x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი2)
გასული სამი კვირის წინ, გესაუბრეთ სტატიით "დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია"- დროის საიდუმლოებების 5 ნაწილზე, პაუზის შემდეგ კი მინდა გამცნოდ მომდევნო ხუთეული, რომლებიც ასევე დროის საიდუმლოს წარმოადგენენ და თავიანთი ორაზროვანი წარმოჩენით, დრო და დრო გაკვირვებას გვბადებს. მათ, ვინც თვალ-ყური ადევნა სტატიას, დარწმუნებული ვარ მომდევნო ხუთეული გაახარებს, ხოლო ვინც ვერ მოახერხა მათი წაკითხვა, ყოველი შემთხვევისთვის ლინკს დავდებ.


http://intermedia.ge/სტატია/55266-დროის-10-საიდუმლო-რომლებიც-დღემდე-იდუმალ-ჩიხშია-ნაწილი1/167/



6. დრო და ნარკოტიკი.

შეიძლება თუ არა ნარკოტიკმა შეგვიცვალოს დროის შეგრძნება? ზოგადად ეს საკითხი დამოკიდებულია თვით პრეპარატსა და გარემოებაზე. ნარკოტიკების მიღება, რომ ამორალურია ეს ერთი საკითხია და მოქმედებს თუ არა დროის შეგრძნებაზე, ბევრმა მტკიცებულებამ აჩვენა რომ დაუზუსტებელია. გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით "ოპიუმსა" და "პსიხედელიას" მოქმედების შემდგომ დროის აღქმა ნელდება. ოპიუმზე დამოკიდებული ინგლისელი ვინმე Tom De Quincey ამტკიცებს, რომ ოპიუმის მოქმედების ქვეშ მყოფმა როდესაც გაატარა ერთი ღამე, მოეჩვენა თითქოს ეს მთელი 70 წელი იყო. იგივე გრძნობაზე საუბრობს Aldous Huxley, რომელიც "მესკალინისა" და "LSD"-ს მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ვირთხებზეც ჩაატარეს, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვირთხები გადაადგილების და კვების საკითხს სრულიად ნორმალურად ეკიდებოდნენ, ხოლო როდესაც მათ შეუყვანეს ინექციით პრეპარატი "მეტამფეტამინი", რეაგირებდნენ ძალიან ნელა, რაც იმის დასტურია რომ დროის აღქმა შენელდა.


image





7. ასაკი და დრო.

"ეს დიდი ხნის წინ იყო"- ალბათ ხშირად გესმით წარმოთქმული ეს ფრაზები მოხუცებისგან, რომლებიც მხოლოდ გუშინ იყო სინამდვილეში. ეს ილუზია კი ამტკიცებს, რომ თითქოს დრო ჩქარობს ასაკში, ეს უბრალო პროპორციაა. როდესაც ვრჩებით მარტოსულნი, დროის აღქმაც ჩქარდება. ჩვენს ტვინს გააჩნია გადასვლის ტენდენცია, კერძოდ კი დღეში მომხდარ უამრავ ერთნაირ მოვლენას მეხსიერებით გადაახტეს, ფაქტობრივად გასული დრო მეხსიერებამ ვერ გადაამუშავა. თუნდაც ის ფაქტი, როდესაც მოგზაურობაში იმყოფებით და დრო ხანგრძლივი მოგეჩვენად, შინ დაბრუნებამ კი უცებ გაირბინა, თუმცა ასაკში კი ჩვეულად იჩქარებს დრო. ამიტომ იყავით სპონტანური და დაანგრიეთ ძველი ნაცრისფერი კედლები, რომ დრო კვლავ შენელდეს.

image





8. დროის ციკლური ხასიათი.

ჩვენი კულტურის ყველაზე დიდი ნაწილია ხაზოვანი დრო მომავალში. არასოდეს აღარ იქნება მომდევნო დროში 21-ე საუკუნე და 2014 წელი, მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემური ბრუნვა ციკლურია (განმეორებადი), ხოლო ადამიანის სიცოცხლე კი ცალ, ხრივი გზა. ციკლური სამყაროს იდეა მრავალმა თეორიამ წამოაყენა. იმის ნაცვლად, რომ დრო სრულიად გაფართოვდეს, რხევითი სამყარო დიდი დაშლის შემდეგ ისევ და ისევ იწყება დასასრულის გარეშე. სავარაუდოდ კი ბნელ ენერგიას შეუძლია გაააქტიუროს ვიბრაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყნის აღსასრული.

image





9. დროის სიღრმისეულობა.

ადამიანის გონება არის ძალიან რთული, ვინაიდან მოიცავს ფართომასშტაბიან დროის ერთეულს. ერა და ეპოქა- რთული სიტყვებია გასაცნობიერებლად. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოღებული დროის ერთეული სრულიად გაუგებარია და უფრო უცნაურია ის, რომ დროს გააჩნია სიღრმე. დრო იზომება მილიარდობით წლების წინიდან, რადგან სამყარო შეიქმნა 4, 6 მილიარდი წლის წინ. ბევრმა ადამიანმა დროის ფანტასტიური გრაფიკები არ მიიღო, ვინაიდან მათმა ტვინმა ვერ შეძლო მათი გააზრება და ხაზს უსვამს, რომ დედამიწა შეიქმნა 6000 წლის წინ, როგორც ეს ბიბლიაშია მოცემული.

image





10. დროის უსასრულობა.

წარმოიდგინეთ გრანიტის დიდი კუბი, რომელიც მეორდება ათასობით კილომეტრების მანძილზე, ხოლო წელიწადში ერთხელ ერთი და იგივე დროს მოფრინდება ყვავი, რომელიც აპრიალებს კუბებს მხოლოდ 1 წუთში. წაშლილი კვალი წარსულს ბარდება და იწყება ახალი მარადისობა. ეს ანალოგი მეტყველებს დროის იმ მონაკვეთზე, რომელიც ერთ დღეს შეიძლება დასრულდეს. უსასრულობა ამავდროულად, არის უსასრულო და უსაზღვრო განმარტება. მარადისობის თეოლოგია არსებობს გარკვეულ ღირებულებებზე: "უსასრულო ცხოვრება სიკვდილის შემდეგ", ეს არის ვარაუდი, რომ გონება და სული იცხოვრებს სიკვდილის შემდეგ და რომ ზოგიერთი სული გააგრძელებს არსებობას.

image


4
459
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
459
  
2014, 6 ნოემბერი, 13:03
დიდი მადლობა ყველას.
2014, 6 ნოემბერი, 12:59
მილიონი რესპექტი ჩემგან
2014, 5 ნოემბერი, 14:22
ძალიან საინტერესო და შემეცნებითია და ვწუხვარ რომ ბევრს არ დააინტერესებს
2014, 5 ნოემბერი, 13:59
საინტერესოა როგორც ყოველთვის.
0 1 4