სხვა შოკის მომგვრელი ფაქტი - ცოლ-ქმარმა 240 კგ დაიკლო. 2014, 3 იანვარი, 1:54 ერთ-ერთ აქტუალურ თემას დამეთანხმებით, რომ ჭარბი წონა წარმოადგენს. სასურველ ფორმაში ყოფნა კი არც ისეთი ადვილი საკითხია, თუმცა როგორც სასიამოვნო, ასევე ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს წარმოადგენს იგი. ხოლო, ისიც მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, ზოგს აწუხებს ეს ჭარბი წონა და ზოგს არა; ზოგს აქვს ნებისყოფა და ყველა ძალის საშუალებით უმკლავდება მას ბუნებრივად თუ პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით და ზოგი კი ვერა. ასე, რომ დღევანდელი სტატიის თემა სწორედაც რომ ჭარბი წონის მქონე ცოლ-ქმარს ეხება.
ასე გამოიყურებოდა წარმოშობით ა.შ.შ-ლი Justin და Lauren Shelton-ის წყვილი დიეტამდე. წყვილმა 2008 წელს იქორწინა, თუმცა არც ისეთი უშფოთველი და დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ, მათ ხშირად ახსენებდა თავს ამ ჭარბი წონიდან გამოვლენილი სხვადასხვა უარყოფითი სიმპტომი, ხოლო 2012 წლის იანვარში კი ყველაფერი შეიცვალა. ჯასთინი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შედეგად, რაც სწორედ რომ ჭარბმა წონამ განაპირობა, თუმცა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და შედეგი ფატალური არ აღმოჩნდა. ვინაიდან და რადგანაც ჯასთინი სიკვდილს დაუსხლტა ხელიდან, განიზრახა დაეცვა დიეტა, მოეშორებინა ჭარბი წონა და ჯანმრთელი ცხოვრებით გაეგრძელებინა არსებობა, რაშიც მხარი აუბა ლორენმა და წყვილმა 19 თვის მანძილზე ერთად დაიცვა როგორც დიეტა, ასევე ფიტნეს გაკვეთილებზეც იარა. დანაკარგის საოცარი შედეგი იყო ჯამში- 240 კგ-ი, აქედან ლორენმა დაიკლო 83 კგ, ხოლო ჯასთინმა კი დანარჩენი 157კგ-ი. მას შემდეგ კი წყვილმა რაციონიდან ამოიღო ჯანმრთელობისთვის მავნე საკვები, ფიტნეს გაკვეთილებს კვლავ სტუმრობენ და თავს გაცილებით ჯანმრთელად და კომფორტულად გრძნობენ. აი ისინიც ამ შოკის მომგვრელი ეფექტით: P.S. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სასურველ ფორმაში ყოფნას. 1055 18-ს მოსწონს
|