერთი შეშლილ მეცნიერთაგანია, რომელიც დაიბადა 1673 წელს გერმანიის ციხე ფრანკენშეიტნში. მიიჩნევენ, რომ იგი იყო Mary Shelley-ს რომანის "Frankenstein"-ის მთავარი გმირი, თუმცა ეს ვერსია დღემდე საკამათოა.


თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ალქიმიის შესწავლის შემდეგ მან შექმნა ზეთი, რომელიც უნდა ყოფილიყო ალქიმიკოსების ოცნება- უკვდავების ელექსირი. ელექსირი შედგებოდა ძვლების, სისხლისა და ცხოველების სხვა ნაწილებისგან. ის ასევე შეეცადა ექსპერიმენტებით ერთი სხეულიდან მეორეში სული გადაესვა, რაშიც იყენებდა ძაბრს, შლანგსა და ერბოს საცხს.

image





5. Giovanni Aldini.


ალდინი იყო ძმისშვილი იტალიელი ანატომიის პროფესორის ლუიჯი გალვანის, რომელმაც აღმოაჩინა თუ როგორ იწვევს მკვდარი კიდურების ხტომას ელექტრო მოწყობილობის ზემოქმედება. ალდინმა გააგრძელა ბიძის აღმოჩენები და ექსპერიმენტებს ატარებდა ცხედრებზე.


ალდინმა ყველაზე დიდი ყურადღება საზოგადოებისგან მიიპყრო, როდესაც ექსპერიმენტს ატარებდა მკვლელის ცხედარზე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს და ცამოახრჩვეს. დენის ელექტროლიტების გავლის შედეგად ცხედარი აცეკვდა და მეტიც, მან მარცხენა თვალი გაახილა. ზოგიერთ მაყურებელს შეეშინდა მართლაც არ გაცოცხლებულიყო მკვლელი, რომლის ხელმეორედ ჩამოხრჩობა მოუწევდათ, ხოლო ერთ-ერთმა მაყურებელმა კი იმდენად განიცადა შოკი ამ სანახაობით, რომ წარმოდგენის დასრულებამდე გარდაიცვალა.

imageimage





6. Сергей Брюхоненко. ცოცხალი თავის შემქმნელი.


უწინ ექსპერიმენტებს ის ატარებდა ველურ ძაღლებზე, რამაც ხელი შეუწყო მედიცინის შემდგომ განვითარებას. მოგვიანებით კი შექმნა ხელოვნური ფილტვები, რომელიც ასევე ხელს შეუწყობდა გულის მუშაობას და ძირითადად კი ძაღლის მხოლოდ თავზე იმოქმედებდა სასიცოცხლო ფუნქციებით მისი გამოგონილი მანქანა. 1928 წელს იმის დასამტკიცებლად, რომ თავი, რომელიც იდო მაგიდაზე- ცოცხალია, ჩაატარა ექსპერიმენტი. მან მაგიდაზე დაარტყა ჩაქუჩი, სადაც იდო თავი. თავმა უკან დაიხია და გაახილა თვალები. ბრუხონენკომ მას ყველის ნაჭერიც კი ჩაუდო პირში, რომელიც უმალ გადახტა საყლაპავი მილის არხში. თუმცა მიუხედავად ამ ექსპერიმენტისა, მან გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება და ზურგშექცევა.

image



7. Andrew Ure. შოტლანდიელი ჯალათი.


შოტლანდიელი ექიმი ენდრიუ ური მიუხედავად ბევრი მიღწევებისა, საზოგადოებისთვის ცნობილი ძირითადად გვამთან მუშაობის 4 მაგალითით გახდა. მან 1818 წლის 4 ნოემბერს გაკვეთა Matthew Klaydesdeylom-ის ცხედარი, სადაც "პირველი" ცდით კისერი მოაშორა მალებს და გახსნა მარცხენა ბარძაყი ქუსლამდე. უკონტროლო კრუნჩხვამ კი გამოიწვია ცეხდრის მარცხენა ფეხის ხტომა. "მეორე" ცდით კი მან გაკვეთა დიაფრაგმა იმის შესამოწმებლად სუნთქავდა თუ არა კვლავ ცხედარი. მან დაადგინა, რომ სისხლი არ იყო შედედებული და კისერიც არ იყო მოტეხილი, ამიტომ შესაძლებელი იქნებოდა სხეულს სიცოცხლე დაბრუნებოდა. "მესამე" ცდის დროს ურმა გააკეთა ცხედრის შუბლზე წრილობები, სადაც აისახა ემოციებს რისხვა, შიში, სასოწარკვეთა, ლტოლვა და გაჩნდა საშინელი დამახინჯებული ღიმილი. აუდიტორია იმდენად შოკირებული იყო სანახაობით, რომ ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც ხასიათდებოდა კუჭის სუსტი მოქმედებით, ვეღარ გაუძლო და უმალ დატოვა აუდიტორია. "მეოთხე" ცდის შედეგად კი უკვე ცხედარს გაუკვეთეს საჩვენებლი თითი. თითის გაკვეთისას კი ცხედარმა იმ წამსვე აწია ხელი და გაიშვირა თითი იქ მყოფი საზოგადოებისკენ. იქ მყოფთა უამრავი მათგანი წარმოუდგენელ მდგომარეობაში ჩავარდა ნახულით.

image

image




8. Shiro Ishii. ექიმი რეალური სიბოროტის განსახიერება.


იგი იყო მიკრობიოლოგი და გენერალ-ლეიტენანტი 731 განყოფილების იაპონურ იმპერიული არმიის სამხედრო ნაწილებში ჩინეთ-იაპონიის მეორე მსოფლიო ომის დროს. მედიცინის დარგს სწავლობდა კიოტოს საიმპერატორო უნივერსიტეტში. 1932 წელს მან დაიწყო ექსპერიმენტების საიდუმლო პროექტი იაპონიის სამხედროებზე.


მის მიღწევებში შედის ასევე ვივისექცია, ( ქირურგიული ოპერაცია ცოცხალ ორგანიზმზე. იყენებენ სამედიცინო და ფიზიოლოგიური გამოკვლევებისას. ვივისექციის მიზანია ორგანიზმის ფუნქციების შესწავლა, ქირურგიული მეთოდების გამომუშავება და სხვა.
ვივისექცია ადამიანზე მიჩნეულია წამებად), რომელსაც ახდენდენ იქ მცხოვრებ ადამიანებზე და ორსულებზე. პატიმართა ორგანოების ამპუტაცია და შემდეგ მათი გადანერგვა სხვა პატიმრებზე. სხეულის ნაწილების გაყინვა და კვლავ გათბობა. გამოკვლევის მიზნისთვის განგრენის გამოწვევა და ასევე ყუმბარების აფეთქება ცოცხალ ადამიანებზე ტექსტირების მიზნით. აინფიცირებდნენ პატიმრებს ვირუსებით და ინფექციებით მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით. ასევე აიძულებდნენ პატიმარ ქალებსა და კაცებს სქესობრივ ურთიერთობას, რათა გადაედოთ ერთმანეთისთვის ვენერიული დაავადებები (სიფილისი და გონორეა) და შემდგომ გამოეკვლიათ ისინი.


იშის გამოკვლევებმა გზა გაუხსნა მედიცინას შემდგომი განვითარებისთვის. იგი 67 წლის ასაკში ყელის კიბოთი გარდაიცვალა.

imageimage
ვივისექცია ბაყაყის მაგალითზე.

image





9. Kevin Warwick. პირველი კიბორგი ადამიანი.


ბრიტანელი მეცნიერი და კიბერნეტიკის პროფესორია. იგი იმდენად მოიხიბლა რობოტების შესწავლით, რომ გადაწყვიტა გამხდარიყო პირველი- "ადამიანი კიბორგი". 1998 წელს, პრომიტიული გადამცემი RFID იქნა იმპლანტირებული მის კანქვეშ. ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იყო შეემოწმებინათ ორგანიზმის მგრძნობელობა, რასაც მიიღებდნენ სიგნალის სახით "ჩიპისგან", რომელიც მას შეუყვანეს. 2002 წელს კი უფრო რთული ნეირონული ფუნქციის მოწყობილობის იმპლანტირება გაუკეთეს ბერვულ ქსოვილებში. ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან სიგნალი იყო ნათელი იმისა, რომ მექანიკურმა მანიპულატორმა შეძლო ხელის სიმულირება.


მოგვიანებით კი ქევინის და მისი მეუღლის სხეულში შეიყვანეს ჩიპი, რომლის მეშვეობიტაც მათ უნდა შესძლებოდათ ტელეპატიურობის უნარი და ჰქონოდათ თანაგრძნობა. სიგნალის გადაცემისთვის კი უკვე გამოიყენებდნენ ინტერნეტს. ეს ექსპერიმენტიც დადებითად ჩამთავრდა. ქევინის კვლევები კი კიბერნეტიკის სფეროში კვლავ გრძელდება.

image

7
3931
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3931
  
2014, 27 დეკემბერი, 14:45
მადლობა საყვარელო :* და ყველას დიდი მადლობა მეგობრებო.
2014, 27 დეკემბერი, 14:42
საინტერესო სტატიაა,ბევრი აქამდე უცნობი ფაქტი წავიკითხე.
2014, 7 დეკემბერი, 13:45
კაი იყო... XD
2014, 4 დეკემბერი, 15:41
საშინლად იმოქმედა ამ სტატიამ ჩემზე, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე ბოლომდე რომ არ წამეკითხა :(
2014, 2 დეკემბერი, 20:08
პრაქტიკულად ბოროტმოქმედი მეცნიერები ყოფილან.
2014, 2 დეკემბერი, 19:54
აი ტყუილა კი არა ამბობენ წინაპრები ბევრი კითხვა აშტერესო:))))))))))))))) ესენი მეცნიერები კი არა პსიქოპატები ყოფილან
2014, 2 დეკემბერი, 18:48
საინტერესო იყო.......ამათ მაზოხისტიმეცნიერები უნდა ერქვათ
0 1 7