x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"მიმზიდველი და იდეალური სხეულის გარანტია".
image

დამეთანხმებით იმაში, რომ ალბათ ყველა თქვენგანის სურვილია თქვენი სხეული მიმზიდველად და სასურველად გამოიყურებოდეს. ამისათვის კი ათასგვარი დიეტების დაცვით, ხშირად სასურველ შედეგს ვერ აღწევთ, ვინაიდან სხვადასხვა წონიდან გამომდინარე კანი იწყებს ჩამოკიდებას, არ ხდება სასურველი კოლოგრამების კლება და ა.შ. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ფიტნესის 5 მნიშვნელოვან წესს, რომლის გათვალისწინების შედეგად მიაღწევთ იდეალურ შედეგს, ვინაიდან ფიტნესი საუკეთესო საშუალებაა თქვენი ფიგურის იდეალურობისთვის.


1). 2 საათით ადრე ვარჯიშის წინ სასურველია მიირთვათ დაბალი ნახშირწყლების შემცველი ან ცილოვანი პროდუქტი. ეს საშუალებას მოგცემთ ივარჯიშოთ დიდხანს და ინტენსიურად. თუ გინდათ გახდეთ, არ თქვათ უარი საუზმეზე, ასე შეგიმსუბუქდებათ დაღლილობაც და გაგიუმჯობესდებათ კალორიების დაწვის პროცესი. მიირთვით დღეში 4-5-ჯერ, 400-500 კალორია.


image2). ვარჯიშის დროს აუცილებელია სწორი სუნთქვა. სუნთქვითი სისტემა დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან და ისიც ისევე რითმულად და ინტენსიურად მუშაობს, როგორც თქვენი გული და სისხლი. ამიტომ, განსაკუთრებით დიდი დატვირთვის დროს ამოსუნთქვა-ჩასუნთქვის რითმი უფრო გამიზნული და სწორი უნდა იყოს. ამიტომ სულ აკონტროლეთ ეს პროცესი, რათა შედეგი ეფექტური და სასარგებლო იყოს.



image3). ვარჯიშის დროს მკაცრად აკონტროლეთ დატვირთვის დონე. ინტენსიური დატვირთვა მიზანშეწონილია ვარჯიშის ბოლოს. ორგანიზმს დაახლოებით 5 წუთი სჭირდება ვარჯიშის დაწყებიდან, რომ ცხიმების წვა დაიწყოს. მაგ: თუ სულ 30 წუთით ივარჯიშეთ, ცხიმები დაიწვება მხოლოდ ბოლო 15 წუთის განმავლობაში, ამიტომ სწორედ ამ დროის ინტერვალი უნდა იყოს უფრო ინტენსიური. დაიწყეთ მსუბუქი ილეთებით და თანდათან გაართულეთ. ფიტნესი მიზანშეწონილია დღე გამოშვებით.



4). ხშირად შეცვალეთ ვარჯიშის სახეობა. ერთი და იმავე ილეთს ორგანიზმი ეჩვევა და შესაბამისად ეფექტიც ეცემა. ამიტომ შეცვალეთ როგორც დატვირთვის ხარისხი, ასევე სახეობაც.

image


5). შეისვენეთ, ანუ გააკეთეთ გაჭიმვითი ვარჯიშები ყოველი დატვირთვის შემდეგ. სხეულის მოქნილობა თავისთავად კარგია, დაღლილი კუნთების დაჭიმვა კი ორგანიზმს რეალაქსაციის საშუალებას აძლევს, ეს თავიდან აგაცილებთ კუნთების ტკივილს. ვარჯიშის პროცესი დაგღლით, იგრძნობთ დატვირთვას და დაჭიმულობას, მაგრამ მაინც კომფორტულად იქნებით საბოლოო რეზულტატით.


მაშასადამე, დიეტასთან ერთად დაკავდით ფიტნეს ვარჯიშით, დაიცავით 5 მნიშვნელოვანი წესი და თქვენი მიმზიდველობის გარანტიაც უდავო იქნება. გისურვებთ წარმატებას.

3
84
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
84
  
2013, 2 სექტემბერი, 11:30
მადლობა:* წინა სტატიიდან რჩევა გავითვალისწინე და საღამოს წყალს აღარ ვსვავ ძალიან ცოტას და შედეგიც ძალიან კარგია:)
2013, 2 სექტემბერი, 11:24
:)) მე ვზრუნავ თქვენს ჯანმრთელობაზე :)) :*:*
2013, 2 სექტემბერი, 11:11
მაგარია,კიდე დავამატებდი ცეკვას თან ერთობი,თან ვარჯიშიც გამოგდის:)
0 1 3