სხვა ფოტო, რომელმაც მოიცვა მთელი ინტერნეტ სივრცე და ცოტამ თუ იცით ვინ არიან მათზე. 2014, 14 იანვარი, 19:38 ფოტო, რომელმაც დაიპყრო მთელი ინტერნეტ სივრცე, მაგრამ ცოტა თქვენგანმა თუ იცის ვინ ექთანია მასზე გამოსახული და რას აღნიშნავს ეს კადრი. ეს არის 70-იანი წლების ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა Alfred Eisenstadt-მა ჟურნალ "Life"-სთვის სრულიად შემთხვევით და მთავარმა გმირებმა შეძლეს წლების შემდეგ ამოეცნოთ მასზე საკუთარი თავი. ესენი არიან ექთანი "გრეტა" და მეზღვაური "ჯორჯ მენდოზა". ესეც გრეტა და ჯორჯი ახლო კადრიდან 70-იანი წლების მდგომარეობით: ესეც იდეის ავტორი და ფოტოგრაფი Alfred Eisenstadt-ი დღევანდელი გადმოსახედით: ფოტოს გადაღების მომენტში, ჯორჯი იყო შვებულებაში ერთი დღით და მიდიოდა მომავალ მეუღლესთან- გრეტასთან ერთად კინოში. სწორედ ამ დროს, გზად შეიტყო წყვილმა ომის დამთავრების შესახებ, რაზეც ჯორჯმა აღფრთოვანება და სიხარული რჩეულის კოცნით გამოხატა. ფოტოგრაფისთვისაც ხელსაყრელი გამხდარა კადრის აღბეჭდვა ისე, რომ წყვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ წლების შემდეგ, რაც მსოფლიოს მოედო ამ ფოტოს არსებობა, მათ ხანდაზმულობის ასაკში აღმოაჩინეს საკუთარი თავები. გრეტა და ჯორჯის წყვილი კი დღემდე ერთად და ბედნიერად განაგრძობდა ცხოვრებას. აი ისინიც: ეს კი ეხლანდელი ექთანი გრეტა: 820 20-ს მოსწონს
|