x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მატყუარა მამაკაცების 10 ძირითადი ფრაზა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ საწოლში ჩაგითრიონ
ქალების უმეტესობას ყურების (სმენის ორგანო) საშუალებით უყვარდება ესა თუ ის მამაკაცი. რა თქმა უნდა ყველა ქალს უყვარს მოისმინოს ქათინაური და ის მზრუნველი თბილი სიტყვები, რომელთაც მამაკაცები ჩვენს მიმართ ნამდვილი სიყვარულის დროს გამოხატავენ. თუმცა ქალების ძალიან მცირე ნაწილი თუ ხვდება მამაკაცი ნამდვილად გულიდან წამოსულ აღნიშნულ სიტყვებს ეუბნება თუ არა ურთიერთობის დროს აღნიშნულ სიტუაციაში. როგორც იტყვიან "ქურდს რა უნდა?- ბნელი ღამე"-ო; ასეა მამაკაცების საქმეც, შეატყობენ რა გოგონას ადვილად "იკერება", არ იშურებენ მათ მიმართ მზრუნველ, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე სიტყვებს მიზნის მისაღწევად, ამ დროს ხომ გარკვეული ინტრიგებით, ბანალური პირფერობით, პათოსი რომანტიული კლიშეებითა და გარკვეული ზეწოლით ადვილად ახდენენ მანდილოსნების საწოლში ჩათრევას. მაშ, რომელ ძირითად 10 ფრაზას არ უნდა ვენდოთ, რათა ამ ტირანების მორიგ მსხვერპლად არ აღმოვჩნდეთ მათთან საწოლში?

image



1. "ჩაიზე ხომ არ დამპატიჟებდი 10-ოდე წუთით"?



თითქოს რომელიმე უძველესი ფილმის ასევე უძველესი ფრაზაა, თუმცა დღესაც ხშირად ხდება მსგავსი, როდესაც მამაკაცს მხოლოდ იმის სურვილი აქვს მიზანს როდის მიაღწევს და საწოლში როდის შეგითრევთ. აბა დაფიქრდით, ჩაიზე არ შეუძლია თავად დაგპატიჟოთ რომელიმე, თუნდაც იაფფასიან კაფეში? ხოდა თუ მსგავს შემთხვევას გადააწყდებით და არ ხართ მზად იმისათვის, რომ გქონდეთ მასთან ინტიმური ურთიერთობა, აჯობებს თავიდან აიცილოდ მოსალოდნელი და უპასუხოდ, რომ სხვა დროს დაპატიჟებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ დათანხმდებით და დაპატიჟებთ, ის აუცილებლად იტყვის, რომ თქვენ მორიგი ფანტასტიური, გულუბრყვილო გოგონა ხართ მისთვის.

image




2. "ამომიარე, კარგ ფილმს ვუყუროდ".


თუ თქვენ ამ შემოთავაზებამდე ადრე არ გქონიათ სექსი, იცოდეთ რომ პარტნიორი სწორედ ამ ინტრიგებს ხლართავს, ის უთუოდ შეარჩევს თქვენს რომელიმე საყვარელ რომანტიულ ფილს, სანთლებსა და ღვინოს. ასე, რომ ასეთ შემთხვევაში მზად იყავით რომ საღამო სექსით დასრულდება.

image




3. "მოდი წამოვწვეთ, უბრალოდ ჩაგეხუტები".


ეს ვულგარულობა - პრეროგატივაა ახალგაზრდული ცდუნებისა, ვიდრე მოზარდული ურთიერთობისა. მამაკაცები ტექნიკურად ცდილობენ ამ გზით თქვენს ცდუნებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მეტად ეწყობათ ხელი გაცდუნონ სექსისთვის.

image





4. "არასოდეს დაგთმობ".


შთამბეჭდავია, თუმცა ამ სიტყვებზე ყოველთვის რომელიმე მექსიკური, ბრაზილიური, ან თუნდაც თურქული სერიალი მახსენდება. ჭკვიანი ქალი კი ამ სიტყვების ანკესს არ წამოეგება.

image




5. "ყოველთვის შენთან ვიქნები".


თქვენი პარტნიორი ექსტრასენსია თუ რა?! საიდან უნდა გათვალოს ამ სიტყვების პროგნოზი? სასიყვარულო ურთიერთობებს ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ ახლავს შეურიგებელი უთანხმოებები, ამიტომ წინასწარ ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ სულ თქვენთან იქნება. თუმცა, მატყუარა დონჟუანის საქმიანობაც სწორედ ესაა-გაცდუნოთ.

image





6. "ჩემი ოცნების ქალი ხარ".


ოჰო, ასე მალე? რაღა თქმა უნდა აღნიშნული სიტყვები ყველა ქალის სულს ბალზამივით ედება, თუმცა ძალიან ბევრი პათოსია მასში. საკმარისია დატოვოთ ცოტახნით თურქეთის რომელიმე საკურორტო სანაპიროზე და მაშინვე აეხსნება მის სახეს ნიღაბი.

image




7. "ბავშვებზე ვოცნებობ და მზად ვარ სერიოზული ურთიერთობისთვის".


თუ ამის მთქმელმა პარტნიორმა 40 წელს გადააბიჯა, მაშინ შესაძლოა დაუჯეროთ, ვინაიდან დაგვიანებულ ასაკში მაკაცაცებს სწყურიათ ოჯახი, თუმცა თუ კი აქამდე არ გადაუდგამს ბევრი ყოყმანის შემდეგ ეს ნაბიჯი, თქვენთან რატომ ჩქარობს? კარგად დაფიქრდით, ვინ იცის თქვენს ბინას, ქონებას ან ფინანსებს დაადგა თვალი და ამ გზით აპირებს მათ დაეპატრონოს (რაღა თქმა უნდა თუ გაგაჩნიათ "ქონება").

image





8. "ჯერ არ დავმშვიდობებულვართ ერთმანეთს და უკვე მენატრები".


არ გამოირიცხება, რომ ეს ფრაზები იყოს ჭეშმარიტი, თუმცა მაინც იმ კატეგორიის მამაკაცები ამბობენ, ვინც მოვლენებს ყოველთვის უსწრებენ. თუმცა არ გამოირიცხება ის ფაქტიც, რომ შესაძლოა იტყუებიან, უბრალოდ უნდა გადაამოწმოთ თქვენი "რომეო".

image





9. "ხომ გამაცნობ შენს მშობლებს"?


თქვენ გგონიათ მამაკაცი თქვენთან სექსამდე მართლა ისურვებდა მათ გაცნობას? ეს უბრალოდ თქვენს დასაბნევად შეიძლება გააკეთოს, ამიტომ ფრთხილად იყავით.

image





10. "მე მჯერა ქალსა და მამაკაცს შორის არსებული მეგობრობის".


ბრწყინვალე ორიგინალურობაა. არსებობს ამ წინადადების სიღრმისეულობა? სტატისტიკით 90%-ზე მეტ მამაკაცს ქალთან მეგობრობა არ შეუძლია. ასეა რეალობაში, მშფოთვარე დღესასწაულების ღამეებს, მზაკვრულად ბუნდოვანი შეუძლია გახადოს მათი მეგობრობა. ამ დროს მამაკაცის ფსიქოლოგიური პორტრეტი რთულია, ვინაიდან მსხვერპლი (თქვენ) ერთდროულად საინტერესო და საშიშ კლანჭებში შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ სრული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ.

image

3
2859
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2859
  
2014, 17 ნოემბერი, 14:01
საინტერესოა:-)
2014, 17 ნოემბერი, 12:39
:D:D:D
2014, 15 ნოემბერი, 21:25
ასწორეებს........
0 1 3