ჯანმრთელი კვება პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ 2014, 23 ოქტომბერი, 19:22 კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობისთვის კვება ერთ-ერთი უპირველესია ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა კვება ერთია და ჯანმრთელი და სწორი კვება კიდევ მეორე, ცალკე საკითხი. ისიც ცხადია, რომ ბევრი საკვები დაბალ ტემპერატურაზე ყოფნას საჭიროებს ვარგისიანობის შენარჩუნების მიზნით, არსებობენ პროდუქტები, რომლებიც თურმე მაცივარს არ საჭიროებს, თუმცა ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც კი იცოდა. დღევანდელი სტატიაც სწორედ კვების რაკურსით, კერძოდ კი საკვები პროდუქტების სარგებელი მიმართულებით გამოყენებაზე გვექნება, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი საწინდარი გახება.
გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ ესაჭიროებათ მაცივარი. 1. ავოკადო. ავოკადოს ხიდან კრეფენ მანამ, სანამ იგი სრულად დამწიფდება, ამიტომ მისი ყიდვის შემთხვევაში, თუ აპირებთ ავოკადოს საკვებად მალე გამოყენებას, გირჩევთ არ შეინახოთ მაცივარში, ვინაიდან სიცივე აფერხებს მისი დამწიფების საკითხს და პირიქით, თუ ჯერ არ აპირებთ მის გამოყენებას, აჯობებს შეინახოთ მაცივარში, რათა მალე არ დამწიფდეს და არ გაფუჭდეს გამოყენებამდე. 2. კარტოფილი. კარტოფილის მაცივარში შენახვა გამოიწვევს სახამებლის შაქრად ქცევას, ამიტომ თუ გვინდა შევინარჩუნოთ მისი ბუნებრივი გემო, შევინახოთ ქაღალდის ჩანთებში უბრალოდ გრილ ადგილას, ვინაიდან ჰაერგაუმტარი ტომსიკები გამოიწვევს მის ლპობას. 3. ნიორი. ნიორი შესანიშნავად ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მაცივარი და სინესტე კი ხელს უწყობს მის გაფუჭებას და ეთერზეთების მოქმედების შესუსტებას. ერთადერთი გამონაკლისია გარჩეული, დანაყული ნიორი თავდახურული კონტეინერით შეინახოთ მაცივარში მხოლოდ ხანმოკლე დროით. 4. პური. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ პური ხდება ნოტიო და ადვილად ფუჭდება, როდესაც მას ინახავენ მაცივარში. კრისტალიზაციის პროცესში სახამებლის მოლეკულები კარგავენ გემოს, ამიტომ უნდა შევინახოთ იგი ოთახის ტემპერატურაზე და არა უმეტეს 4 დღისა. 5. ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი ინახება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ( 2 წელი) სხვა ზეთებთან შედარებით, თუ მას ინახავთ სწორად. ყველა საჭირო და სასარგებლო თვისება რომ შევუნარჩუნოდ, ამისათვის უნდა შევინახოთ მინის, კალის ან ფოლადის თავდახურული კონტეინერით გრილ და ბნელ ადგილას. მაცივარში ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას. 6. თაფლი. კარგად მოგეხსენებათ, რომ თაფლი ალბათ ერთადერთი პროდუქტია, რომელიც არ ფუჭდება, თუმცა არასწორად შენახვის პირობებში კარგავს ასევე სასარგებლო თვისებებს, კერძოდ კი უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას, თავდახურული კონტეინერით არაუმეტეს 20-24 გრადუსისა, ვინაიდან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გააფუჭოს, ხოლო დაბალმა ტემპერატურამ კი დააჩქაროს კრისტალიზაციის პროცესი. 7. რეჰანი. რეჰანს უყვარს სითბო და ამიტომ მალე ფუჭდება მაცივარში ნოტიო ტემპერატურაზე. ახალი რეჰანი შეგიძლიათ ხანგრძლივად შეინახოთ, თუ ჩადებთ წყლით სავსე ჭიქაში და ყოველ დღე გამოუცვლით წყალს. რეჰანი ასევე ინახება მშრალ, პოლიეთილენის კოლოფში, რომელსაც ვენტილაციისთვის გავუკეთებთ რამოდენიმე ხვრელს. 8. ყავა. არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ ყავა მაცივარში, ვინაიდან ის დაკარგავს არომატს და აღარ იქნება ისეთი სტიმულატორი, როგორადაც გევლინებათ თავისი კოფეინის გამო. 9. ხახვი. არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ კანიანი (ქერქი) ხახვი მაცივარში, ვინაიდან სინესტე იწვევს მის ლპობას. ამავე დროს მინდა შეგახსენოდ, რომ თუ გაფცქვნილ ხახვს დაჭრამდე ცოტა ხნით ადრე შევინახავთ მაცივარში, ის აღარ იქნება მწარე და ცრემლდენასაც ავიცილებთ თავიდან. 10. პომიდორი. ვისაც გაქვთ ბოსტანსა თუ სათბურში მუშაობის გამოცდილება, გეცოდინებათ, რომ პომიდორს საშინლად არ უყვარს სიცივე, ვინც არ იცით კი გაიგებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ პომიდორი ცივ ადგილას, ვინაიდან ის კარგავს სასარგებლო თვისებებს და აღარ არის ისეთი გემრიელი და ვარგისიანი მაცივარში შენახვის შემდეგ, ამიტომ უმჯობესია იქონიოთ სამზარეულოს თაროზე, ოთახის ტემპერატურაზე. 4071 22-ს მოსწონს
|