x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყველაზე სასტიკი მმართველები კაცობრიობის ისტორიაში, რომელთა დაბრუნებას არ ისურვებდით
კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მართვა ოდითგანვე ერთ მოხელეს ევალა. უწინ თუ მეფეები უძღვებოდნენ ქვეყნის მმართველობის და აღორძინების საკითხს, რაც შემდეგ თაობებს გადაეცემოდა, დღეს ისინი პრეზიდენტებმა ჩაანაცვლეს, რომელთაც ხალხი ირჩევს. "პოლიტიკა ძალიან ბინძური საქმეა"-ო ამბობენ, ხოდა მეც მეტ-ნაკლებად ვერკვევი ამ საკითხში, თუმცა მინდა წარმოგიდგინოთ 10 ის სასტიკი მმართველი ჩვენი ქვეყნისა, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში რკინის ხასიათისა და უმოწყალო გულის გამო.



1. Amin Idi. ყველაზე სასტიკი მმართველი- პრეზიდენტი და დიქტატორი უგანდაში იყო ამინი 1971-1979 წლებში. მისი მოღვაწეობის პერიოდი ხასიათდება ადამიანთა უფლებების დარღვევით, პოლიტიკური რეპრესიებით, ეთნიკური დევნით, მკვლელობებითა და უხეში შეფასებებით. სწორედ მისი მოღვაწეობის ხანა ითვლის 80 000-დან 500 000-მდე მკვლელობას. სძულდა ევროპელები, ამიტომ მისი დევიზი იყო ემართა ევროპა და ევროპელები. 2003 წლის 20 ივლისს ამინი გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობით საუდის არაბეთში, მეფე Faisal-ის კლინიკაში.

image




2. Attila Hun. 434- 453 წლებში ჰუნების იმპერიის ლიდერი იყო ატილა, იმპერიისა, რომელიც გადაჭიმული იყო მდინარე ურალიდან მდინარე რინამდე და მდინარე დუნაიდან ბალტიის ზღვამდე. დასავლეთ ევროპაში მას იხსენებენ, როგორ სასტიკი და ხარბი. მან ორჯერ გადალახა დუნაი და ააოხრა ბალკანეთი, თუმცა ვერ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. სცადა საფრანგეთის დაპყრობაც და გადაკვეთა ახალი ორლეანი, სადაც ბრძოლა წააგო. მოგვიანებით კი შეიჭრა იტალიაში და გაანადგურა დასავლეთ პროვინციები, მაგრამ ვერ მიიღო რომი. 452 წელს კვლავ შეიჭრა იტალიაში და ააოხრა მისი დიდი ტერიტორია. 453 წლის დასაწყისში ატილა საკუთარი ქორწილის პირველ ღამეს, საკუთარ სისხლში დაიხრჩო. (სიკვდილი დაგეგმილი იყო ალბათ)


image





3. Genghis Khan. ჩინგის ხანი იყო დამფუძნებელი და იმპერატორი მონღოლეთის. მან გააერთიანა და გააფართოვა მონღოლთა იმპერია, მონღოლთა ცალკეული ტომების დაპყრობითა და მიერთებით, რის შემდეგაც ჩამოაყალიბა სახლემწიფოს მოწესრიგებული სამხედრო.

image






4. Pol Pot. პოლ პოტი იყო ლიდერი და პრემიერ-მინისტრი კამბოჯაში 1976 -1979 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში კომუნისტურმა მთავრობამ განიცადა რადიკალური მასობრივი ევაკუაცია. მისი მმართველობის ქვეშ დაიღუპა მილიონზე მეტი ადამიანი - იძულებითი შრომით, შიმშილით, ავადმყოფობით, წამებითა და სიკვდილით დასჯით.

image





5. Vlad the Impaler. ვლად III-ე ვალაქიას პრინცი, იყო განთქმული თავისი სასტიკი სიკვდილით დასჯის მეთოდით. ოსმალეთი და ბალკანეთი სწორედ რომ მასიური სიკვდილითა და შემოსევებით დაიპყრო. თავისი სისასტიკის გამო სწორედ იგი გახდა "ვამპირი დრაკულას" შთაგონების წყარო. მარტო Amlas-ის მოსახლეობის 20 000 ადამიანი- კაცი, ქალი თუ ბავშვი ჰყავს ნაწამები და მოკლული. მისი წამების ფორმები შემდეგნაირი იყო: ცოცხალ ადმიანს აგდებდნენ მდუღარეში, კვეთავდნენ თავს, დათხრიდნენ თვალებს, ჩამოახრჩობდნენ, დაწვამდნენ, ცოხლად მარხავდნენ და ა.შ, ხოლო ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებდა, როდესაც მსხვერპლს აჭრიდა ცხვირს, ყურებს, კიდურებს, სექსუალურ ორგანოებს. ამ ყოველივეს ყურების დროს კი ვლადს შეეძლო მიერთვა პარალელურად სადილი და დაელია სასმელი.

image





6. Иван Грозный. ივანე IV ვასილის ძე ასევე ცნობილი როგორც ივანე მრისხანე, იყო დიდი მმართველი მოსკოვისა 1533-1547 წლებში. ისტორიული წყაროები პიროვნების ინფორმაციის შესახებ მიმოფანტულია. იგი აღწერილია, როგორც ინტელექტუალური და ღრმად მორწმუნე, მაგრამ მიდრეკილება ჰქონდა შემთხვევით განრისხებასა და ფსიქიკური არასტაბილურობისკენ. ასევე ახასიათებენ, როგორც პარანოიდალურ მოვლენებში ეჭვმიტანილსა და პიროვნულ გაორებაში. იგი 1584 წლის 28 მარტს გარადაიცვალა და დღემდე უცნობია ნამდვილად ავადმყოფობით გარადაიცვალა თუ მოკლეს.

image





7. Adolf Eichmann. დაიბადა 1906 წლის 19 მარტს ქალაქ Rhine Valley-ს პატარა საწარმოში. იგი იყო ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ისრაელის სახელმწიფოში იგი ებრაელების მიერ იყო ეჭვმიტანილი ნაცისტურ განადგურებაში. "ხუთი მილიონი ებრაელის სიკვდილი აძლევს ჩემს სინდისს ექსტრაორდინალურ კმაყოფილებას"- გახლავთ ადოლფ ეიჩმანის სიტყვები.

image





8. Leopold II. ლეოპოლდ მეორე იყო ბელგიის მეფე და მან ისტორიას თავი დაამახსოვრა კონგოს სასტიკი ექსპლუატაციით. მმართველი დაკავებული იყო კაუჩუკისა და სპილოს ძვლის მოპოვებით, რასაც მძიმე და სასტიკი სამუშაოები ახლდა და სწორედ ამის გამო 3 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

image





9. Adolf Hitler. ადოლფ ჰიტლერი იყო ლიდერი ეროვნული სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიისა და გერმანიის კანცლერი 1933-1945 წლებში. ნაციზმის ბაზის ცენტრში იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჰიტლერის პოლიტიკის გამო დაიღუპა რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი, მათ შორის გენოციდისას 6 მილიონი ებრაელი. 1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, უკბინა ციანიდის კაფსულას და თან თავში იარაღი ისროლა.

image






10. Иосиф Виссарионович Сталин. სტალინს ჰქონდა ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა, ვიდრე სხვა რომელიმე მმართველს ნებისმიერ დროს. იგი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ბელადი იყო კაცობრიობის ისტორიაში. საბჭოთა კავშირი 29 წლის განმავლობაში ეჭირა. 1930 წელს მისი პოლიტიკის გამო მილიონობით ქრისტიანი გლეხი შიმშილით დაიუპა, ხოლო საერთო ჯამში სიკვდილით დასჯილთა რიცხვი საკუთარი ქვეყნის მოქალაქისა 20 მილიონზე ავიდა.

image

25
2526
17-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2526
  
2020, 15 მარტი, 12:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 მარტი, 12:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 იანვარი, 4:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 25 ოქტომბერი, 12:44
რა თქმა უნდა გაზვიადებულია, ესე ჩადეს პროსტა ვიკიპედიაში,რომ კარგად გამოეყვანათ ტირანად..... 5 მილიონზე მეტი არ დაღუპულა იმ დროს,არის დამამტკიცებელი ფაქტები,საბუთები,რომელიც ინახება არქივში,სსრკს სახელმწიფო არქივში
2014, 25 ოქტომბერი, 12:40
პინოჩეტი ???
2014, 8 ოქტომბერი, 14:55
რა ვიცი აბა. სტატიის წერისას ავღნიშნე, რომ პოლიტიკისგან თავიდანავე შორს ვიყავი, რუსული საიტიდან ვთარგმნე ეს სტატია და იქ სწორედ ასე ეწერა. 29 წელი თუ საბჭოთა კავშირი ეკავა, მას შემდეგაც და მანამდეც იქნებოდა და... არა გასაკვირი 40 წლის მანძილზე დაეხოცა ამდენი, რა ვიცი აბა, რა გითხრა.
2014, 8 ოქტომბერი, 14:49
კარგი, მაგრამ ბოლოში 20 მილიონი გაზვიადებული მგონია მაინც...
2014, 8 ოქტომბერი, 14:26
მადლობა ვიო ;)
2014, 8 ოქტომბერი, 14:12
სერიოზული ნამუშევარია, ყოჩაღ მაკა
2014, 7 ოქტომბერი, 22:47
ოფიციალურად ეგრეა:) არაფრის
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10