x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უცხოპლანეტელთა არსებობის ისტორიული მტკიცებულება
თეორიული დებულებით ვისაც სჯერა უცხოპლანეტელების არსებობა, მაშასადამე ეს არსებები არიან ექსცენტრიული ჯგუფის ხალხი, რომელთაც თავზე გააჩნიათ "ფოლგა". ინფორმაციები მათ არსებობაზე მერყეობს გამორიცხვად და სასაცილო დიაპაზონად. უკანასკნელი რამოდენიმე ათწლეულის წინ, მაგალითად 60-70-იან წლებში იყო უამრავი წიგნი, ტელე შოუები, დოკუმენტური ფილმები და სახელმწიფო კვლევითი პროგრამები უცხოპლანეტელთა შესახებ, თუმცა არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, რომელთა სიღრმეში მეცნიერები ვერა და ვერ ჩაძვრნენ და დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ატარებენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. სწორედ ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელ სტატიაში ყველა ის ფაქტი, რომლებიც ისტორიულად მოწმობს მათ არსებობას.


1. გიზის პირამიდები.

ყველასათვის ცხადია ისტორიული წყაროებიდან, რომ ეგვიპტის პირამიდები, რომლებიც საუკუნეებს ითვლის, მონების მიერაა აგებული. თუმცა, თუ ერთ, მეტად მნიშვნელოვან დეტალს გავითვალისწინებთ, უმალ შეგვეცვლება წარმოდგენა იმაზე, ნამდვილად ააგეს მონებმა თუ არა. კერძოდ კი- გრძელი განედისა და მერიდიანის კვეთაა შეხვედრების წერტილზე და ეს ყოველივე მაშინ, როცა ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდა ადამიანს დედამიწის ფორმის შესახებ. მაშასადამე ეგვიპტელი მონები ვერ შეძლებდნენ პირამიდების აგებას. დამთხვევაა თუ ცივილიზაციის ლოგო??!

image





2. Wiman.

მაჰაბჰარატა და რამაიანა - უძველესი ინდური ეპოსია, რომელიც წარმოადგენს დიდ ბრძოლას ცაში. მასში ჩართულია საიდუმლო თვითმფრინავი, რომელსაც ეწოდება Viman. იგი აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით- ატომური ბომბის მსგავსით და შეეძლო თავისი სიძლიერით, არაამქვეყნიური მოვლენის ჩადენა. ეს იმდენად შორეულ წარსულში ხდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო უცხოპლანეტელთა ჩარევის გარეშე მისი არსებობა. სხვადასხვა უცხოელთა ჩარევის შედეგად, უამრავი ეპიკური წიგნიც კი დაიწერა მასზე.

image





3. Pacal-ას სარკოფაგები.

Pacal-ი იყო ცნობილი მმართველი 7-ე საუკუნეში ქალაქ Palenque-ში. გარდაცვალების შემდეგ იგი დაკრძალეს იდუმალი წარწერების მქონე ტაძრის სარკოფაგებში. სწორედ ეს სარკოფაგები გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები Maya-ს კვლევებისას და ძლიერი მტკიცებულება უცხოპლანეტელთა არსებობისა, ვინაიდან UFO-ს მკვლევარების დებულებით, სარკოფაგზე გმოსახულია Pacal-ი კოსმოსურ ხომალდში (მფრინვ თეფშში) პირში ჟანგბადის ბალონის მილით.

image






4. პუმა პუნკუ.

პუმა პუნკუ მდებარეობს ბოლივიის მაღალ მთებში და წარმოადგენს უდიდესი ბლოკების კომპლექტს, რომელიც მოჩუქურთმებულია სხვადასხვა სახის გამოსახლებით. ბლოკები 1000-ზე მეტ წელს ითვლის, თუმცა მასზე ამოტვიფრული გამოსახულებებისთვის საჭირო ინსტრუმენტები იმ დროისათვის არ არსებობდა. დებულებას კი ისევ უცხოპლანეტელებთან მივყავართ, ვინაიდან ასეთ ოსტატობას იმ დროს ადამიანი ვერ მიაღწევდა, ამიტომ ან თავად უხოპლანეტელებმა შექმნეს იგი, ან ადამიანებმა, რომელთაც ყველა საჭირო ხელსაწყო უცხოპლანეტელებმა მისცეს.

image





5. Nazca-ს ხაზები.

ისტორიული წყაროებით ითვლება, რომ Nazca-ს ხაზები შექმნეს Nazca-ს ტომელებმა, რომლებიც პერუში ცხოვრობდნენ 300- 800 წლებში. ეს ხაზები გიგანტურ გეომეტრიულ ფიგურებსა თუ ცხოველებს წარმოადგენს, რომელთა დანახვაც მხლოდ დიდი სიმაღლიდანაა შესაძლებელი. (დანახვაში ამ ფიგურების გარჩევა მოიაზრება). ეს ხაზები შექმნილია საავიაციო გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე, თუმცა შეიქმნა სწორედაც რომ რაღაც ობიექტის დაშვების მიზნით. ამ დებულებასაც უცხოპლნეტელებამდე მივყავართ.

image





6. შუმერული ცივილიზაცია.

უძველეს შუმერებს სჯეროდათ, რომ წარმოიშვნენ უცხოპლანეტელებისგან- ცივილიებული ანუკაკებისგან, რომლებიც დედამიწაზე სხვა პლანეტებიდან და ვარსკვლვებიდან ოქროს მოსაპოვებლად ჩამოფრინდნენ. ადგილიც შუმერებთან ჰპოვეს, რათა ისინი ემუშავებინათ ძვირფასი ლითონების მისაღებად და მოსაპოვებლად. საინტერესოა ის, რომ ნეტავ მართლა თუ შეხვედრიან შუმერები უცხოპლანეტელებს? წინააღმდეგ შემთხვევაში ასე ცრუთ არ აიგებოდა მათი რწმენა.


image





7. ნახატი მადონა წმ გიოვანინოსთან ერთად.

მადონა წმ გიოვანინოსთან ერთად ერთ-ერთი ცნობილი მხატვრული ნამუშევარია, რომელიც მხარს უჭერს უცხოპლანეტელების არსებობას. ნახატი შესრულებულია 15-ე საუკუნეში Domenico Ghirlandaio-ს მიერ. სურათზე ვხედავთ ღვთისმშობელს, ხოლო მის უკანა ფონზე კაცს, რომელიც უყურებს ცაში, მფრინავი თეფშის მსგავს გამოსახულებას. სწორედ ეს მტკიცებულება უკავშირდება უცხოპლანეტელთა არსებობას.

image




8. მოაის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე.

მოაი არის 887 ადამიანის გიგანტური ქანდაკება, რომლებიც აღმართულია აღდგომის კუნძულზე უკვე 500 წელზე მეტია. თითო ქვა 10 მეტრი სიმაღლისაა, 14 ტონას იწონის და ყოველ წელიწადს 5 სანტიმეტრით იზრდება. იმის გათვლისწინებით თუ რაოდენ სერიოზული შესრულბაა ამ ობიექტების და მათი სტრატეგიების გათვალისწინებაც, მიგვიყვანს ისევ უცხოპლანეტელების დასკვნამდე. ისტორიკოსებიც ამ გიგანტური ქვების მოვლენას სწორედ რომ უცხოპლანეტელებს უკავშირებენ. მოაი ის ისტორიული და ამოუცნობი ობიექტია, რომელთა შესახებ ჩვენ მაინც ვერას გავიგებთ.


image
image
image
image





9. სტოუნჰენჯის ლოდები.

სტოუნჰენჯის ლოდების საიდუმლო უკვე ათასობით წლებია ჩრდილში ამოუცნობად რჩება. ამ გიგანტური ლოდების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ისტორიკოსები და ინჟინერები დღემდე იჭყლეტავენ ტვინს, რათა ჩასწვდნენ მისი წარმოშობის მიზეზსა და არსს- თუ როგორ და ვინ მოაგროვა ეს უმძიმესი ლოდები ამ ადგილას და დააწყო ერთმანეთზე ნეოლითის პერიოდის ხალხმა, 5000 წლის წინ რა იცოდა მათი სრულყოფილი განლაგება მზისა და მთავრის სისტემის ბალანსირებულად.

image





10. უცხოპლანეტელი და ბიბლია.

ბიბლია ეს არის ერთ-ერთი უძველესი ტექსტური წიგნი, რომელსაც რელიგიური თვალსაზრისით უდიდესი ღირებულება გააჩნია. მეცნიერები და მკვლევარები ადგენდნენ თუ რამდენად ემთხვეოდა ბიბლიაში მოხსენიებულ მოვლენებს მიმდინარე მოვლენები. ეზეკიელი წინასწარმეტყველის სიტყვებს "ცაში არსებულ ცეცხლოვან ეტლსა და ქერუბიმებს მბჟუტავი ნათებით" მეცნიერები და მკვლევარები უკავშირებენ უცხოპლანეტელებს, რომ რელიგიის მიმდევარი ხალხის თქმით ცაში არსებული ანგელოზები, სწორედ რომ უცხოპლანეტელები არიან. ვიცი ყველა მორწმუნე უარყოფს ამ ფაქტს, თუმცა UFO-ს მკვლევარები მტკიცედ არიან დარწმუნებულნი თავიანთ დებულებაში.


image



14
3398
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3398
  
2018, 14 სექტემბერი, 21:58
მადლობა თქვენ დადებითი კომენტარისთვის.
2018, 14 სექტემბერი, 21:53
ძალიან საინტერესო სტატია მადლობა
2017, 29 ივლისი, 21:30
დამილინკებ ძმურად
2017, 29 ივლისი, 21:27
რა გაქვს ნანახი?
2014, 27 სექტემბერი, 22:42
რონგო რონგო -ეს აღდგომის კუნძულის მცხოვრებლების დამწერლობა დღემდე არაა გაშიფრული...
2014, 27 სექტემბერი, 22:38
თქვენი მტკიცებულებები უმეტესობა ინტერნეტ საიტებიდან არის ამოღებული - საკმაოდ დიდი შრომა გასწიეთ – აქ კი უმეტესობა არა საკმარისად განათლებული ხალხი ცხოვრობს - ისინი ამბობენ რომ სანამ თვითონ არ ნახავენ ufo ს არ გვჯერავსო ... გასაგებია რომ კომუნიკაციის განვითარებამ მათი ამბიციურობა გაზარდა - გმადლობთ -ჭეშმარიტების ძიებისათვის - მე მაგალითად ნანახი მაქვს ნლო ...
2014, 23 სექტემბერი, 23:38
უბრალოდ იცი რა ხდება?ხომ აგგიგია გამოტქმა,-ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო?ასე ვართ ჩვენც,აქ დედამიწაზე ერთმანეთს ვჭამთ,ვკლავთ,ვაშიმშილებთ,ვძარცვავთ და სადღაც უსასროლობაში ვეძებთ "ვიღაცას" და ამაში ვხარჯავთ მილიარდებს როცა ყოველ 1 წუთში ასობით ბავშვი კვდება შიმშილით აფრიკაში :((((((((((((((
2014, 23 სექტემბერი, 11:29
მარჯნის ციხესიმაგრის საიდუმლოება წაიკითხეთ, ჩვენს ეპოქაში ცხოვრობდა ადამიანი,რომელმაც,უზარმაზარი 7 ტონიანი ბლოკებით ააშენა სასახლე, არ გამოუყენებია არანაირი ამწე,და არანაირი მუშახელი,მუშაობდა ღამით. და გამოიყენებდა მთვარის ენერგიას.....სავარაუდოდ,რა.. უზარმაზარ მარჯნის ბლოკებს თითისგაუნძრევლად სწევდა ჰაერში,და ერთმანეთზე ალაგებდა, ედვარდ დისკლანინი....ესე დაწერეთ და ამოგიგდებთ, მგონი აქაც უნდა იდოს ეს თემა..... თუ არადა უცნაურ ბლოგზე მოძებნეთ......იმ კაცმა ციხესიმაგრე ისე ააშენა არანაირი უცხოპლანეტელი არ დახმარებია........ ისინი უბრალოდ არც არსებობენ....
2014, 22 სექტემბერი, 22:04
მადლობა მეგობარო ;)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10