თითქმის ყველა ქვეყანას აქვს თავისი საახალწლო ტრადიციები. მათ განუყოფელ ნაწილს კი თოვლის ბაბუა წარმოადგენს. ყველა ქვეყანაში "საახალწლო სტუმარს" განსხვავებული სახელი აქვს, ზოგი კეთილია, ზოგმა კი შესაძლოა ცუდი ხუმრობაც გაგვიკეთოს.
გაგაცნობთ "სანტა-ქრისტიანს" ბურუნდის რესპუბლიკიდან (აფრიკა). აფრიკელი კათოლიკეების სანტა ცხოვრობს კილიმანჯაროს მთაზე, რადგან მთელს აფრიკაში ესაა ერთადერთი ადგილი, რომლეზეც არის თოვლი და სანტას შეუძლია მშვიდად და გრილად იცხოვროს.
ასე გამოიყურება სანტა ჰავაის კუნძულებიდან. თუმცა ადგილობრივები სანტას აქ კანაკალოკასს უწოდებენ. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ორიგინალ სანტასგან ჰავაელ მეგობარს მას მარტო წვერი აქვს შემორჩენილი.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913241939803.jpg)
ეს კი სანტა-კლაუსი ავსტრალიიდან. ელფების ნაცვლად მას გვერდს სერფინგინს დაფები უმშვენებენ.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913260039803.jpg)
ჰოლანდიელი "სინდერ კალასი". გადმოცემის თანახმად, ახალი წლის ღამეს ის ამსტერდამიდან მოცურავს გემით, თუმცა ტრადიციული სატნტასგან განსხვავებით, ის თავად არ არიგებს საჩუქრებს. ამისთვის მას სპეციალური "დამხმარეები" ჰყვანან.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913291039803.jpg)
ტრადიციული სლავური სტილის მიმდევარი ბელორუსიელი თოვლის ბაბუა.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913302939803.jpg)
ბაბო ნატალე - ესაა იტალიელებისათვის ძალიან საყვარელი პერსონაჟი. მის კვალს წმ.ნიკოლოზამდეც მივყავართ. ლეგენდის თანახმად ბაბო ნატალე დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა ჩრ. პოლუსზე, შემდგომ კი გადასახლდა ფინეთის ჩრდილოეთში, ლაპლანდიაში.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913333739803.jpg)
პიერ ნოელი - საახალწლო პერსონაჟი საფრანგეთიდან. ტრადიციის მიხედვით, პიერ ნოელი გადაადგილდება ვირით, აცვია ხის ფეხსაცმელი და ხელში უჭირავს საჩუქრებით სავსე კალათი. სახლში საკვამურის საშუალებით შედის და ანაწილებს საჩუქრებს ბუხართან დატოვებულ ფეხსაცმელებში.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913400939803.jpg)
დედი ნა ნოლლეგი - ირლანდიელი თოვლის ბაბუა.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913460239803.jpg)
ტრადიცული რუსული თოვლის პაპა, რომელიც მოგზაურობს თეთრ ცხენებშებმული მარხილით. "სნეგუროჩკა" კი შვილიშვილია, რომელიც მან გზად შემხვედრი თოვლისგან გამოძერწა.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913480539803.jpg)
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი - სანტა კლაუსი. ტრადიციის მიხედვით, მას აქვს ჭაღარა თმები, დიდი, გაბურძგნული წვერი, აცვია წითელი კურთუკი, შარვალი და ქუდი; ტყავის შავი ქამარი და ფეხსაცმელი. ის მუდამ მხიარული და მომღიმარია. ხშირად ცხვირზე პატარა სათვალეც უკეთია, პირში კი ჩიბუხი უდევს. მას მუდამ თან ახლავს ჯადოსნური ირემი - რუდოლფი.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913505039803.jpg)
აი შვეიცარიაში კი არ იკმარეს ერთი თოვლის პაპა და გადაწყვიტეს ორი ჰქოლოდათ: იულტომპენი და ჯუჯა იულნისსაარი. ორივე მათგანი ახალი წლის ღამეს კარდაკარ დადის და ტოვებს საჩუქრებს ფანჯრის რაფაზე.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913525639803.jpg)
სლავური წარმოშობის ხალხებთან ასეთი სახის თოვლის პაპასაც შეხვდებით. მას ეძახიან პაკკაიენე-ს (გამყინავი). ის არის ახალგაზრდა და საკმაოდ განსვავდება ევროპული "სანტებისგან".
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913571439803.jpg)
იამალ ირი - მონღოლეთის თოვლის ბაბუა რაღაცით მწყემსს მოგვაგონებს, რადგან ეს ბაბუა ახალი წლის გარდა მწყემსთა დღესასწაულის სიმბოლოცაა:). იდეაში მას აცვია ფუმფულა ბეწვის პალტო და ახურავს მელიის ბეწვის ქუდი. (თუმცა თანამედროვე ვარიანტმა ბევრი ცვლილება განიცადა).
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122913573239803.jpg)
ეჰეე დილ/ჩისჰან - იაკუტელი თოვლის პაპა. ლეგენდის თანახმად მას ჰქყავს უზარმაზარი კურო. ყოველ შემდგომაზე კური გამოდის ოკეანიდან და იწყებს რქების გაზრდას. რაც ურდო დიდი იქნება რქები, მით უფრო გდძელი და ცივი ქინება ზამთარი.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122914165439803.jpg)
ჩინელ თოვლის ბაბუას ჰქვია "მარტივი" სახელი - დუნ ჩე ლაო რენი ან დან ლაოჟენი. მიუხედავად ეგზოტიკური სახელისა და წარმომავლობისა, ის, თავისი არსით, საერთოდ არ განსხვავდება ცნობილი სანტა კლაუსისგან.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122914183439803.jpg)
იოლლოპუკკი კი წარმოშობით ფინეთიდანაა (ფინ - შობის ბაბუა).მისი ქოხი დგას მთაზე. იქ ცხოვრობს მისი ცოლი ნუორი და გნომების მთელი "არმადა" :D. მას აცვია თხის ტყავის ქურთუკი. მის მოახლოებას ბავშვები ზარების რეკვით იგებენ.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122914321239803.jpg)
იაპონიაში "თოვლის ბაბუას" კომპეტენციებს დიდი ხნის მანძილზე ითავვსებდა ღმერთი ჰოტეი იოშო, თუმცა მოგვიანებით გამოჩდა საგაცუ-სანი, რომელიც მთელი კვირის განმვლობაში დადის სახლებში და ულოცავს ყველას ახალ წელს, თუმცა საჩუქრებს არ ტოვებს. თოვლის ბაბუის როლს ითავსებს მისი "უმცროსი" ძმაც - ოძი სანი. ლეგენდის თანახმად მას ზღვიდან მოაქვს საჩუქრები. სწორეს ამიტომ ის ყველაზე მეტად უყვართ იაპონელ ბავშვებს.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122914392739803.jpg)
ახალი წლისა და შობის მთავარ პერსონაჟად დანიაში იულემანდენი გვევლინება, რომელიც ცხოვრობს გრენლანდიაში. ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მისწეროს მას წერილი. ზამთრის დადგმოასთან ერთად იულეიმანი ჯდება დიდ მარხილში და დანიის ქალაქებში მოგზაურობს. შობის ღამეს, 24 დეკემბერს, მას ყველა დამჯერი ბავშვისთვის მოაქვს საჩუქრები. თუმცა ამ საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ვერ აღმოაჩენთ. ისინი ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეიძლება აღმოჩნდნენ "დუშში", აირღუმელში და ა.შ.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122914433939803.jpg)
ნორვეგიელი თოვლის ბაბუის "მოადგილე" - ნისსი. ის არის პატარა გნომი, რომელიც ცხოვრობ კარადებში და მეგობრობს შინაურ ცხოველებთან. გადმოცემისთანახმად, იმისთვის, რომ ბედნიერი წელი გქონდეთ, საჭიროა მას მიართვათ რაც შიძლება გემრიელი საჭმელი და ტკბილეული.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122914462139803.jpg)
ნიმანდი (არავინ) - გერმანულ საშობაო პერსონაჟთა შორის უძველესია. გერმანელი ბავშვები ხშირად სწორედ მას აბრალებდნენ, როცა რამეს დააშავებენ, გააფუჭებენ ან გატეხავენ. ახალი წლის ღამეს კი ნიმანდი მოდიოდა მხოლოდ იმ ბავშვებთან, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში მისთვის არაფერი დაუბრალებიათ. XX საუკუნის დასაწყისამდე მას გამოსახავდნენ ეპისკოპოსის ფორმით.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122915011439803.jpg)
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისლანდიელებს საერთოდ არ ჰყქვთ არც თოვლის ბაბუა, არც სანტა კლაუსი და არც რაიმე სხვა სახელწოდების ბაბუა. ფოლკლორში ვხვდებით გნომებს, იულე ლადს-ის (საშობაო საძმო) სახელით. ისინი კი მავნებელი და მოუსვენარი არსებები არიან.
![მსოფლიოს "თოვლის ბაბუები" image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201312/2013122914570439803.jpg)
და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქართული, ტრადიციული თოვლსი ბაბუა, რომლეცი სვანეთის მაღალი მთებიდანაა. ესაა გრძელწვერა მოხუცი, თეთრ ნაბადში.თავზე ახურავს თეთრი სვანური ქუდი.ხურჯინით კი საჩუქრები და ტკბილეული დააქვს: ჩურჩხელები, გოზინაყი, ჩირი და ა.შ.
არსებობს კიდევ უამრავი საახალწლო თუ საშობაო გმირი და ყველა მათგანის ჩამოთვლა ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ქვეყანაში, მათი დანიშნუელება ერთია - შეჰმატონ მხიარულება ამ უსაყვარლეს დღესასწაულს და პატარებს თუნდაც მცირე სასწაულების რწმენა გაუჩინონ.