საქართველოს ოკუპაცია - 1921წ. 25 თებერვალი
1920 წლის გაზაფხულზე, რუსეთმა თურქეთის მხარდაჭერით დაიკავა აზერბაიჯანი, რის შემდეგაც გამოცხადდა საბჭოთა წყობა. მათი შემდგომი გეგმა იყო საქართველოსა და სომხეთის აღება, მაგრამ იმ პერიოდში საქართველოსკენ მოძრაობა რამდენიმე ფაქტორმა შეაჩერა: ბოლშევიკების აჯანყება აქ სწრაფად იყო ჩახშობილი, მენშევიკური მთავრობის მიერ ანტანტის მხარდაჭერით, მეორე ფაქტორი კი იყო ის, რომ იმ დროისთვის პოლონეთის ფრონტზე ბოლშევიკების მდგომარეობა გართულდა. საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა იმიტომ იყო აუცილებელი, რომ ამის მეშვეობით გაერღვიათ საბჭოთა რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია.
1920 წლი 7 მაისს მოსკოვში დაიდო მშვიდობის ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად საბჭოთა რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და დებდა პირობას არ ჩარეულიყო საქართველოს შიდა საქმეებში, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ მოახდინა კომუნისტირუ პარტიის მდგომარეობის ლეგალიზება. მხარეებმა გაცვალეს დიპლომატიური წარმომადგენლები.
მაგრამ 1920 წლის შემოდგომაზე სომხეთ-თურქეთის ომის შედეგად მოხდა სასომხეთის გასაბჭოება, რის შედეგადაც საქართველო აღმოჩნდა საბჭოური ძალებით გარშემორტყმული.
ამის გარდა კიროვი და ორჯონიკიძე ატარებდნენ საბჭოთა ხელმძღვანელობასთან აქტიურ კამპანიას საქართველოს "გასაბჭოების" მიზნით. 12 დეკემბერს სერგო ორჯონიკიძე თავის გზავნილში ლენინს და სტალინს წერს: “ყველა კონტრრევოლუციური შეთქმულების აღმოჩენა ჩრდილოეთ კავკასიაში მიუთითებს საქართველოს კვალლს, ამიტომ, რათა მყარად განმტკიცდეს ჩვენი გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში აუცილებელია საქართველოს გასაბჭოება".
ამ გზავნილის შემდეგ 1921 წლის 12 თებერვალს, ღამე ბორჩალოსა და ახალქალაქის ადგილობრივნა კომუნისტებმა მე-11 არმიის ხელმძღვანელობასთან კოორდინირებით მოახდინეს აჯანყება. კომუნისტებმა დაიკავეს გორი, დუშეთი და მთელი ბორჩალოს მაზრა. ამ შედეგით კმაყოფილი ლენინი 15 თებერვალს აძლევს ახალ განკარგულებას კავკასიის ფრონტის შტაბს: “ჩვენ ველით რუსეთის სამხედრო ძალების მე-11 არმიისგან ენერგიულ და სწრაფ ქმედებებს, რომელიც არ შეჩერდება თბილისის დაკავებამდე".
მე-11 არმიის ნაწილმა გააჩაღა ბრძოლა თბილისისთვის. ნოე ჟორდანიამ მოახდინა მთავრობის ევაკუაცია ქალაქ ქუთაისში. ამის შემდეგ მე-11 არმია მიადგა სოფელ ლილოს და ფრონტის მარცხნიდან შემოვლის შემდეგ განახორციელა შეტევა მთელ ფრონტზე. იმ დროისთვის სოფელს იცავდა 90 იუნკერი, რომლებმაც სასწაული გმირობით და სიცოცხლის ფასად მოიგერიეს ყველა შეტევა. ძლიერი ბრძოლა მიმდინარეობდა სოფელ ლილოს მისადგომებთან, მაგრამ მე-11 არმიის უპირატესობამ განაპირობა ბრძოლის შედეგი. წითელმა კავალერიამ მოუარა ფრონტის ხაზს ორივე მხრიდან. გარშემორტყმული ქართველი მებრძოლები, გენერალ კვინიკაძის მეთაურობით, იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ, რათა არ ჩავარდნილიყვნენ მტრის ხელში.
ამის შემდეგ ა. გეკკერის სამხედრო ნაწილმა 1921 წლის 16 თებერვალს აიღო თბილისი და საქართველოს რევკომ-მა ფილიპე მახარაძის მეთაურობით გამოაცხადა "საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა" და მიმართა თხოვნით რუსეთის საბჭოთა ფედერაციას დახმარებოდა სამხედრო ძალით. ამგვარად საქართველო კიდევ ერთხელ იყო ანექსირებული.